ტესტ-მატჩები

12:35 | 9.06.2016 | ნანახია 2427 - ჯერ

„ოლ ბლექსი“ უელსს ნაწრთობი შემადგენლობით ხვდება

ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც 11 ივნისს ოკლენდში უელსის დამარცხებას ეცდება.

23-კაციანი განაცხადის კეპების ჯამური რაოდენობა 720-ია, რაც საშუალოდ თითო მოთამაშეზე 31 კეპს შეადგენს. განაცხადში სულ ორი დებიუტანტია და ორივე თადარიგშია - არდი სავეა და სეტა ტამანივალუ. ჰანსენი დარწმუნებულია, რომ მისი შეგირდები ახალი ციკლის პირველ მატჩს მაღალ დონეზე ჩაატარებენ და მეტოქის იმედები აუსრულებელი დარჩება:

„მეტოქეს სწამს, რომ რადგან წელს პირველ თამაშს ვატარებთ და მსოფლიო თასის შემდეგ რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე დავკარგეთ, ჩვენი დამარცხება შესაძლებელია, მაგრამ საქმე სხვაგვარადაა და სხვა გათვლები გვაქვს. გვყავს მოთამაშეები, რომლებიც კარგად მოემზადნენ და მოუთმენლად ელიან შანსს, რათა დაამტკიცონ, რომ „ოლ ბლექსში“ თამაშის ღირსი არიან. გვესმის, რომ უელსის ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ და ველით სერიოზული წნეხის ქვეშ, ძლიერ ფიზიკურ ორთაბრძოლებს. მინდა პირადად მივულოცო ალან ვინ ჯონსს მე-100 კეპის მოხვეჭა. ეს უდიდესი მიღწევაა“.

ახალი ზელანდია: 15. ბენ სმიტი, 14. ვაისაკე ნაჰოლო, 13. მალაკაი ფეკიტოა, 12. რაიან კროტი, 11. ჯულიან სავეა, 10. აარონ კრუდენი, 9. აარონ სმიტი; 1. ჯო მუდი, 2. დენ კოლი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ლუკ რომანო, 5. ბროდი რეტალიკი, 6. ჯერომი კაინო, 7. სემ კეინი, 8. კირან რიდი.

სათადარიგოები: 16. ნათან ჰარისი, 17. უაით კროკეტი, 18. ჩარლი ფაუმუინა, 19. პატრიკ ტუიპულოტუ, 10. არდი სავეა, 21. თიჯეი პერენარა, 22. ბოდენ ბარეტი, 23. სეტა ტამანივალუ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:44 | 09.06.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია გაუწევს უელსი წინააღმდეგობას.

0.083747