სამოას ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნამუალუულუ ალამა ლერემიამ ის 23 მორაგბე დაასახელა, რომლებიც 11 ივნისს საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს.
განაცხადში 10 დებიუტანტია და მათგან 4 თამაშს იწყებს, ხოლო 6 მარქაფაშია. დებიუტანტები არიან „მანუკაუს“ ბურჯი სემ აიონო, „ტასმანის“ შერკინებს შემკვრელი ჯეფ ლეპა, „პაკურანგას“ 9 ნომერი დუეინ პოლატაივაო და სუპერ რაგბის ავსტრალიური კლუბის, „ვესტერნ ფორსის“ ფულბეკი ალბერტ ნიკორო.
სასტარტო შემადგენლობა სრულად ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული და სამი სუპერ რაგბის წარმოადგენს, 4 ინგლისური კლუბებიდანაა, ორი იტალიაში თამაშობს და მათგან ერთი კელტების ლიგის „ტრევიზოში“, ერთი ასევე კელტების ლიგიდან, უელსური „კარდიფიდანაა“ და ერთიც საფრანგეთის ფედერალ დივიზიონს წარმოადგენს. დანარჩენები ახალი ზელანდიის შიდა ჩემპიონატში მოთამაშე გუნდებიდან არიან.
საქართველოსა და სამოას ნაკრებების მატჩი 11 ივნისს აპიაში, თბილისის დროით გამთენიის 6 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტელერეპორტაჟო საზოგადოებრივ მაუწყებელზე იგეგმება.
სამოას ნაკრები საქართველოს წინააღმდეგ: 15. ალბერტ ნიკორო (ვესტერნ ფორსი, ავსტრალია), 14. ფაატოინა აუტაგავაია (ნევერი, საფრანგეთი), 13. რეინოლდ ლეე-ლო (კარდიფი, უელსი), 12. ფაიალაგა აფამასაგა (ნორთლენდი, ახალი ზელანდია), 11. დავიდ ლემი (კაპ., ბრისტოლი, ინგლისი), 10. პატრიკ ფააპალე (ფიამე ორო, იტალია), 9. დუეინ პოლატაივაო (პაკურანგა, ახალი ზელანდია); 1. სემ აიონო (ქაუნთის მანუკაუ, ახალი ზელანდია), 2. მოტუ მატუუ (ჰაკიკეინსი, ახალი ზელანდია), 3. ჯეიმს ჯონსტონი (ვუსტერი, ინგლისი), 4. ფაატიგა ლემალუ (სანვულვზი, იაპონია), 5. ტეოფილო პაულო (ტრევიზო, იტალია), 6. ალაფოტი ფაოსილვა (ბათი, ინგლისი), 7. ტალა ჯეიმს იოანე (სეილი, ინგლისი), 8. ჯეფ ლეპა (ტასმანი, ახალი ზელანდია).
სათადარიგოები: 16. სეილალა ლემი (ნევერი, საფრანგეთი), 17. ნუული ლენე (ველინგტონი, ახალი ზელანდია), 18. ჯეკ გრეი (სკოპა, სამოა), 19. ტალაგა ალოფიპო (ვაიმოსო, სამოა), 20. ონეონე ფააფოუ (ვაიალა, სამოა), 21. დენი ტუსიტალა (ოკლენდი, ახალი ზელანდია), 22. დ’ანჯელო ლეუილა (ოკლენდი, ახალი ზელანდია), 23. მალუ ფალანიკო (ვაიალა, სამოა).
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმედია ტენიანობის დონეს შეეგუენ ჩვენები და სუნთქვის პრობლემა არ იქნება. ბოლო 20 წუთში უნდა გავტეხოთ.
ისე რას იტყვით? დგეს ნამიბიამ რუმინეთს რატომ ვერ უნდა მოუგოს? ბუკმეიკერები ნამიბიას 21 კოეფიციენტს აძლევენ და მგონი ძალიან ბერი უნდა იყოს ემი აზრით.
ნამიბიას ფორა1 და საქართველოს ფორა 2 მაგარი ნაჩუქარი კუშები მგონიაა
ვეღარ ვასწრებ ჩარიცხვას თორე უეჭველი დავუდებდი 100 ლარში და ევროპაზე სათამაშო ფული მექნებოდაა
მგონია რო რუმინეთი აჯობებს, მარა მაგ კოეფიციენტი ნამდვილად გაბერილი ჩანს.
იქნებ გამოვიდეს და 2 თამაში მოვიგოთ ვიცი ძალიან ძნელია მაგრამ ამათ ერთმანეთთან მსოფლიოს საგზური აქვთ გასარკვევი და ჩვენ ცოტა პრივილეგია გვექნება მაგ სითუაციაში.წარმატებები ბიჭებს ველოდები თამაშებს მთელი გულით.
ჩვენც არ გვყავს ძირითადი სასტავი თორე დიდი არაფერი შემადგენლობაა სუპერ რაგბიდან ვინც არიან არამგონია ძირითადიდან იყვნენ მაგარმ იქ მარტო ნავარჯიშევიც ბევრ ნიშნავს