საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებისა და რუსთავის „ხარების“ უკანახაზელი გურამ ქანდაურაშვილი „მოფლიო რაგბის“ სადისციპლინო კომისიამ 9-კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან მატჩში, ის შეცვლაზე დასკვნითი 20 წუთით შევიდა და დისციპლინარების მტკიცებით, მიჩელ იაკობსენი დაკბინა. კომისიამ მოუსმინა დაზარალებულს, გაეცნო სამედიცინო ცნობას, განიხილა ვიდეო-ჩანაწერი, გეცო დამატებით მტკიცებულებები და დარწმუნდა, რომ ადგილი ჰქონდა არასამრთლიან თამაშს.
წესების ეს დარღვევა 12-კვირიან სასჯელს ითვალისწინებს, თუმცა კომისიამ გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოებები და საბოლოოდ, სასჯელი 9 კვირით განისაზღვრა. მიუხედავად ამისა, ქართველი უკანახაზელისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი უკვე დასრულდა და ის დარჩენილ 4 თამაშს გამოტოვებს. ამის შემდეგ ქანდაურაშვილს კიდევ 5 სათამაშო კვირა მოუწევს უქმობა და მოედანს 2016 წლის 17 ოქტომბრიდან დაუბრუნდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რათა შვილო რათა