ტესტ-მატჩები

16:14 | 9.06.2016 | ნანახია 1614 - ჯერ

რუმინეთში ერთა თასი იწყება [+სთრიმები]

დაახლოებით ერთ საათში რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ტრადიციული ტურნირი, „მსოფლიო რაგბის ერთა თასი“ იწყება, რომელშიც ერთ დროს საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობდა.

ტურნირში ექვსი ნაკრები თამაშობს და ისინი ორ სამ-სამგუნდა ჯგუფში არიან განაწილებული. თითოეულ მეტოქეს მეორე ჯგუფის სამ გუნდთან უწევს შეხვედრა, რის შემდეგაც საერთო, ექვსგუნდა ცხრილი შედგება და გამარჯვებულად ის გამოცხადდება, ვისაც მეტი ქულა მოუგროვდება. A ჯგუფში არგენტინის XV, ნამიბიის და ურუგვაის ეროვნული ნაკრებები, ხოლო B ჯგუფში “მზარდი იტალია“, რუმინეთის და ესპანეთის ნაკრებები თამაშობენ.

დღეს, თბილისის დროით 17 საათზე არგენტინა XV ესპანეთს ეთამაშება, 19 საათზე ურუგვაი „მზარდ იტალიას“ შეხვდება, ხოლო დღე 21 საათზე ნამიბიისა და რუმინეთის ნაკრებების ჯახით დასრულდება. მეორე და მესამე ტური 13 და 18 ივნისსაა დანიშნული.

არგენტინა XV - ესპანეთი

http://www.vipleague.tv/rugby/392571/1/argentina-b-vs-spain-live-stream-online.html

ურუგვაი - მზარდი იტალია

http://www.vipleague.tv/rugby/392572/1/uruguay-vs-italy-b-live-stream-online.html

ნამიბია - რუმინეთი

http://www.vipleague.tv/rugby/392573/1/romania-vs-nambia-live-stream-online.html


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:57 | 09.06.2016
არჩილ სოხუმელი (484)

ვერ ვუყურებ. არცერთი ლინკი არ მუშაობს. სხვა ხომ არ იცით?

16:21 | 09.06.2016
GiorgiG83 (525)

რუმინეთმა უნდა შეკრიოს უოპტიმალურესი შემადგენლობა და მზარდი იტალია დაჭეჭყოს, ჯერ იტალიის ეროვნული ნაკრები რაა და მერე მზარდი აძურა

0.087923