ბორჯღალოსნები

16:49 | 9.06.2016 | ნანახია 8537 - ჯერ

ჰეიგმა ბორჯღალოსანთა სამატჩო რაზმი დაასახელა

საქართველოს პირველ ისტორიულ ტესტმადე სამოას მიწაზე ორიოდ დღე რჩება - 11 ივნისს, საქართველოს დროით დილის 6 საათზე, ბორჯღალოსნები აპიას პარკ სთედიუმზე მანუ სამოას (გულადი სამოა) ერკინებიან.

საქართველოს ნაკრები პირველად თავის ისტორიაში ოფიციალურად ჩაება საფხულის ტესტ სერიაში და ტურნეზე ოკეანეთში გამგზავრა, სადაც პირველი ტესტი, როგორც ზემოთ ვაღნიშნეთ სამოასთან გვაქვს.

შემდეგ ბორჯღალოსნები ფიჯიზე გაემგზავრებიან, სადაც სუვაში 18 ივნისს, 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ტონგას ვეთამაშებით. ტურნეს დამაგვირგვინებელ რკენაში კი, 24 ივნისს მასპინძელ მფრინავ ფინეჯელბს ვებურთავებით.

ჩვენი ნაკრები სამოაში 4 ივნისიდან ემზადება ტესტებისთვის. პირველი რამდენიმე დღე გუნდმა გრძელი და დამქაცველი მგზავრობის შემდეგ აღდგენას დაუთმო, ხოლო შემდეგ აქტიურ ვარჯიშზე გადავიდა. გუნდს საფრაგეთიდან უკვე შეუერთდნენ მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, ანტონ ფეიქრიშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი და ზურაბ ჟვანია.

„გამოწვევა მიღებულია და მოუთბენლად ველით შაბათს სამოას წინააღმდეგ თამაშს. ბოლო სამი დღის განმავლობაში შეძლებისდაგვარად ძლიერად ვივარჯიშეთ. სამოა ძალიან ღონიერი, ფიზიკური და თავდაჯერებული იქნება და იმისათვის რომ მოგების შანსი შევინარჩუნოთ, ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ღონეს - ღონე და მონდომებას - მონდომება და თავდაჯერებულობა“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

48 საათით ადრე

პირველ ტესტამდე ორი დღით ადრე მილტონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი დაასახელა. პირველ ხაზში ასიეშვილი, ბრეგვაძე და მირცხულავა იწყებენ. მეორე ხაზში ჩხაიძისა და ნემსაძის გამოცდილ დუეტს ვიხილავთ, ხოლო მესამეში 8 ნომერზე ლაშა ლომიძე დაიწყებს. გუნდის კაპიტანი, შალვა სუთიაშვილი 6 ნომერზე ითამაშებს, ხოლო ერთა თასზე, ესპანეთთან მიღებული ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმის შემდეგ პირველად ვიხილავთ გიორგი თხილაიშვილს.

93-ე კეპს მოიხვეჭს ბორჯღალოსანი, ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი. ცენტრში ტრადციულად მერაბ შარიქაძე 12-ზე, ხოლო დავით კაჭარავა 13-ზე გაირჯებიან, ხოლო გარემარბებად სანდრო თოდუა და გიორგი ფრუიძე დაიწყებენ. ჰავბექებად გიორგი ბეგაძე და ლაშა ხმალაძე ითამაშებენ.

„გამოცდილი რაზმია, რომელმაც ითამაშა ერთა თასზე, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ აპიაში შეკრული გუნდით კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ წინ. ნაკრებს შალვა სუთიაშვილი უკაპიტნებს და სხვა ლიდერებთან ერთად დარწმუნებული ვარ გუნდს კარგად წავუძღვებით“ - შემადგენლობის დასახელებისას აღნიშნა ჰეიგმა.

სამატჩო რაზმი
საქართველო - სამოა | აპია პარკ სთედიუმი, აპია, სამოა
11/06/2016 | 06:00 სთ (საქ. დროით) - პირდაპირი რეპორტაჟი: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

ბექები

15. მერაბ კვირიკაშვილი (მონსულონ, საფ), 14. გიორგი ფრუიძე (აია, დიდი 10), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუს), 12. მერაბ შარიქაძე (ორელიაკ, საფ), 11. სანდრო თოდუა (ლელო სარ, დიდი 10), 10. ლაშა ხმალაძე (ლელო სარ, დიდი 10), 9. გიორგი ბეგაძე (ყოჩები, დიდი 10)

ფორვარდები

1. კარლენ ასიეშვილი (ბრივ, საფ), 2. ჯაბა ბრეგვაძე (ვუსთერ, ინგ), 3. ირაკლი მირცხულავა (ოიონაქს, საფ), 4. გიორგი ჩხაიძე (ლილ, საფ), 5. გიორგი ნემსაძე (ტარბ, საფ), 6. შალვა სუთიაშვილი - კაპ (ანგულემ, საფ), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, დიდი 10), 8. ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფ)

მარქაფა

16. შალვა მამუკაშვილი (გლასგო, შოტ), 17. ზურაბ ჟვანია (შტად ფრანსე, საფ), 18. ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონ, საფ), 19. ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარ, დიდი 10), 20. საბა შუბითიძე (აკადემია, დიდი 10), 21. ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი, დიდი 10), 22. ლაშა მალაღურაძე (კრას. იარი, რუს), 23. თამაზ მჭედლიძე (აჟენ, საფ)

ოკეანეთის ტურნეს მატჩების განრიგი საქართველო დროით:

სამოა - საქართველო 11/06/16, 06:00 სთ. აპია, სამოა

საქართველო - ტონგა 18/06/16, 04:45 სთ. სუვა, ფიჯი

ფიჯი - საქართველო 24/06/16, 07:00 სთ. სუვა, ფიჯი

პირდაპირი რეპორტაჟები

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს სამივე ტესტის პირდაპირ რეპორტაჟს. სამოას მატჩის ტრანსლაციის საკითხი მოგვარებულია, ფიჯელებთან კი, მოლაპარაკება მიმდინარეობს.

www.rugby.ge


კომენტარები (16)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:33 | 10.06.2016
deqstera (86)

პლიუს მიქაუტაძემ რო გუნდი შეიცვალა რატომ არ წერთ??

16:52 | 10.06.2016
deqstera (86)

ჟვანია-მამუკაშვილი-ფეიქრიშვილი უკეთესი ხო არიქნებოდა ძირითადისთვის? ეს ჟვანია რა მაგრად მევასება და ძირითადში რატო არასდროს ვათამაშებთ ვერვხდები...

→ LELOS←
მაგ ოთხეულის გარდა მალაღურაძეც დიდი ძალაა ზამენიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ძალიან გაგვიჭირდება, რადგან რამდენიც არუნდა ვიძახოთ ამ ეტაპზე ჩვენზე ძლიერ გუნდად ითვლებიან სამივე!!

13:43 | 10.06.2016
გუგა80 (177)

ჩემი შეფასება:
* თუ არ გვინდა თავის შერცხვენა, ერთი თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ეს შედეგი იქნება დამაკმაყოფილებელი (ანუ კომუნისტური 3-იანი )
* ორი თამაშის მოგება ძალინ კარგი შედეგი იქნება;
* სამი თამაშის მოგება - აეროპორტში წავალ დასახვედრად .

12:47 | 10.06.2016
test (124)

საკმაოდ კარგი შემადგენლობაა, საწუწუნო არაფერია....

10:21 | 10.06.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია ტენიანობას უკვე შეეგუენ და ფიზიკური გამოფიტვის პრობლემა არ იქნება.

შეგვწევს ძალა მათ დასამარცხებლად, მე რამდენადაც მახსოვს სამოაც ვერ კრიბავს ოპტიმალურ შემადგენლობას, იმედია გავიხარებთ მატჩის ბოლოს.

19:49 | 09.06.2016
Kala94 (151)

ძაან საინტერესო იქნება ამ შემადგენლობით თამაში.. 6-7 კაცი არ არის ძირითადში, რომლებიც მსოფლიოზე გვყავდა..

18:43 | 09.06.2016
→ LELOS← (98)

Tengo Kukava
ტოპ-14 ში პლეო-ოფები აქვთ და მაგიტომ არ გამოიძახეს დაიწერა მაგაზეც რამოდენიმე დგის წინ

19:33 | 09.06.2016
federer (17) (469)

ეგ თავიდანვე ვიცოდით, ასე რომ იქნებოდა.
ტოპ-14 დან შენს ჭკუაზე არ გამოუშვებენ რათქმანდა მორაგბეებს დაჟე რამოდენიმე მორაგბის ხილვა გამიკვირდა კიდეც ჩვენი ნაკრებიდან

19:38 | 09.06.2016
→ LELOS← (98)

არა ეგრე არ არის კი არ გამოუშვეს უბრალოდ ჩვენებმა არ გამოიძახეს გაითვალისწინეს ბიჭების მდგომარეობა თორემ ამ შემთხვევაში კლუბებს არავინ არ არ ეკითხება უფლება არ აქვთ არ გამოუშვან.

20:17 | 09.06.2016
federer (17) (469)

რა მნიშვნელობა აქვს ოფიციალურად რა და როგორ წერია, როდესაც ასეთი დონის კლუბში თამაშობ ყოველთვის კლუბის ინტერესები დგას წინ და თუ შენ ისე არ გააკეთებ როგორც კლუბისთვის უკეთესია ყოველთვის დაიჩაგრებიი.
ან გაგიშვებენ ანდაც სათამაშო დროს არ მოგცემენ და იქით შეეხვეწები გამიშვითოო

18:38 | 09.06.2016
→ LELOS← (98)

საწყალი ესპანეთის ნაკრები რას უშვება არგენტინა არადა პირველ ტაიმში მაგრად ედგნენ 2-3 რეალური მომენტი ქონდათ ესპანელებს ლელოს დადების მაგრამ მეორე ტაიმში მაგრად გადაუარა არგენტინამ

18:35 | 09.06.2016
→ LELOS← (98)

2 თამაშს ვიგებთ ალბათ სამოა და ტონგა

19:31 | 09.06.2016
federer (17) (469)

ძალიან კარგი იქნება მაგას თუ მოვახერხებთ, მაგრამ ძალიან რთული იქნებაა ამ შემადგენლობით.

18:14 | 09.06.2016
geogoli (367)

თამაშში სადაც მამუკა არ გვეყოლება იქ უკვე მეტოქეს დიდი თავის ტკივილი აქვს მოშორებული. მაგრამ მამუკას გარეშეც ისწავლეს ჩვენმა ბიჭებმა თამაშების მოგება და მჯერა ამ სამიდან ერთს მაინც მოიგებენ. მე უფრო ტონგასთან ვფიქრობ, უკვე ექნებათ დროის სხვაობა დაძლეული და კლიმატსაც შეეგუებიან. აი ფიჯის კიდე ძალიან კარგი შემადგენლობა ყავს გამოძახებული და ძალიან გაგვიჭირდება. ამ შემადგენლობას უფრო მეორე შემადგენლობა ეთქმის (შერკინებას ვგულისხმობ), მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ ძირითადად ამ ბიჭბის ზურგზე გადაიარა ერთა თასმა

18:25 | 09.06.2016
federer (17) (469)

ფიჯი ორივეზე ძლიერი გუნდია და თან არასდროს დაგვიმარცხებია და იმედია ახლა მოვახერხებთ ამის გაკეთებას, მაგრამ ძალიან რთული იქნებაა, მითუმეტეს ამ შემადგენლობიდან გამომდინარე, მაგრამ მე რათქმაუნდა ყოველთვის მაქვს ჩვენი ბიჭების იმედი და მონდომებას რომ არ დააკლებენ ეჭვი არ მეპარებაა

18:20 | 09.06.2016
federer (17) (469)

ერთათათასის გუნდებს ვერც შეადარებ ამათ და აქ ჩვენ თავსაც უნდა ვაჯობოთ

17:52 | 09.06.2016
buratino (480)

გამარჯვებას გისურვებთ, ჩვენო საამაყო ბორჯღალოსნებო! უნდა დავამტკიცოთ რომ სამოაზე მაღლა ტყუილად არ ვართ რეიტინგში. მხოლოდ ისაა გულდასაწყვეტი რომ ამდენი წამყვანი მოთამაშე გვაკლია (გარდა უკანა ხაზისა), რამაც შეიძლება გადამწყვეტი როლი იქონიოს. თუმცა მჯერა რომ თქვენ მაქსიმუმს გააკეთებთ

17:39 | 09.06.2016
პანტელეიმონი (1218)

გამარჯვებას გისურვებთ ბორჯღალოსნებო ! ! !

17:34 | 09.06.2016
→ LELOS← (98)

კარგია . მარქაფიდან ჟვანია.მამუკაშვილი,ფეიქრიშვილი და მჭედლიძე დიდ ძალას შემატებენ მეორე ტაიმში და აი მანდ უნდა მოუგოთ ეს თამაში ჩემი აზრით ბოლო 20 წუთგადაწყდება ყველაფერი და იმედია ჩვენ სასიკეთოდ დამთავრდება ყველაფერი.წარმატებები ბიჭებს.

17:13 | 09.06.2016
federer (17) (469)

ჩვენი ტელევიზია თუ აჩვენებს პირდაპირ რეპორტაჟებს

17:34 | 09.06.2016
jora84 (183)

სტატია ბოლომდე წაიკითხეთ ხოლმე, აღარ იქნება მსგავსი შეკითხვის დასმის აუცილებლობა

18:17 | 09.06.2016
federer (17) (469)

რა არის აუცილებელი და რა არა ეგ ცემი საქმეა და ისიც რას წავიკთხავ ბოლომდე და რას არა და შეკითხვას თუ ვსვამ თუ გინდა პასუხი გამეცი თუარადა არავინ გეკითხება შენ რა ჯობია და რა არაა

23:28 | 09.06.2016
jora84 (183)

ამხელა სტატიებს ხალხი იმიტომ წერს რომ ზედმედი შეკითხვები არ იყოს, შენ თუ კითხვა გეზარება ეგ უკვე შენი პრობლემაა

17:08 | 09.06.2016
DataN24 (215)

ბიჭებო ზუგდიდელი ხომ არ ხართ რომელიმე დილის 6 საათზე მიწევს ზიგდიდში ჩსვლა მტჩის დღეს და რამე თუქნება მაგ დროს ღია თამაშს რო უყურო ისეთი

17:06 | 09.06.2016
federer (17) (469)

პირველ ხაზში ძალიან ბევრი მორაგბე გვაკლია განსაკუთრებით ნარიაშვილის დაგაკლდება, ასევე მიქაუტაძე გორგოძე და კოლელიშვილიც არ არიან და გამოდის რომ შერკინებაში ფაქტიურად მეორე შემადგენლობა გვეყოლება, მაგრამ არამგონია ამათმაც დააკლონ რაიმეე.
ასევე დიდი ძალაა ჩვენი ძირითადი გამთამაშებელი ვასკა, რომელიც ახალგაზრდულს ეხმარება და გაუჭირდება ბეგაძეს და ხუციშვილს მისი ადგილის შევსება.
რაც შეეხება ხაზს თითქმის სრული შემადგენლობაა შეკრებილი და ამაზე უკეთესს ალბათ ვერც შევკრავდით.
ძალიან რთული თამაშების გამართვა მოგვიწევს თანაც ტონგა და სამოა განაბრაზები გვყავს და თავს არ დაზოგავენ

0.088906