ტურნირები

14:35 | 11.06.2016 | ნანახია 4389 - ჯერ

7-კაცა „რომა სევენსის“ მეოთხედფინალშია

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა „რომა სევენსის“ პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის პირველ სათამაშო დღეს, ჯგუფური ეტაპის სამი თამაშიდან ორი მოიგო და თასის მეოთხედფინალში მეორე ადგილით გავიდა.

რომში 16 გუნდი თამაშობს და 9 მათგანი ქვეყნის ნაკრებია - სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ბრაზილია, ტუნისი, საქართველო, იტალია, ლიტვა, ჩილე და კორეა. საქართველო A ჯგუფში იყო, სადაც პირველ მატჩში არანაკრები გუნდი, 7 SIRS-ი სამი ლელოთი 21:5 დაამარცხა, მერე ლიტვას 4 ლელო დაუდო და 24:5 სძლია, ხოლო ჯგუფის დასკვნით მატჩში სამხრეთ აფრიკას ერთი ლელო გაუტანა, თუმცა თავად 4 გაუშვა - 5:28.

აღსანიშნავია, რომ მანამდე სამხრეთ აფრიკელებს ორივე თამაში მშრალად, 45:0 და 41:0 ჰქონდათ მოგებული. თასის მეოთხედფინალში ქართველთა მეტოქე საფრანგეთია, რომელმაც ჯგუფში სამივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო.

7-კაცა რომის ტურნირზე: გიორგი შკინინი (ლოკომოტივი, თბილისი), რატი ხუციშვილი (ჯიქი, გორი), ბექა ურჯუკაშვილი (არმია, თბილისი), დიმიტრი კიკნაძე (ჯიქი, გორი), ლაშა ფოფხაძე (ლოკომოტივი, თბილისი), მიხეილ გაჩეჩილაძე (ყოჩები, ბოლნისი), დაჩი კოპაძე (ლელო-სარასენსი, თბილისი), ჟორჟო სალდაძე (აია, ქუთაისი), თორნიკე ცერცვაძე (ყოჩები, ბოლნისი), დიმიტრი კალანდაძე (ლოკომოტივი, თბილისი), შავლეგ მახარაშვილი (არმია, თბილისი), ირაკლი გეგენავა (ყოჩები, ბოლნისი).

სამწვრთნელო შტაბი: ბესიკ ხამაშურიძე (მწვრთნელი), პალიკო ჯიმშელაძე (მწვრთნელი), ალექსანდრე ნიჟარაძე (მენეჯერი), გიორგი სვანიძე (ფიზიო)

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.090209