ტურნირები

13:07 | 10.06.2016 | ნანახია 2076 - ჯერ

7-კაცა „რომა სევენსზე“ თამაშობს

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები ევროპის გრან პრის დასკვნითი ორი, ინგლისისა და პოლონეთის ეტაპებისთვის ემზადება და დღეს და ხვალ იტალიაში, „რომა სევენსის“ ტრადიციულ ტურნირში ითამაშებს.

როგორც წესი, რომში ძლიერი შემადგენლობა იყრის ხოლმე თავს და გამონაკლისი არც 2016 წელია. ტურნირში სამხრეთ აფრიკის, საფრანგეთის, ბრაზილიის, ტუნისის, საქართველოს, იტალიის, ლიტვის, ჩილეს და კორეის ნაკრებები თამაშობენ, ასევე, სხვადასხვა ქვეყნის კლუბები. საქართველოს ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკისა და ლიტვის ნაკრებებთან, ასევე ზელანდიურ კლუბთან მოუწევს თამაში.

ნაკრების ხელმძღვანელობა დასკვნითი ეტაპებისთვის ოპტიმალური შემადგენლობის ძიებაშია და იტალიაში მოსკოვის გრან პრიზე მოთამაშეთაგან არავინ წასულა. უფრო მეტიც, გუნდში უმეტესად ის მოთამაშეები არიან, რომლესაც მანამდე საფრანგეთისა და ამსტერდამის ამხანაგურ ტურნირებზეც არ უბურთავიათ.

გუნდს დაუბრუნდნენ გამოცდილი მოშვიდკაცეები გიორგი შკინინი, ირაკლი გეგენავა, შავლეგ მახარაშვილი და დიმიტრი კალანდაძე. მთლიანობაში, განვლილი სამი და ამ მეოთხე ტურნირის შემადგენლობას თუ შევაჯამებთ, კანდიდატთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა და ეს გუნდში კონკურენციას გაზრდის, რაც ოფიციალური ტურნირებისათვის მნიშვნელოვანია.

7-კაცა რომის ტურნირზე: გიორგი შკინინი (ლოკომოტივი, თბილისი), რატი ხუციშვილი (ჯიქი, გორი), ბექა ურჯუკაშვილი (არმია, თბილისი), დიმიტრი კიკნაძე (ჯიქი, გორი), ლაშა ფოფხაძე (ლოკომოტივი, თბილისი), მიხეილ გაჩეჩილაძე (ყოჩები, ბოლნისი), დაჩი კოპაძე (ლელო-სარასენსი, თბილისი), ჟორჟო სალდაძე (აია, ქუთაისი), თორნიკე ცერცვაძე (ყოჩები, ბოლნისი), დიმიტრი კალანდაძე (ლოკომოტივი, თბილისი), შავლეგ მახარაშვილი (არმია, თბილისი), ირაკლი გეგენავა (ყოჩები, ბოლნისი).

სამწვრთნელო შტაბი: ბესიკ ხამაშურიძე (მწვრთნელი), პალიკო ჯიმშელაძე (მწვრთნელი), ალექსანდრე ნიჟარაძე (მენეჯერი), გიორგი სვანიძე (ფიზიო)

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:42 | 10.06.2016
dinamo222 (692)

ლინკი დადეთ სად შეიძლებაყურება

17:41 | 10.06.2016
BEERTRANCE (1073)

წარმატებები

0.077622