საფრანგეთი პრო დ2

19:51 | 8.06.2016 | ნანახია 2225 - ჯერ

პრო დ2-ის ლეგიონის სეზონის სტატისტიკა

პრო დ2-ის დასრულებულ სეზონში მონაწილეობა 20-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო. მათ შორის 12 ბურჯი, 3 მეორე ხაზელი, 4 მესამე ხაზელი და 1 შუამარბი იყო.

ინგლისში 2015 წელს ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი პერიოდის და თვითონ ტურნირის მსვლელობის გამო, ნაკრებში მყოფი მორაგბეები (ლევან დათუნაშვილი, მერაბ შარიქაძე, გიორგი ნემსაძე, ანტონ ფეიქრიშვილი, ლაშა ლომიძე) თავთავიანთ გუნდებს 5 ტურის განმავლობაში დააკლდნენ.

ასევე, თებერვალი-მარტში ჩატარებული რაგბი ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას 3 ტურის შეხვედრები გამოტოვეს ნაკრებში გამოძახებულმა მორაგბეებმა (ანტონ ფეიქრიშვილი, მერაბ შარიქაძე, ბექა გორგაძე, გიორგი ნემსაძე, ლაშა ლომიძე).

ჯამში ქართველმა მორაგბეებმა გასულ სეზონში შვიდჯერ უწიეს მოწინააღმდეგის ლელოს. თავი გიორგი ნემსაძემ (2-ჯერ), მერაბ შარიქაძემ, დიმიტრი ბასილაიამ, ლევან დათუნაშვილმა, ანტონ ფეიქრიშვილმა და ლაშა ლომიძემ გამოიჩინეს.

სათამაშო დროის მიხედვით მოედანზე ყველაზე მეტო დრო „ორიაკის“ მხტომელმა ლევან დათუნაშვილმა გაატარა. მან ჯამში 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (21 ძირითადი, 4 მარქაფი), 1625 წუთი ითამაშა, 1 ლელო დადო (21-ე ტურში „ბეიონის“ წინააღმდეგ) და ერთხელ დაისაჯა სინბინით.

1000 წუთიან ზღვარს „ჩაქუჩას“ გარდა კიდევ სამმა მორაგბემ გადააბიჯა:

„ორიაკისვე“ მეორე მგეზავმა მერაბ შარიქაძემ 18 შეხვედრაში მიიღო მინაწლეობა (17 ძირითადი, 1 მარქაფი), 1278 წუთი დაყო მოედანზე და 1 ლელო მიითვალა (29-ე ტურში, „მონ დე მარსანის“ წინააღმდეგ).

ფედერალ-1-ში დაქვეთებული „ექსის“ „თავღია“ ბურჯი გიორგი ზაქაშვილი მოედანზე 25-ჯერ გავიდა, (13 ძირითადი, 12 მარქაფი) და ჯამში 1010 წუთი ითამაშა.

„ათასიანთა“ მეოთხე წევრი „ალბის“ „თავშეკრული“ ბურჯი ბექა შეყლაშვილია, რომელმაც ასევე 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (13 ძირითადი, 12 მარქაფი) და 1003 წუთი ითამაშა. თუმცა დისციპლინის მხრივ პრობელემები ჰქონდა და მსაჯებმაც 3-ჯერ ყვითელი, ხოლო ბოლო ტურში, „ლიონთან“ შეხვედრაში წითელი ბარათით დასაჯეს.

წითელი ბარათით გასულ სეზონში კიდევ ერთი მორაგბე, „ტარბის“ მხტომელი გიორგი ნემსაძე დაისაჯა, რომელიც მსაჯმა 24-ე ტურში, „კარკასონთან“ შეხვედრაში მეტოქის ჰაერში ბოჭვის გამო დაითხოვა მოედნიდან. გარდა ამის, ის მსაჯებმა კიდევ 2 შეხვედრაში დასაჯეს ყვითელი ბარათით. ჯამში გიორგიმ 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (11 სასტარტო, 7 მარქაფი), 878 წუთი ითამაშა და 2 ლელო დადო (მე-16-ე ტურში „პერპინიენის“ და 30-ე ტურში „ბურგუენის“ წინააღმდეგ). აღსანიშავია რომ ორივე ლელო მან იმ შეხვედრებში დადო, როდესაც მას შერკინების შემკვრელად მოუწია თამაში.

„ნარბონის“ ვეტერანი „თავშეკრული“ ბურჯი ტარიელ რატიანიძე მოედანზე 24-ჯერ გავიდა (8 სასტარტო, 16 მარქაფი) და 848 წუთი ითამაშა, მსაჯებმა კი 4-ჯერ დასაჯეს ყვითელი ბარათით.

17 თამაშში მიიღო მონაწილეობა (13 სასტარტო, 4 მარქაფი) „ალბის“ მხტომელმა ვახტანგ მაისურაძემ, რომელმაც 777 წუთი ითამაშა.

ასევე 17 შეხვედრაში (8 სასტარტო, 9 მარქაფი) ითამაშა „ბეზიეს“ შერკინების შემკვრელმა ლაშა ლომიძემ. მოედანზე გატარებული 719 წუთის მანძილზე მან ერთი ლელო დადო და მსაჯებისგან 3 ჯერ დაისაჯა ყვითელი ბარათით, მათ შორის ორჯერ ზედიზედ - „ლიონთან“ და „დაქსთან“ შეხვედრებში. „დაქსთან“ შეხვედრის შემდეგ, დასკვნით 3 ტურში ლაშა განაცხადში აღარ გამოჩენილა.

უმეტესად სათადარიგოთა სკამიდან ერთვებოდა თამაშში „ბეიონის“ თავშეკრული ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი (25 თამაში, 6 სასტარტო, 19 მარქაფი). ჯამში მან 723 წუთი ითამაშა და 21-ე ტურში „ორიაკთან“ შეხვედრაში ლელოს დადებაც მოახერხა, მსაჯებმა კი 2-ჯერ დასაჯეს ყვითელი ბარათით.

11 დეკემბერს, „ტარბთან“ შეხვედრაში პროფესიულ დონეზე დებიუტი ჰქონდა „მონ დე მარსანის“ 19 წლის შერკინების შემკვრელ ბექა გორგაძეს. მან საერთო ჯამში 12 შეხვედრა (9 სასტარტო, 3 მარქაფი) ჩაატარა და სამწვრთნელო შტაბს თავი იმდენად მოაწონა, რომ სეზონის გადამყვეტ ფაზაში გუნდის ძირითადში ანდეს ადგილი და ამის გამო საქართველოს 20-წლამდელთა შეკრებაზე არ გამოუშვეს. მოედანზე მან 708 წუთი გაატარა.

„დაქსის“ „თავშეკრული“ ბურჯი ელიზბარ ყუფარაძე 24-ჯერ მოხვდა სამატჩო განაცხადში (5 სასტარტო, 19 მარქაფი), მაგრამ იმის გამო, რომ მოედანზე ძირთადად სათადარიგოთა სკამიდან შედიოდა, მხოლოდ 670 წუთი ითამაშა.

ივნისის ტესტებისთვის სანაკრებო რაზმში მოხვედრილმა, „ტარბის“ „თავშეკრულმა“ ბურჯმა ირაკლი მირცხულავამ 12 შეხვედრაში (5 სასტარტო, 7 მარქაფი) მიიღო მონაწილეობა და ჯამში 438 წუთი ითამშა. უკვე გადაწყვეტილია, რომ 28 წლის მორაგბე შემდეგი სეზონიდან „ოიონას“ შეუერთდება.

„ორიაკის“ თავშეკრული ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი 10-ჯერ გავიდა მოედანზე (6 ძირითადი, 4 მარქაფი) და 400 წუთი ითამაშა. ის ერთხელ ყვითელი ბარათით დაისაჯა.

„პერპინიენის“ მარბიელი დიმიტრი ბასილაია სამატჩო განაცხადში მხოლოდ 9-ჯერ მოხვდა (5 ძირითადი, 4 მარქაფი), 349 წუთი ითამაშა და 29-ე ტურში „ექსთან“ შეხვედრაში ლელოც დადო. სამწუხაროდ „პერპინიენმა“ მასთან ხელშეკრულების გაგრძელება არ ისურვა.

„პერპინიენს“ ასევე დატოვებს „თავშეკრული“ ბურჯი გიორგი მჭედლიშვილი, რომელმაც თანაგუნდელზე 1 თამაშით მეტი ჩაატარა - 10 (4 სასტარტო, 6 მარქაფი) და მოედანზე 336 წუთი გაატარა. მჭედლიშვილი ერთხელ ყვითელი ბარათით დაისაჯა.

„ტარბის“ თავშეკრულმა ბურჯმა კახაბერ კობერიძემ 8 შეხვედრაში (2 ძირითადი, 6 მარქაფი) 130 წუთი ითამაშა.

ბექა გორგაძის მსგავსად, 20-წლამდელთა სანაკრებო შეკრებაზე არ გამოუშვეს „ლიონის“ მხტომელი გიორგი ჯავახია, რომელსაც სამწვრთნელო შტაბმა ჩემპიონობის განაღდების შემდეგ მისცა შანსი. ნაკრებისგან განსხვავებით, კლუბში ის მღლეტავის პოზიციაზე ათამაშეს და 4 შეხვედრაში (1 ძირითადი, 3 მარქაფი) მოედანზე 85 წუთი გაატარა.

ერთადერთხელ ითამაშა (48 წუთი) „ნარბონში“ ზამთარში გადაბარგებულმა „თავღია“ ბურჯმა ასტამურ იოსელიანმა.

ტრავმით გამოწვეული ორ წლიანი უქმობის შემდეგ, სეზონის ბოლოს 2 შეხვედრაში დაუბრუნდა მოედანს „ლიონის“ „თავღია“ ბურჯი ზაზა ნავროზაშვილი. ორივე შემთხვევაში ის მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ჯამში 26 წუთი ითამაშა.

პრო დ2-ის ბოლო ტურში „ნარბონში“დებიუტი ჰქონდა „თავშეკრულ“ ბურჯს შაკო ოდიშარიას, რომელიც შეცვლაზე შევიდა და 14 წუთი ითამაშა.

სრული სტატისტიკა:

ლევან დათუნაშვილი, 34 წლის, ორიაკ, მხტომელი, 25 თამაში (20/4), 1625 წუთი, 1 ლელო, 1 სინბინი;

მერაბ შარიქაძე, 23 წლის, ორიაკ, მეორე მგეზავი, 17 თამაში (16/1), 1278 წუთი, 1 ლელო;

გიორგი ზაქაშვილი, 27 წლის, ექს, თავღია ბურჯი, 25 თამაში (13/12), 1010 წუთი;

ბექა შეყლაშვილი, 30 წლის, ალბ, თავშეკრული ბურჯი, 25 თამაში (13/12), 1003 წუთი, 3 სინბინი, 1 წითელი ბარათი.

გიორგი ნემსაძე, 32 წლის, ტარბ, მხტომელი, 18 თამაში (11/7), 878 წუთი, 2 ლელო, 2 სინბინი, 1 წითელი ბარათი;

ტარიელ რატიანიძე, 36 წლის, ნარბონ, თავშეკრული ბურჯი, 24 თამაში (8/16), 848 წუთი, 4 სინბინი;

ვახტანგ მაისურაძე, 29 წლის, ალბ, მხტომელი, 17 თამაში (13/4), 777 წუთი;

ანტონ ფეიქრიშვილი, 29 წლის, ბეიონ, თავშეკრული ბურჯი, 24 თამაში (6/18), 723 წუთი, 1 ლელო, 2 სინბინი;

ლაშა ლომიძე, 24 წლის, ბეზიე, შემკვრელი, 17 თამაში (8/9), 719 წუთი, 1 ლელო, 3 სინბინი;

ბექა გორგაძე, 19 წლის, მონ-დე-მარსან, შემკვრელი, 12 თანაში (9/3), 708 წუთი;

ელიზბარ ყუფარაძე, 28 წლის, დაქს, თავშეკრული ბურჯი, 24 თამაში (5/19), 670 წუთი;

ირაკლი მირცხულავა, 28 წლის, ტარბ, თავშეკრული ბურჯი, 12 თამაში (5/7), 438 წუთი;

ნიკოლოზ ხატიაშვილი, 23 წლის, ორიაკ, თავშეკრული ბურჯი, 10 თამაში (6/4), 400 წუთი, 1 სინბინი;

დიმიტრი ბასილაია, 31 წლის, პერინიენ, მარბიელი/შემკვრელი, 9 თამაში (5/4), 349 წუთი, 1 ლელო;

გიორგი მჭედლიშვილი, 28 წლის, პერპინიენ, თავშეკრული ბურჯი, 10 თამაში (4/6), 336 წუთი;

კახაბერ კობერიძე, 31 წლის, ტარბ, თავშეკრული ბურჯი, 8 თამაში (2/6), 130 წუთი;

გიორგი ჯავახია, 19 წლის, ლიონ, მხტომელი, 4 თამაში (1/3), 85 წუთი;

ასტამურ იოსელიანი, 24 წლის, ნარბონ, თავღია ბურჯი, 1 თამაში (1/0), 48 წუთი;

ზაზა ნავროზაშვილი, 23 წლის, ლიონ, თავღია ბურჯი, 2 თამაში (0/2), 26 წუთი;

შაკო ოდიშარია, --- წლის, ნარბონ, თავშეკრული ბურჯი, 1 თამაში (0/1), 14 წუთი;

პროდ2 ლეგიონერები სრულად (ძირითადი გუნდი+ ესპუარები)

ალბი: ბექა შეყლაშვილი(თავშეკრული ბურჯი), ვახტანგ მაისურაძე (მხტომელი);

ბეიონ: ანტონ ფეიქრიშვილი (თავშეკრული ბურჯი);

ბეზიე: ლაშა ლომიძე (შემკვრელი);

დაქსი: ელიზბარ ყუფარაძე (თავშეკრული ბურჯი);

ექს: გიორგი ზაქაშვილი (თავღია ბურჯი);

ლიონი: ზაზა ნავროზაშვილი (თავღია ბურჯი), გიორგი ჯავახია (მხტომელი/მღლეტავი), ლუკა იურინი* (ფრთა/ბოლო ღერძი);

მონ-დე-მარსანი: ბექა გორგაძე(შემკვრელი);

ნარბონი: ტარიელ რატიანიძე(თავშეკრული ბურჯი), ასტამურ იოსელიანი (თავღია ბურჯი), შაკო ოდიშარია (თავშეკრული ბურჯი);

ორიაკი: ლევან დათუნაშვილი (მხტომელი), მერაბ შარიქაძე (მეორე მგეზავი), გიორგი შარაშიძე (თავშეკრული ბურჯი), ნიკოლოზ ხატიაშვილი (თავშეკრული ბურჯი);

პერპინიენი: დიმიტრი ბასილაია (მარბიელი/შემკვრელი), გიორგი მჭედლიშვილი (თავშეკრული ბურჯი);

ტარბი: კახა კობერიძე (თავშეკრული ბურჯი), ირაკლი მირცხულავა (თავშეკურლი ბურჯი), გიორგი ნემსაძე (მხტომელი), ბესო გოგოლაძე *(მხტომელი).

შენიშვნა: მოთამშის გვარის ბოლოს * მიუთითებს იმაზე, რომ ეს მოთამაშე ესპუარების გუნდშია

გიორგი ბეჭვაია


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:00 | 09.06.2016
deqstera (86)

ლობჟანიძე-მჭედლიძე-შარიქაძე, მხოლოდ სამი მორაგბე გვყავს 7 პოზიციაზე(9-15) რაც ძალიან ცოტაა, იმედია კიდე დაემატებიან ახალგაზრდულიდან ნელ-ნელა თორე ხაზის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება!!

02:31 | 09.06.2016
jora84 (183)

ლუკა იურინი(ფრთა, ფულბექი) ლიონში და მეკო ფედერალში

0.083268