20-წლამდელები

21:47 | 11.06.2016 | ნანახია 14455 - ჯერ

მსოფლიომ ქართული რაგბის მომავალი გაიცნო

დღეს იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო, თორემ ქართველმა მორაგბეებმა, როგორც ეროვნულის, ასევე 20-წლამდელთა ნაკრების დონეზე, მთელს მსოფლიოს დაანახეს, რომ რაგბი ჩვენი თამაშია.

მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრით, ოკეანეებით და მთებით დაშორებულ წერტილში, 23-23-მა ქართველმა გმირულად იბრძოლა და თამაშით გამარჯვება ორივეგან დაიმსახურა, მაგრამ ისევე როგორც აპიაში, მანჩესტერშიც გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა, ერთი ჯარიმა დაგვაკლდა. დარტყმა, რომელიც შესრულდა, მაგრამ ბურთმა ძელებსშუა არ გაიარა... ეროვნული ნაკრებისთვის ეს უიღბლობა ფრეს მომტანი აღმოჩნდა, 20-წლამდელებისთვის კი, მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი სატურნირო ქულისა, ოღონდ სადაც სამართალია, ეს სატურნირო ქულა 4 უნდა ყოფილიყო.

რამ გამოიწვია ახალ ზელანდიასთან 0:55 მარცხის შემდეგ ექვსი ერის დიდი სლემით მომგებ უელსთან ესოდენ მცირე სხვაობა? ვფიქრობ, „ოლ ბლექსს“ ეს ბიჭები ხვალვე კიდევ ერთხელ რომ შეახვედრო, სხვაობა ასეთი აღარ იქნება. მართალია უელსთან არა, მაგრამ დღევანდელ 20-წლამდელებს 18-წლამდელთა ასაკობრივ დონეზე ევროპის ექვსი ერის წარმომადგენლებთან ნათამაშები აქვთ, შედეგად, მეტოქის კომპლექსი არ ჰქონდათ და ეს თამაშის მსვლელობაზე აისახა. და ამ ფონზე ექვსი ერის წარმომადგენლები „გაიბუტნენ“, საკუთარი ბავშვების ფსიქოლოგია მოიმიზეზეს და 18-წლამდელთა დონეზე ჩვენთან თამაში და მარცხი იუარეს...

ამით ისინი მნიშვნელოვნად აფერხებენ ქართული რაგბის ზრდას და დროა „მსოფლიო რაგბმა“ ხმა აიმაღლოს და არა მხოლოდ 18-წლამდელთა, არამედ ყველა ასაკობრივ და ეროვნული ნაკრების დონეზე, ყველა დახურული კარის ბოლომდე გახსნა მოითხოვოს. დღეს, მანჩესტერში, ქართველმა 20-წლამდელებმა დაამტკიცეს, რომ მათ უდიდესი მომავალი აქვთ და ვისაც რაგბი უყვარს, მათ კარის გახსნა კატეგორიულად უნდა მოითხოვონ. დიახ, დღეს „უმცროსი ბორჯღალოსნები“ უელსთან მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ, მაგრამ სწორედ ამ მარცხით მათ ქართულ რაგბის უდიდესი გამარჯვება მოუპოვეს იმ ბრძოლაში, რასაც ჩვენი გუნდებისთვის მაღალი დონის თამაშების და ტურნირების ორგანიზება ქვია. დღეს მანჩესტერის მოედანზე იბრძოლა 23-მა გმირმა, რომელსაც მოედანს მიღმა ზურგს უმაგრებდა ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც ამ გუნდის მზადების პროცესში იყო ჩართული და ის სპეციალისტები, რომლებმაც ბიჭებს საკუთარი თავის რწმენა შთააგონეს და გუნდი ათამაშეს ისე, რომ უელსელებს ქართული სახეები კოშმარულ სიზმრებში, სიცოხლის ბოლომდე მოელანდებათ.

წვიმიან მანჩესტერში უელსმა დადო ერთადერთი ლელო, ისიც მატჩის დებიუტში, დაწინაურდნენ 7:0 და ამის წყალობით მოედანი გამარჯვებულებმა დატოვეს. გამარჯვებულები ანგარიშში, თორემ გულის სიღრმეში დამარცხებული, რადგან ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ უელსი მატჩამდე ერთქულიანი, უპრემიო მოგებას გეგმავდა. ამ თამაშით საქართველოს ნაკრებმა უელსელების ოცნება, რომ მოიგებდნენ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს, პრაქტიკულად დაასამარეს.

ამ ლელოს შემდეგ იყო კიდევ ერთი მძლავრი შემოტევა, თავდაუზოგავი ბრძოლა 22-ში, „მშობლიური კუთხის გმირული დაცვა“ და დაინახეს რა, რომ მეტოქის შეჩერება შესაძლებელი იყო, მონდომება გაუასმაგდათ და საფინალო სასტვენამდე ეს განწყობა შეინარჩუნეს, განწყობა, რომელმაც მთელს ერს რაგბი და ქართველი მორაგბეები ასე ძლიერ შეაყვარა. ვფიქრობ, სწორედ ეს იყო გარდამტეხი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და როდესაც ამას დაემატა ჩვენი მორაგბეების ინდივიდუალური ოსტატობა, თავგანწირვა, ორგანიზებულობა და მწვრთნელების მიერ სწორად დაგეგმილი თამაში,უელსს უბრალოდ შანსი არ ჰქონდა.

მეტოქე რომ შევაჩერეთ მერე შეტავაშიც მოვსინჯეთ ძალები და რაღაც გამოვიდა, რაღაც არ გამოვიდა, სამწუხაროდ, ვერ გამოსწორდა დერეფანში თამაში, რის გამოც რამდენჯერმე დავკარგეთ კარგი შესატევი პლაცდარმი, მაგრამ გამოვიმუშავეთ ჯარიმები და 30-ე წუთზე, გელა აფრასიძემ საქართველოს ნაკრებისთვის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი 3 ქულა აიღო. ჩვენმა შერკინებამ ზელანდიელთა მსგავსად უელსელებიც არ დაინდო, დაახლოებით 15-20 მეტრი არბენინა, აფრასიძემ 40 მეტრიდან გაიტანა და ტაიმი 6:7 დავთმეთ.

მეორე ტაიმში მეტოქემ ტაქტიკა შეცვალა და რადგან მათ სწრაფ, ხელდახელ ბურთაობას შედეგი არ მოჰქონდა, ფეხით ჩაკიდებებზე და ჩვენი მცველების შეცდომებზე ითამაშა. მაგრამ ხაზმა, რომელიც მანამდე სწრაფად ხურავდა სივრცეებს, არც აქ დათმო და სახელოვანი მეტოქე მწყობრიდან გამოიყვანა. რომ მიხვდნენ ქართველები არაფრის დათმობას არ აპირებდნენ, 55-ე წუთზე „დრაკონებმა“ ჯარიმით უპირატესობა 4-ქულიანი გახადეს. ცოტა მსაჯიც აიჭრა და უცნაური ჯარიმების დანიშვნა დაიწყო, თუმცა 65-ე წუთზე შერკინების შემდეგ დამსახურებული ჯარიმა გვიბოძა და აფრასიძემ სხვაობა კვლავ მინიმალური გახადა. 75-ე წუთზე დაახლოებით იგივე მოხდა, მანძილი უფრო შორს იყო, ცენტრალურ ხაზთან, კუთხე საპირისპირო, აფრასიძემ მიზანი გაისწორა და ბურთიც კარგად აწია, მაგრამ მან ჰორიზონტალურ ძელს ქვევიდან ჩაუქროლა და სწორედ აქ გვიმტყუნა იღბალმა. სულ ცოტა იყო საჭირო და ახლა საქართველო ანგარიშშიც გამარჯვებული იქნებოდა...

მერე მატჩის ორგანიზატორებმა უელსთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბექა გორგაძე გამოარჩიეს და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, მეტოქემ დარჩენილი დროის გაყვანა სცადა და ორიოდე წუთი მოიგო, „ბორჯღალოსნებმა“ ოვალი მოიპოვეს, ის ცენტრამდე აწიეს, უელსელებმა რაქიდან სწრაფად გატანაში აშკარად შეგვიშალეს ხელი და აქ ჯარიმა იყო დასანიშნი, მაგრამ რეფერიმ უელსი არ გაწირა, მერე მას იქით უბოძა ჯარიმა, შეშინებულმა მეტოქემ დარჩენილი 1 წუთი ვითომ მზადებაში გაიყვანა და მატჩი დაუმსახურებელი ანგარიშით დასრულდა - 10:9 და საქართველო ამაყია იმ ბიჭებით, რომლებმაც უძლიერეს მეტოქეს ბევრ რამეში აჯობეს, მაგრამ უიღბლობის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყეს.

იღბალთან შეხვედრა, ახლა უკვე ირლანდიასთან ერთად, 15 ივნისს, კვლავ მანჩესტერ სიტის აკადემიის სტადიონზე შედგება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (22)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:36 | 12.06.2016
→ LELOS← (98)

ბიჭებო ამ თამაშის სრული თამაშის ჩანაწერი მინდა და სად ვნახო ხომ ვერ მეტYვის ვინმე?

15:52 | 12.06.2016
buratino (480)

მოკლედ, ქებათა-ქება ჩვენს ახალგაზრდა ლომკაცებს. რა სწრაფად შეძლეს ზელანდიასთან მიღებული შოკიდან გამოსვლა და შესაბამისი დასკვნების გაკეთება. მჯერა, ირლანდიასთანაც იბრძოლებენ და არაფერს დათმობენ. აუცილებლად უნდა შესრულდეს პროგრამა-მინიმუმი (ტურნირზე ერთი თამაშის მოგება და 12-ე, ბოლო ადგილზე ზემოთ გასვლა). თუ ჩვენები ერთზე მეტ მატჩს მოიგებენ, მაშინ დებიუტანტებისთვის ეს უკვე პროგრამა-მაქსიმუმია, ხოლო თუკი 9-ე ადგილს მიაღწევენ, მე პირადად მუდამ ვიამაყებ ამ ბიჭებით (თუმც კი უკვე ვამაყობ)

15:46 | 12.06.2016
buratino (480)

საამაყო ბიჭები გვყავს! ეროვნულს საიმედო ცვლა მოსდის და მე ვგრძნობ რომ ახლოვდება ის დრო, როცა ტოლ-სწორად შეგვეძლება ელიტარულ გუნდებთან თამაში. ნებისმიერ ვარიანტში, იაპონიის მსოფლიო თასის შემდეგ, როდესაც ეს თაობა მყარად გამოჩნდება ჩვენს პირველ გუნდში, ქართული რაგბი უფრო მაღალ სიმაღლეზე ავა და იბერია გაბრწყინდება!

14:45 | 12.06.2016
ოვალური კორბენი (276)

როგორი სახეები ჰქონдათ თამაშის შემдეგ....
როგორ ნანობдნენ მარცხს...
მორჩა, ამ ჯიგრებს ავტორიტეტთა შიში აღარ აქვთ.
101 პროცენტით ვარ дარწმუნებული რომ რაგბის მომავალი საიმეдო ხელშია

12:43 | 12.06.2016
federer (17) (469)

ამ თამაშის დაწყებამდე დავწერე რომ ჩვენმა ბიჭებმა უნდა იბრძოლონ და რაც შეიძლება ნაკლები ანგარიშით უნდა წააგონ თქო და ასეც მოხდა. მაგრამ ვერანაირად ვერ ვიფიქრებდი თუ 1 ქულაზე მეტით არ წავაგებდით და მოგების შანსიც გვექნებოდაა.
ამასთანავე ვამბობდი იმას, რომ ესენი არიან ჩვენი მომავალი ნაკრების სახე და ამთმა თავი რომ შეირცხვინონ ევროპელებთან მაშინ ისევ დაგვიწყებენ 6 ერის გუდნდები დაცინვას, რა 6 ერზე მელაპარაკებით მომავალი არ გაქვთო, მაგრამ ამას ახლა ვერავი გაბედავს Mთავარია მესამე თამაშშიც ასე ვიბრძოლოთ და დიდი სხვაობით არ წავაგოთ და თუ მოვიგებთ ხომ საერთოდ გადასარევი შედეგი იქნება, მაგრამ მე გამარჯვებას არ ვთხოვ ბიჭებს მხოლოდ ბოლომდე ბრძოლა და ასუხისმგებლობა იმის, რომ შენს ქვეყანას წარმოადგენ და ბევრი რამე შეიძლება იყოს ამ თამაშზე დამოკიდებული

12:20 | 12.06.2016
geogoli (367)

ჯერ კიდევ ემოციებში ვარ, რაც ჩვენმა ბიჭებმა გააკეთეს გმირობის ტოლფასია. საოცრად იმუშავეს მწვრთნელებმა და დიდი მადლობა მათ. იოლი არ არის გუნდს დაავიწყო ზელანდიელებისგან მიღებული სტრესი, თანაც უელსმაც ძალიან ადრე დაგვიდო ლელო. ამ გუნდს აშკარად ეტყობოდა მწვრთნელის ხელი, ჰქონდა სტრატეგია და მიზანი. არ შეუშინდნენ შემადგენლობის როტაციას.
ცალკე მინდა ვთქვა აფრასიძეზე. ეს ბიჭი საზიზღრად გამოვიდა 18 წლიანთა ევროპის ჩემპიონატზე და თუნდაც ამ ფორუმზე ბევრი დამსახურებული კრიტიკა მიიღო. გუშინ კი როგორც კაცი ისე ირჯებოდა. იმ პრანჭია ბიჭიდან რომელიც ევროპაზე მხოლოდ თმის სწორებით იყო დაკავებული გუშინ აღარაფერი იყო დარჩენილი, პირიქით მან უდიდესი იმედი ჩაგვისახა რომ ღირსეული კაცი ეზრდება მთავარ ნაკრებს - ნამდვილი ბორჯღალოსანი.
მე კვლავ ჩემს აზრზე ვრჩები, ერთი მოგება ამ ტურნირზე და ირლანდიასთან თუნდაც ერთი ლელო, ძალიან დიდი წარმატება იქნება ჩვენთვის

12:38 | 12.06.2016
federer (17) (469)

ირლანდიასთანაც იგივე ბრძოლას ველოდებიი
რათქმაუნდა მოგებას არ მოვთხოვ ჩვენს ბიჭებს, მაგრამ ბრძოლას ნამდვილად მოველი მათგან.
ამ ყველაფერთან ერთად დაღლაც დაეტყოთ ჩვენს ბიჭებს და შეიძლება ამან თავი იჩინოს ირლანდიასთან თამაშისას, ძალინ რთულია ისეთი გუნდის წინააღმდეგ თამაში როგორიც უელსიაა, მაგარი დაცვა ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმაა. როდესაც გუნდი ხელდახელ გიტევს შენ ბევრად მეტი ენერგიის დახარჯვა გიწევს რომ გადაეწყო და მეტოქეს არ მისცე შანსი ხაზი გაგიჭრას რასაც გუშინ ძალიან კარგად გაართვეს თავიი.
პირველი ლელოს დროს მაინც ზელანდიასთან მწარე მარცხის გადმონაშთს შევადარებდი და მერ რომ იგრძნეს რომ უელსთან თამაში შეიძლებოდა არაფერი ჩამორჩნენ, პირიქით უკეთესებიც იყვნენ.
და ბოლოს მსაჯობაც ცოტა ჩვენს საწინააღმდეგოდ იყოო, ისედაც ცუდად ვთამაშობთ აუტებზე და უელსელებს არასწორად მოწოდებულ აუტებს არ უფიქსირებდაა და 1-2 საკამათო ჯარიმაც დაგვიდო რაც საკმარისი აღმოჩნდა წასაგებად, თორე ეს თამაში ჩვენს ბიჭებს არ წაუგიათ

10:06 | 12.06.2016
iberiana (33)

იმის ფონზე, რომ ბოლო 24 წელიწადში ნახევარი ათეული ომი გადავიტანეთ და თავზე გვენგრეოდა სხვა ყველაფერთან ერთად სპორტული ინფრასტრუქტურაც(მძლეოსნობის და სპრინტის ბაზებიც კი მოშლილია), ჩვენი სარაგბო თემი ალბათ თავს ზემოთ ხტება, რისთვისაც უღრმესი მადლობა ასმეერთედ. აღარ შევადრი, თუ რა ტრადიცია, რა ბაზები და მოედნები გააჩნია უელსს და სად თამაშობენ უელსური კლუბები, ალბათ ჩემზე უკეთ იცის გულშემატკივარმა... სად ჩვენი დიდი ათი, სად თუნდაც კელტების ლიგა! ბედისწერის ვერდიქტს იგდებენ მასხარად ჩვენი ბიჭები, არ ნებდებიან მუხთალ იღბალს ნაწამები ქვეყნის და ერის შვილები, იმავე ქვეყნის და ერის წინამძღოლები. რაც შეეხება გენეტიკას, კავკასიელები მუდამ იყვნენ განთქმულები მგლის მუხლით და სისხარტით, ცხენის კენტავრული ჯირითით დ.ა.შ. უბრალოდ 200 წლის მანძილზე იმპერია ნერგავდა მოქეიფე, ღიპიანი ქართველის კულტს და წარმატებითაც და ეგ შხამია აღმოსაფხვრელი: სწორი კვება, სწორი დატვირთვა, სწორი განტვირთვა და მოვა დრო, ზელანდიასაც ასევე გაუჭირდება და მარსიდან მოსულ ნაკრებსაც. დიდება უფალს და საქართველოს!

10:54 | 12.06.2016
პანტელეიმონი (1218)

გაიხარე ! ! !

08:57 | 12.06.2016
ogafa (407)

მართლა მაგარი ლომები გვეზრდებიან

02:21 | 12.06.2016
federer (17) (469)

თავისუფლად შეიძლებოდა ამ თამაშის მოგებაც, კარიმა რომ გაგვეტანა რასთანაც ძალიან ახლოს ვიყავით სადაც მხოლოდ ძალა დააკლდა დარტყმულს და კიდევ ორჯერ შერკინებაში ვერ ვიყოჩაღეთ მოედნის ცენტრთან.
შერკკინებაში ძალიან კარგები ვიყავით პირველ ტაიმში სადაც რამდენჯერმე გადავთელეთ უელსელები, მაგრამ მერე დაღლა დაეტყოთ ჩვენს მორკინალებს და მარქაფამაც ვეღარ გაქაჩა, თორე რომ შეგვენარჩუნებინა ის უპირატესობა შერკინებაში რაც გვქონდა პირველ ტაიმში უეჭველი მოვუგებდით და ჯგუფიდან გასვლის შანსიც გვექნებოდა

02:17 | 12.06.2016
federer (17) (469)

ძალიან მაგრად ითამაშეს ჩვენმა ბიჭებდა და დიდი მადლობა ამისთვის
2 დღეა რაგბის კარგ კუშებს ვამბობ და ვინც დამიჯერა არ ინანებდაა, საქართველსო ნაკრების ფორა 2 მეწერა და ახალგაზრდების ფორა 1, ორივეს კარგი კუში ქონდაა.

01:02 | 12.06.2016
dinamo222 (692)

დერეფნები ისევ რჩება ძალიან დიდ ჩვენ მინუსად ყველა ნაკრებში აუცილებელია სპეციალური მწვრთნელები მოვიწვიოთ ამის გამოსასწორებლად ! დერეფნებში კარგად რომ გვეთამაშა ნაღდად მოვიგებდით დღეს !!

02:14 | 12.06.2016
federer (17) (469)

დერეფანში თამაში სერიოზულ პრობლემად გვექცა, მაგრამ მსაჯმაც უელსელებს არასწორად მოწოდებული დერეფნები გაუტარაა, რასაც ჩვენ არ გვაპატიებდა

00:54 | 12.06.2016
dinamo222 (692)

ყოჩაღ ბიჭებს პირველივე შეტევაში ლელო რომ დაგვიდეს შემეშინდა ზელანდია არ გამეორებულიყო და რა თამაში შემოუტრიალეს !!

00:46 | 12.06.2016
rachuka (32)

თუ უელსი ახალ ზელანდიასთან დამარცხდა დიდი ალბათობით კიდევ მოგვიწევს შეხვედრა 9-12 ადგილისთვის ბრძოლაში. იტალიასთან ან იაპონიასთან რომ მოგვიწევს თამაში ეგ უკვე გადწყვეტილია პრაკტიკულად ჯგუფური შედეგების გათვალისწინებით. ასე, რომ წინ ბიჭებო 9 ადგილი თუ დავიკავეთ შემდეგ წელს მესამე კალათაში ვიქნებით და უფრო კარგი ჯგუფი შეგვხვდება, ჯგუფიდანა გასვლაც რეალური იქნება უფრო, ჩვენი ბიჭებიც უფრო გამოცდილები და შეთამაშებულები იქნებიან.

02:15 | 12.06.2016
federer (17) (469)

კარგი შედეგი იქნება მე-9 ადგილზე თუ გავედით

00:43 | 12.06.2016
deqstera (86)

ისე მიქაუტაძის მონპელიეში გადასვლაზე არაფერი იწერება და ხო ნამდვილად გადავიდა

01:42 | 12.06.2016
jora84 (183)

არ ინერვიულო, მონპელიეშია შემდეგი სეზონიდან, თებერვალში გააფორმა კონტრაქტი

00:17 | 12.06.2016
krasni (587)

გამოუცდელობამ და მათხოვარმა მსაჯმა დაგვაღალატა. რაც მთავარია გამოჩნდა დიდი პოტენციალი, რომლის სწორად გამოყენებით მალე დავამხობთ ელიტას. მართლაც კარგი ბიჭები გვყოლია. ირლანდიასთანაც მაგარი ჯახია მოსალოდნელი.

23:59 | 11.06.2016
deqstera (86)

shotai-olimpi
ზუსტად ჩემი დასაწერი დაწერე, კი მსაჯმა ბევრი შეცდომა დაუშვა და მისი დიდი დამსახურებაა ეს ანგარიში მაგრამ აუტებზე გაცილებით უკეთ გვმართებდა თამაში და მაგ შემთხვევაში მემგონი მსაჯიც უძლური იქნებოდა!!
ისე გუშინ ერთს მივწერე აფრასიძე არაფრით ნაკლები არარისთქო და დღეს დაამტკიცა, ძალიან კარგი 9 ნომრები გვეზრდებიან და იმედია 10-15იც შესაბამისები წამოვლენ!!

10:49 | 12.06.2016
პანტელეიმონი (1218)

აფრასიძე ბრწყინვალე იყო.

23:59 | 11.06.2016
qomagi (248)

დიდი მადლობა ჩვენს პატარა ბორჯღალოსნებს!!! ყოჩაღ ბიჭებო, მთელი საქართველო ამაყობს თქვენით!!! ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა დაიწყო და ჩვენი მომავალი თაობა ამ ბიჭების სახით შელეწავს 6 ერის და ყველა ტურნირის კარებს. მაგარი ლომები გვეზრდებიან და მათი შემხედვარე ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მართლაც ალმასივით ბიჭები გვყავს, რომლებიც სულ მალე ბრილიანტებივით გაიბრწყინებენ, როგორც ქვემოთ აღნიშნეს კიდეც!!!
ზელანდიასთან ასეთი მარცხის მიუხედავად მჯეროდა, რომ დღეს სულ სხვანაირი თამაში იქნებოდა, ბიჭებმა მოიხსნეს დაძაბულობა და ბობოლებთან თამაშის კომპლექსი.
მსაჯობა კი ყველა ტურნირზე ცალკე სალაპარაკო თემაა. როგორც კი საქართველოს ნაკრები (ნებისმიერი ასაკობრივი თუ ეროვნული) ბობოლებს ტოლ-სწორად ეთამაშება, მსაჯებს მაშინვე შიშის კრუნჩხვები ეწყებათ და ელეთ-მელეთი ემართებათ, ჩვენს სასარგებლო ჯარიმებს ვერ ხედავენ და მოწინააღმდეგის სასარგებლოდ იგონებენ ჯარიმებს. მაგრამ ჩვენი ბიჭები უკვე კარგად ეუფლებიან მსაჯთან ერთად ბობოლების დამარცხების პრაქტიკას და მალე რაგბის მამებს ესეც ვეღარ უშველით, სულ მალე მოუწევთ აღიარება, რომ საქართველო დიდ გუნდად ყალიბდება.

23:51 | 11.06.2016
test (124)

ნუ,ბოლოსკენ მსაჯმა რაც გააკეთა კახურად ცოტა სხვა რამე ქვია.... ყოჩაღ ბიჭებს, ერთად ერთი თვალში საცემი რაც არის აუტებში ვიშიფრებით მაგრად, მაგან გაგვიფუჭა საქმე, მაგრამ ყოჩაღ პატარა საქმე არაა რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს, ქედს ვიხდი მათი გარჯისა და ჟინის წინაშე

23:53 | 11.06.2016
test (124)

პ.ს. იმედია იქეთა წელსაც უელსი ჩვენს ჯგუფში იქნება, გული მიგრძნობს მთავარი სენსაცია წინაა

23:00 | 11.06.2016
Kala94 (151)

საღოლ ლომებო საღოოოოლ ! ბოდიშს გიხდით იმათ მაგივრად ვინც ზელანდიასთან თამაშის შემდეგ კრუნჩხვებში ჩავარდა ! ბრავო გორგაძეს, რომელიც მომავალ ვარსკვლავად ყალიბდება ! ბრავო აფრასიძეს, უმაგრესი ბიჭია.. როგორც ჩანს გაამართლა ვასკას მარქაფიდან გამოყვანას... მოკლედ ვამაყობ რა თქვენით !!!

22:46 | 11.06.2016
shotai-olimpi (89)

ნუ გორგაძე იზრდება არ ვიცი რა ბრწყინვალე !!! სისწრაფე, მოედნის ხედვა, ჯანი, ტექნიკა არაფერი აკლია ამ ბიჭს, წარმატებები ღისეული შემცვლელი ყავს მამუკას (და ემანდ ფრთხილად იყოს ძირითადი არ წაართვას ხუმრობით რათქმაუნდა)

10:50 | 12.06.2016
პანტელეიმონი (1218)

+1

22:42 | 11.06.2016
shotai-olimpi (89)

ამსნ ნამდვილად არ ველოდი ბიჭებმა სასწაული მოახდინეს, მაგრამ ჩვენ ხომ უკეთესები უნდა გავხდეთ? და დამიჯერეთ ბიჭებო ეს თქვენ შეგიძლიათ!! მსაჯმა კი თავისი გააკეთა, მაგრამ მთავარი წაგება ჩვენი ბრალი იყო ფაქტიურად მთელ თამაშში 3 ჯერ მოვიგეთ აუტი და ფაქტიურად შერკინების მიერ მოპოვებული უპირატესობა წყალში გადავყარეთ!! მარტო ძალა და მიწოლა არასაკმარისია, მარტო ჩვენი აუტები რომ მოგვეგო მგონია რომ მოვიგებდით ფაქტიურად ყველა კიდეზე გადატანილი ბურთი დაკარგული იყო!! მეორე და მთავარი რატომღაც სისწრაფეზე არასდროს ვმუშაობთ, კი სირბილში გენეტიკა მთავარ როლს თამაშობს მაგრამ ბავშობიდან სირბილზე ვარჯიში და ყურადღების გამახვილება სჭირდებეთა მწვრთნელებს!! ზელანდიის ფაქტობრივად ყველა მორაგბეს სირბილში ვერავინ ეწეოდა!! უელსთან კი დავკეტეთ ბრწყინვალედ დაცვა, მაგრამ უაზროდ მიღებულმა ჯარიმებმა აუტის პირწმინდად წაგებამ თავისი ქნა!! დისციპლინა და თავდოუზოგავი ვარჯიში ბიჭებო და მჯერა ეხლანდელი ნაკრები თუ არა თქვენ აუცილებლად შეაღებთ 6 ერის კარებს, კიდევ დიდი ერთხელ დიდი მადლობა ამ ბრწყინვალე თამაშისთვის!!!

08:55 | 12.06.2016
ogafa (407)

100%-ით

01:40 | 12.06.2016
jora84 (183)

გენეტიკა არაფერ შუაში არ არის სიწრაფესთან, მძლეოსნობის სკოლა ელემეტარულად არ არსებობს ქვეყანაში

22:30 | 11.06.2016
გზავნილი (81)

უნამუსობის ზეიმი იყო დღეს მასაჯის მხრიდან... სიტყვები არ მყოფნის, მაგრამ დავიმსახურეთ - თუ რატომ ამაზე ჩემპიონატის დამთავრების მერე ვიტყვი.
დღეს ვიზეიმოთ, ჩვენს გმირებთან ერთად, ჩვენს ალმასებთან ერთად რომელთაც შეუძლიათ რომ ბრილიანტები იყვნენ და დაამშვენონ ნებისმიერი უმაღლესი დონის გუნდი. ალმასებთან რომელთაც შესაბამისი დამუშავება ჭირდებათ და ყოველი თამაშის მერე ასეთ ამაყებს გაგვხდის როგორც დღეს.
საოცარი თავდადების მაგალითი იყო დღევანდელი დღე, თითოეული მათგანი ისე თავგანწირვით იბრძოდა გეგონებოდა ომში იყვნენ და ზურგს უკან მათი ოჯახები იდგნენ...
უზომოდ ამაყი ვარ თქვენით!
მადლობა ლომებო, თითოეულ მათგანს ვინც დღეს უელსი თავჩაქინდრული გაუშვით მოედნიდან

08:54 | 12.06.2016
ogafa (407)

მართალია

22:34 | 11.06.2016
პანტელეიმონი (1218)

100%-ით გეთანხმები.

0.108153