ტესტ-მატჩები

20:01 | 9.06.2016 | ნანახია 1860 - ჯერ

სამი დებიუტანტი ავსტრალიელთა ძირითადში

ავსტრალიის ნაკრების თავკაცმა მაიკლ ჩეიკამ 11 ივნისს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი ტესტ-მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. „ვარდების“ წინააღმდეგ „კენგურუების“ ძირითად შემადგენლობაში სამი დებიუტანტი ითამაშებს.

სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, დაცვის ცენტრში ახალ წყვილს ვიხილავთ, სანაკრებო დონეზე გამოცდილ ტევიტა კურიდრანის „რედსის“ ახალგაზრდა შუამაბრი სამუ კერევი შეუწყვილდება. 22 წლის კერევი წარმოშობით ფიჯიდანაა, მას ფიჯის ახალგაზრდულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები, თუმცა ახლა „ვოლაბებისთვის“ გაირჯება. იყო ვარაუდი, რომ ჩეიკა შუამარბად ისრაელ ფოლაუს განაწესებდა, თუმცა „ვარატასის“ უკანახაზელს ფულბეკის მოვალეობის შესრულება მოუწევს.

დებიუტი ექნება „ბრამბისის“ 25 წლის მეორეხაზელ რორი არნოლდსაც. 208 სანტიმეტრის მხტომელი მეორე ხაზში „ვოლაბების“ ერთ-ერთ ლიდერ რობ სიმონსს შეუწყვილდება.

14 ნომრად ითამაშებს „ფორსელი“ დენ ჰაილეტ-პეტი, რომლის ძირითადი სათამაშო პოზიცია ფულბეკი გახლავთ, თუმცა ახლა გარემარბობა მოუწევს. 11 ივნისის მატჩი 26 წლის ჰაილეტ-პეტისთვისაც პირველი იქნება ეროვნულ ნაკრებში.

„ვოლაბების“ მთავარი მწვრთნელის, მაიკლ ჩეიკას თქმით, იგი გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების შერევით, გუნდის განახლებას ცდილობს:

„ჩვენ გვაქვს კარგი ნაზავი ახალი სისხლისა და მოთამაშეების გამოცდილი ჯგუფისა, რომელსაც სანაკრებო დონეზე დიდი გამოცდილება დაუგორვდა. ეს გუნდის გასანახლებლად საჭიროა. შერჩეულმა 23-მა მორაგბემ კარგად იცის, თუ რამდენად დიდი პასუხიმგებლობაა ნაკრების მაისურის ტარება“.

ავსტრალიის ნაკრების შემადენლობა ინგლისის ნაკრების წიანაღმდეგ: 15.ისრაელ ფოლაუ 14.დენ ჰაილეტ-პეტი 13.ტევიტა კურიდრანი 12.სამუ კერევი 11.რობ ჰორნი 10.ბერნანდ ფოლი 9.ნიკ ფიპსი 8.დევიდ პოქოქი 7.მაიკლ ჰუპერი 6.სკოტ ფარდი 5.რობ სიმონსი 4.რორი არნოლდი 3.გრეგ ჰოლმსი 2.სტეფან მური(კაპ.) 1.სკოტ სიო.

მარქაფა: 16.ტატაფუ პოლოტა-ნაუ 17.ჯეიმს სლიპერი 18.სეკოპე კეპუ 19.ჯეიმს ჰორუილი 20.დინ მამი 21.შონ მაკმაჰონი 22.ნიკ ფრისბი 23.კრისტიან ლილიფანო

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080508