ხვალ თბილისის დროით დილით 6 საათზე საქართელოს ნაკრები ოკეანეთის ტურნეს პირველ მატჩს აპიაში სამოას ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
გავლენიანმა გამოცემა planetrugby.com-მა ხვალინდელი მატჩის პრევიუ შესთავაზა მკითხველს, სადაც აღნიშნულია, რომ მატჩის მიმართ რაგბის ქომაგებში დიდი ინტერესი არსებობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართველებმა 2015 წლის მსოფლიო თასზე კარგად იასპარეზეს.
„ამ მატჩს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნებლობა აქვს- სამოელებს სურთ წყნარი ოკეანის გათამაშების პირველ მატჩს მოგებულები შეხვდნენ, რომელიც ფიჯისთან 18 ივნისს გაიმართება. მოტივაცია აქვს საქართველოსაც, მათ სურთ თავისი ბრწყინვალე წაუგებელი სერიის გაგრძელება, რომლითაც მათ ერთა თასის მოგება ზედიზედ მეექვსედ მოახერხეს.“- წერს planetrugby.com.
ვებგვერდმა ყურადღება ორივე გუნდის შემადგენლობაში არსებულ დანაკლისზეც გაამახვილა, ლიდერების არყოფნაში შანსი მიეცათ სამოელ დებიუტანტებს. კუნძულელების ძირითად შემადგენლობაში ერთაბაშად ოთხი დებიუტანტი გაირჯება, ხოლო სათადარიგოთა სკამზე ექვსი დებიუტანტი იჯდება. ქართველებს შერკინებაში რამდენიმე მორაგბე დააკლდებათ, განსაკუთრებით გუნდის ლიდერ მამუკა გორგოძის არყოფნაა თვალშისაცემი.
„ქართველებისგან გამოსარჩევი მორაგბე მერაბ შარიქაძე უნდა იყოს. ახალგაზრდა შუამარბს სჩვევია ბურთის მიღებისთანავე სწრაფი, ეფექტური შეტევების დაწყება. მან თავი განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატზე ნამიბიასთან მატჩისას გამოიჩინა, მაშინ შარიქაძემ ჯამში ცხრა მეტოქის გადათელვა შეძლო. მისგან ამგვარ წარმოდგენას სამოასთან მატჩშიც უნდა ველოდოთ“- წერია სტატიაში.
ვებგვერდი სამოელებისგან ალბერტ ნიკოროს გამოარჩევს, 23 წლის ფულბეკი სუპერ რაგბიში გამოდის და, დიდი ალბათობით, იგი კუნძულელების ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება.
Planetrugby აქვე ტრადიციულ ფსონსაც აკეთებს, ჩვენთვის საწყენად უცხოელ ჟურნალისტებს სამოელების გამარჯვებისა სჯერავთ- მათი აზრით, მასპინძლები ხუთი ქულის ფარგლებში შეძლებენ „ბორჯღალოსნების“ დამარცხებას.
საქართველოსა და სამოას ნაკრები ერთმანეთს მესამედ ხვდება, პირველად 2003 წლის მსოფლიო თასზე შევხდით, როცა კუნძულელებმა გაგვანადგურეს(46:9), ხოლო მეორედ სამი წლის წინ ვაკეში ამხანაგურ მატჩში დავუპირისპირდით და გიორგობა დღეს ერთი ქულის სხვაობით გამარჯვება მოვახერხეთ- 16:15.
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (მონსულონ, საფ), 14. გიორგი ფრუიძე (აია, დიდი 10), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუს), 12. მერაბ შარიქაძე (ორელიაკ, საფ), 11. სანდრო თოდუა (ლელო სარ, დიდი 10), 10. ლაშა ხმალაძე (ლელო სარ, დიდი 10), 9. გიორგი ბეგაძე (ყოჩები, დიდი 10) 1. კარლენ ასიეშვილი (ბრივ, საფ), 2. ჯაბა ბრეგვაძე (ვუსთერ, ინგ), 3. ირაკლი მირცხულავა (ოიონაქს, საფ), 4. გიორგი ჩხაიძე (ლილ, საფ), 5. გიორგი ნემსაძე (ტარბ, საფ), 6. შალვა სუთიაშვილი - კაპ (ანგულემ, საფ), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, დიდი 10), 8. ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფ).
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (გლაზგო, შოტლანდია), 17. ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, საფ), 18. ანტონ ფეიქრიშვილი (ბეიონი, საფ), 19. ნოდარ ჭეიშვილი (ლელო-სარასენსი, თბილისი), 20. საბა შუბითიძე (აკადემია, დიდი 10), 21. ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი, დიდი 10), 22. ლაშა მალაღურაძე (კრას. იარი, რუს), 23. თამაზ მჭედლიძე (აჟენ, საფ).
სამოა: 15. ალბერტ ნიკორო (ვესტერნ ფორსი, ავსტრალია), 14. ფაატოინა აუტაგავაია (ნევერი, საფრანგეთი), 13. რეინოლდ ლეე-ლო (კარდიფი, უელსი), 12. ფაიალაგა აფამასაგა (ნორთლენდი, ახალი ზელანდია), 11. დავიდ ლემი (კაპ., ბრისტოლი, ინგლისი), 10. პატრიკ ფააპალე (ფიამე ორო, იტალია), 9. დუეინ პოლატაივაო (პაკურანგა, ახალი ზელანდია); 1. სემ აიონო (ქაუნთის მანუკაუ, ახალი ზელანდია), 2. მოტუ მატუუ (ჰაკიკეინსი, ახალი ზელანდია), 3. ჯეიმს ჯონსტონი (ვუსტერი, ინგლისი), 4. ფაატიგა ლემალუ (სანვულვზი, იაპონია), 5. ტეოფილო პაულო (ტრევიზო, იტალია), 6. ალაფოტი ფაოსილვა (ბათი, ინგლისი), 7. ტალა ჯეიმს იოანე (სეილი, ინგლისი), 8. ჯეფ ლეპა (ტასმანი, ახალი ზელანდია).
სათადარიგოები: 16. სეილალა ლემი (ნევერი, საფრანგეთი), 17. ნუული ლენე (ველინგტონი, ახალი ზელანდია), 18. ჯეკ გრეი (სკოპა, სამოა), 19. ტალაგა ალოფიპო (ვაიმოსო, სამოა), 20. ონეონე ფააფოუ (ვაიალა, სამოა), 21. დენი ტუსიტალა (ოკლენდი, ახალი ზელანდია), 22. დ’ანჯელო ლეუილა (ოკლენდი, ახალი ზელანდია), 23. მალუ ფალანიკო (ვაიალა, სამოა).
მოამზადა უჩა გოგიძემ
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისე ბოლო შეტევის დროს ჯარიმა როგორ არ მოგვცა, რაქში როგორ იყო ჩწოლილი სამოელი ვითომ დააპირა მსაჯმა ხელის გაშვერა მაგრამ მაინც ვერ გაბედა კიდე ვნახე ეხლა გამეორება და სუფთა ჯარიმა იყო მაგრამ ეგ არაფერი წინ ტონგაა და წარმატებები!!!
კუნძულელი უკანახაზელების შემოყვანა ჩვენს ჩემპიონატში მართლაც კარგი იქნებოდა, მათთან ჩვენი ბიჭებიც განვითარდნებოდნენ
სალამი ყველას
მართლაც კარგად ითამაშეს ბიჭებმა ამ შემადგენლობით და იმ პირობებში რაც სამოაზეა, საშინელი კლიმატი(მაღალი ტენიანობა) და თამაშამდე 120 კილომეტრის გავლა.
თამაშს რაც შეეხება სამოას ნაღდად არ ქონდა შანსი ამ თამაშის არა თუ მოგების არამედ ფრედ დამთავრებისაც ჩვენებს რო არ დაეშვათ შეცდომები, მაგრამ არაუშავს ეს თამაში ყველა ვარიანტში აქტივში უნდა ჩავუწეროთ ჩვენს ბიჭებს და იმედია უმცროსი ბორჯღალოსნებიც აუბამენ მხარს უფროსებს
თხილაიშვილისთვისაც მადლი იქნებოდა ერთი უცხოური კლუბი..
მორჩება კოკი ახლა მალე იპოთეკას და წავა კაი გუნდში იმედია
მიკვირს ნამდვილად, ძალიან ძლიერი მორაგბეა და კლუბი რატომ ვერ გამოიძებნა..ერთი ფაქტია ჩვენს ჩემპიონატშიც შსაძლებელია განვითარება
ხოდა ამიტომ გვმართებს რამენაირად "დიდი 10" გაძლიერება, რომ ჩვენს ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტად ქონდეს განვითარების საშუალება.
ჩვენი რაგბის კავშირის ადგილზე გამოვიყენებდი ამ შესაძლებლობას და რამდენიმე კუნძულელ გამოცდილ მორაგბეს მოვიწვევდი ქართულ კლუბებში კონტრაქტის გასაფორმებლად, რითაც დარწმუნებული ვარ "დიდი 10"-ის პოპულარობა ერთი ორად გაიზრდება და დიდად შეუწყობს საერთო სათამაშო დონის განვითარებას.
გეთანხმები...
დილა მშვიდობის ბიჭებო. გილოცავთ ყველას. გამოჩნდა რომ არასრული გუნდით-16 საათიანი მგზავრობით, არასრული აკლიმატიზაციით სამოასთან და ოკეანეთის გუნდებთან თანაბრად თმაში შეგვიძლია. სამოა რომ თბილისშI ჩამოსულიყო დარმუნებული ვარ გტადავუვლიდით. ჩვენმა კომენტატორებმა სად დაინახეს კაი მსაჯობა ვერაფრით ვერ გავიგე. მარა არა უშავს., ჩემთვის შედეგი მისაღებია და სასიამოვნოა. ახლა ბიჭებმა მაქსიმალური ბმობილიზაციით უნდა ითამაშონ ტონგასთან და უნდა ვეთამაშოთ და მოვუგოთ მათ. ხოლო ფიჯისთან რაც იქნება იქნება. ისე ერთი უპირატესობა გვაქ: ალბათ დაასვენებენ ფიჯიც და ტონგაც ჩვენს წინააღმდეგ ლიდერებს, ვინაიდან ერთმანეთში უფრო მნიშვნელოვანი თამაშები აქვთ. მსოფიოზე მოსახვედრად არცერთს არ უნდა ნახევარი გლობუსის შემოვლა. ფიჯიმ დიდი ნაბიჯი გადადგა ამისათვის და ტონგას სამოასთან ექნება მაგარი ჯახი- ამიტომ მეეჭვება ჩვენ თავი შეგვაკლან
ნოდარ ჭეიშვილი რამხელაა..ყველაზე ერთი თავით მაღალი იყო..თუ ათამაშდა ძალიან მაგარი შენაძენი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის..
მაგარი ბიჭია მარა ხელით ბურთაობა აქვს დასამუღამებელი
დაამუღამებს, 22 წლის ყოფილა..
ჩვენი დაცვა თამაშობს მაგრად, რა კარგად, აგრესიულად ამოდიან ხაზზე..აი ასე აგრესიულად უნდა ითამაშოს პატარებმაც..რაც ზელანდიასთან არ გამოგვივიდა, ერთმანეთს ვერ აზღვევდნენ, ძალიან ბევრი ბოჭვა გავაცუდეთ, იმედია დღეს გამოასწორებენ, თორემ შეგვჭამს უელსი..არადა ძალიან არ მინდა 6-ერის წარმომადგენლებთან დიდი ანგარიშით დამარცხება, დამატებითი საბაბი არ უნდა მივცეთ ცხვირის აწევის...
6 ერს რაც მთავარია RBS მოშორდა და დარწმუნებული ვარ შეიცვლება ბევრი რამე, ახალი პრეზიდენტიც მაგის მომხრეა და ვნახოთ რა იქნება.
ღმერთმა ქნას, მაგრამ ვიზალიბერალიზაციის არ იყოს, სანამ კონკრეტულ გადქწყვეტილებებს არ ვნახავთ, ცოტა ეჭვი მეპარება...
კარგი იყო,უკეთესი იქნებოდა მოგვეგო ამის შენასიც იყო და საერთო ჯამში ვაჯობეთ კიდეც მაგრამ არც ფრეა ცუდი შედეგი,მთავარია არ წავაგეთ.კომენტარებს გადავხედე და სამოელები გაოცებული არიან ჩვენი ბიჭების გაბარიტებითDDD
შერკინება კიდევ ხომ გვყავს მსოფლიოში საუკეთესო..
იმედია დღეს პატარებიც კარგათ ითამასებენ (სავარაუდოდ წააგებენ) და დიდი სხვაობით არ წააგებენ
დღეს ახლა ჩვენმა პატარებმაც უნდა გამომისწორონ ხასიათი..უელსს ადვილად არაფერი უნდა დავუთმოთ..
რა ცოტა დაგვაკლდა, რომ არა I ტაიმის ბოლოს და IIთაიმის დასაწყისში დაშვებულლი შეცდომები, სამოას შანსი არ ქონდა..მაინც დიდი მადლობა ბიჭებს..2-3 წელიწადში ამ გუნდებს რუმინეთივით ამოვიფენთ..
მაინც მოიგო ფიჯიმ 23-18
სამოაზე ძლიერი გუბდები არიან ორივე, კიდევ უნდა მოვუმატოთ მათთან თამაშისას რომ მოგების შანსი გვქონდეს.
ამ ეტაპზე არ ვიცი და ისე ტონგას ყოველთვის ჯობდა სამოა..
ისე რა ხარისხის დაგადაგება იყო??? 90-იან წლებში მე-2 არხი რო აჩვენებდე ეგეთი ხარისხი იყო სუფთა
ფიჯი მარცხდება ტონგასთან 15-18 ჯერ-ჯერობით
მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის.
ტონგასთან ძალიან რთული იქნება
გილოცავთ მეგობრებო, შეგვეძლო მოგება მაგრამ ესეც ძალიან კარგი შედეგია,
სამი წლის წინ შემოდგომაზე ერთი ქულით ვიმარჯვეთ საქართველოში და ეს იყო სენსაცია, დღესზაფხულის ტესტზე (როდესაც ვერ ვკრებთ უძლიერესებს) ფრე გვწყინს გასვლაზე ეს არის უდიდესი პროგრესი.
გ ი ლ ო ც ა ა ვ თ!!!
მართლაც კარგი თამაში გამოვიდა. ყოჩაღ ბიჭებს. ფაქტიურად არც ეტყობოდა გუნდს რომ ლიდერების ნაწილი გვაკლდა, ეს უკვე კლასის მაჩვენებელია რომ მათი არ ყოფნა არ ეტყობა გუნდს.
სანახაობრივადაც კარგი ტამაში იყო, დინამიური.
შემდეგი ტამაშები უკეთესი გამოუვათ და იმედია შედეგიც უკეთესი იქნება.
თუმცა დღევანდელი თამაშით ნამდვილად ვისიამოვნე და უკმაყოფილო არ ვარ.
stripslashes((strlen('http://www.worldrugby.org/pnc/tournament-info/watch')>0?'http://www.worldrugby.org/pnc/tournament-info/watch':'http://www.worldrugby.org/pnc/tournament-info/watch'))
ვისაც გაინტერესებთ
გაიხარე დიდი მადლობა
ნამდვილად შეიძლებოდა ამ თამაშის მოგება, მაგრამ ფრეც არ არის ცუდი შედეგი აკლიმატიზაციის ფონზე. დიდი მადლობა ბიჭებს შესანიშნავი თამაშისათვის.
რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !
დილა მშვიდობის ყველას. ნამდვილად მოსაგები თამაში იყო, რომ არა შეცდომები, მაგრამ შეცდომების მიზეზიც სერიოზული იყო - აკლიმატიზაცია. იმედია შემდეგ თამაშებს უკეთესად ვითამაშებთ.
რაგბი ჩვენი თამაშია!!!
ლელო, ლელო, საქართველო!!!
დილა მშვიდობის.შემდეგ თამაშებს მოვიგებთ
ნაბ....არი სამოელები როგორ ცდილობდნენ ჩვენების წყობიდან გამოყვანას
ფიჯი-ტონგას ლინკი არ გაქვთ. შეწყდა თამაში და რატო? ვერ ჩავრთე ვერსად.
რეიტინგზე ხო აისახება ეს თამაში?
არაფერი მოგვემატა ძალიან ცოტა 0.07
ფიჯის და ტონგას მოვუგებთ მინიმუმ არ წავაგებთ
ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისათვის. მოგება შეგვეძლო და ცოტა საწყენია კიდევაც შანსები რომ ვერ გამოვიყენეთ. მაგრამ არაუშავს ტონგას უნდა მოვუგოთ! ლინკი ხომ არ გაქვთ ვინმეს ტონგა ფიჯის თამაშის?
მადლობა ბიჭებს ასეთი თავდადებული თამაშისთვის არ არის ადვილი მართლა 1 კვირის ჩასულებისთვის ადაპტაციის გავლა. იყო მართლა ბევრი შეცდომები ჩვენიც და უფრო მეტი სამოასი და შეიძლებოდა გამოყენება მაგრამ ეს ფრეც მშვენიერია. წარმატებები ბიჭებს მომდევნო თამაშში!!!
მოგება ჯობდა ნამდვილად.დდ
ჩემი პირადი აზრია, რომ ამ თამაშში მოგება ნამდვილად შეგვეძლო, ვაჯობეთ კიდეც სამოას, თუმცა დაშვებულმა შეცდომებმა მეტის საშუალება არ მოგვცა. ფრე არაა ურიგო შედეგი და სავსებით მისაღებია, იმედია ბიჭები მოახერხებენ ძალების აღდგენას და ტონგას კიდევ ერთხელ დავამარცხებთ
აკლიმატიზაციის პრობლემა.მე ვანიდან თბილისში რო ჩავდივარ მიჭირს შეგუება ჰაერთან და ამათ წარმომიდგენია როგორ გაუჭირდებათ
+1
ტონგა უგებს ფიჯის 0-10 არის ახლა ანგარიში
შეგვეძლო აშკარად მოგება
არეკნი რომ გაგვეტანა მაგრად გაასწორებდა სახლში მოვუგებდით სამოას
ისეთი ტრაეწტორია ქონდა ბურთს მეგონს გადიოდა
დილა მშვიდობისა ვინც აქ ხართ
დილა მშვიდობის
დილა მშვიდობის
კარგია, მალევე უპასუხეს
ლელოოოო
მაგრად დაიწყო მეორე ტაიმი სამოამ
მაგრამ მაინც გადავხნავთ
ჯერ-ჯერობ სამოაზე უქეთ გამოვიყურებით, იმედია გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. მიდით ბიჭებოოოო
გენაცვალეთ ძმებო მაგრად უდგავართ.რაც მთავარია მსაჯი ნორმალურია ჯერ ჯერობით.
"ჩვენთვის საწყენად უცხოელ ჟურნალისტებს სამოელების გამარჯვებისა სჯერავთ".....ინტრიგნობაში არ ჩამომართვათ მაგრამ "სჯერავთ" არაა სწორი...გამართულია- "ჩვენდა საწყენად უცხოელ ჟურნალისტებს სამოელების გამარჯვებისა სჯერათ"...
ცოტა წაუძინო და დიდი მატჩიც დაიწყება.ესე უფრო მალე გავა დრო
რომ არ დავწერო არ შემიძლია. ვინც ნახეთ ტულონი-ბორდოს თამაში, სახე გააძრო მამუკამ ბორდოს. მის შეჩერებას სამი კაცი ძლივს ახერხებდა, კომენტატორები სულ გაიძახოდნენ ისევ გორგოძე და ისევ გორგოძეო. მეორე ტაიმის დებიუტში იყო მომენტი, ტულონი დაჯარიმდა და მამუკა კარგა ხანს ესაუბრა მსაჯს. კომენტატორებმა აღნიშნეს, მამუკამ კარგად იცის ფრანგული და კარგად ესმის მსაჯისო, ასე იყო მონპელიეშიც რომ თამაშობდაო და მერე დაიწყეს ჩვენი გულივერას ქება-დიდება. მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთი გამორჩეული იყოო, ზელანდიასთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელესო, ნამდვილი ჯენტლმენიაო, მაგრამ ნაზი (ჯენტლ-ნაზს ნიშნავს ინგლისურად) კი არა, ძვლებში ამტვრევს ყველასო.
ამდენი იმიტომ დავწერე, რომ როდესაც უცხოელი კომენტატორები ჩვენს საამაყო და საყვარელ ადამიანს ასეთი აღტაცებით აქებდნენ, უბედნიერესად ვიგრძენი თავი.