ინგლისის ნაკრების ახალგაზრდა მეორეხაზელმა მარო იტოჯემ ივნისის პირველ ტესტ-მატჩში შესაძლოა მესამე ხაზში კრის რობშოუს ადგილი დაიკავოს, ინფორმაციას BBC Sport აქვეყნებს.
ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე „ვარდების“ თავკაცმა ედი ჯონსმა 21 წლის იტოჯე რობშოუს პოზიციაზე დააყენა. სწორედ ამიტომ ფიქრობენ ჟურნალისტები, რომ 11 ივნისს ბრისბენში ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩში იტოჯე 6-ნომრიან მაისურს მოირგებს.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის კრის რობშოუმ ინგლისის ნაკრებს 42 თამაშში უკაპიტნა, მას რამდენიმე თვის წინ კაპიტნობა ჩამოერთვა და კვაჭ დილან ჰერთლის გადაეცა, ასე რომ რობშოუს პოზიციები ნაკრებში არც ისე მყარია.
მარიო იტოჯე ძირითადად მეორე ხაზში თამაშობს, თუმცა ხანმოკლე კარიერის განმავლობაში მას მესამე ხაზშიც უთამაშია. იტოჯე სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენაა, მან ნაკრებთან ერთად ექვსი ერის თასი, „სარასენთან“ ერთად კი, ჩემპიონთა თასი და ინგლისის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო თავად ევროპაში წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.
თუ ზემოთ ნახსენები ვარაუდი გამართლდა, მეორე ხაზში იტოჯეს ადგილს „უოსპსელი“ ჯო ლანჩბარი დაიკავებს.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია