ტესტ-მატჩები

22:14 | 8.06.2016 | ნანახია 2335 - ჯერ

„ნაკრები უფრო მნიშვნელოვანია“ - ვერმიულენი „სპრინგბოქსს“ შეუერთდება

სამხრეთ აფრიკის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დუეინ ვერმიულენი ივნისის სანაკრებო ტესტ-მატჩებში მონაწილეობას მიიღებს, მიუხედავად „ტულონის“ მესვეურთა მხრიდან წამოყენებული პირობებისა.

„ჩემ წინაშე არასდროს დამდგარა საკითხი, კლუბი ამერჩია თუ ნაკრები, პასუხი ყოველთვის ნათელი იყო - ნაკრები უფრო მნიშვნელოვანია. კონტრაქტში ამის შესახებ არის პინქტი, მე უნდა ვითამაშო სანაკრებო მატჩები, რა დროსაც და რა ადგილზეც არ უნდა გაიმართოს ის. ყველა მორაგბისთვის პატივია დაიცვას საკუთარი ქვეყნის ღირსება“ - აცხადებს 29 წლის მესამეხაზელი.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული კლუბის პრეზიდენტმა მურად ბუჯელალმა ნაკრებში წამსვლელი მორაგბეებისთვის ხელფასის გადახდაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, გუნდი მორაგბეებს ნაკრებში წასვლას არ უზღუდავს, მაგრამ თანხის ანაზღაურებას არ აპირებს. ტოპ 14-ში მალე პლეი ოფის მატჩები დაიწყება, სადაც „ტულონიც“ მიიღებს მონაწილეობას და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, ასე რომ თითოეული მორაგბე მისთვის მნიშვნელოვანია.

სამხრეთ აფრიკის ნაკრები კი, როგორც ჩანს, ვერმიულენთან ერთად, ირლანდიის ნაკრებს სამჯერ უმასპინძლებს - 11, 18 და 25 ივნისს.

უჩა გოგიძე


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:41 | 09.06.2016
buratino (480)

ვერმიულენს მართლაც ქებათა-ქება მაგრამ მე როგორც მივხვდი, ეს სტატია ერთგვარად გაკრული მინიშნებაა ჩვენი ტულონური სამეულისთვის (გორგოძე-ჩილაჩავა-მიქაუტაძე)

10:28 | 09.06.2016
BEERTRANCE (1073)

ბარაქალა კაცობაში

0.086851