შაბათს, 11 ივნისს, უელსის ნაკრების მეორეხაზელი ალან ვუნ ჯონსი მე-100 კეპს მოიხვეჭს. ამ დღეს „დრაკონები“ ოკლენდში, „იდენ პარკზე“ მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან ტესტ-მატჩების სერიის პირველ შეხვედრას გამართავს.
ბრიტანელთა ზელანდიელმა თავკაცმა უორენ გეტლანდმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და 29 მაისს, ინგლისთან წაგებულ მატჩთან შედარებით ხუთი ცვლილება განახორციელა. უკანა ხაზში ერთი ცვლილებაა და შუმარაბად თამაშს ჯონათან დევისი იწყებს, ხოლო სკოტ უილიამსმა თადარიგში გადაინაცვლა. მესამე ხაზში დენ ლიდიეტს სემ უორბარტონი ჩაანაცვლებს, მეორე ხაზში ბრედლი დევისი გამოჩნდა, შეიცვალა მარცხენა ბურჯი და კვაჭი.
გეტლანდი დარწმუნებულია, ეს ცვლილებები მხოლოდ ამ მატჩზე კი არა, მთელს ტურნეზე აისახება:
„ბოლო თამაშის შემდეგ, შემადგენლობაში ხუთი ცვლილება განვახორციელეთ. ეს შანსია ბიჭებისთვის, თუმცა გუნდში არიან გამოცდილი მოთამაშეებიც. სასიამოვნოა, როდესაც ნახევარდაცვაში და უკანა ხაზში გამოცდილი მორაგბეები გყავს, რომლებიც კარგად არიან შეთამაშებული. ის მოთამაშეები, რომლებიც სათადარიგოთა სკამზე არიან, მატჩზე დიდ გავლენას იქონიებენ. ილუზიებს არ ვიქმნით და ვიცით რაოდენ რთული და მნიშვნელოვანი ტურნე გველის. ახალ ზელანდიაში ძალიან კარგი დახვედრა მოგვიწყეს და პირველივე წუთებიდან სასიამოვნო განწყობა შეგვიქმნეს“.
უელსი: 15 Liam Williams, 14 George North, 13 Jonathan Davies, 12 Jamie Roberts, 11 Hallam Amos, 10 Dan Biggar, 9 Rhys Webb, 8 Taulupe Faletau, 7 Sam Warburton, 6 Ross Moriarty, 5 Alun Wyn Jones, 4 Bradley Davies, 3 Samson Lee, 2 Ken Owens, 1 Gethin Jenkins
Replacements: 16 Scott Baldwin, 17 Rob Evans, 18 Tomas Francis, 19 Jake Ball, 20 Ellis Jenkins, 21 Gareth Davies, 22 Gareth Anscombe, 23 Scott Williams.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია