დღეს, „ქორთიარდ მერიოტში“ დანიშნული საქართველოს რაგბის კავშირის რიგგარეშე საერთო ყრილობა, რომელზეც სრკ-ს 2016 წლის ბიუჯეტის წარდგენა-დამტკიცების საკითხი უნდა განხილულიყო, გადაიდო.
რაგბის კავშირის გამგეობის განცხადების თანახმად, ყრილობაზე სრკ-ს 37 ნამდვილი წევრიდან, მხოლოდ 15 წევრის წარმომადგენელი გამოცხადდა, შესაბამისად, ქვორუმი არ შედგა და ყრილობის გადადების მიზეზი ეს გახდა. ქვორუმისთვის აუცილებელი იყო, რომ ყრილობაზე ნახევარს+1 წარმომადგენელი მისულიყო. ბოიკოტში მონაწილე წევრების სურვილია, რომ ბუიჯეტის დეტალური განხილვა მოხდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიკრიბნონ მის დასამტკიცებლად.
ყრილობის ჩატარების ახალ თარიღად 22 აპრილი გამოცხადდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია