20-წლამდელები

14:59 | 8.06.2016 | ნანახია 4807 - ჯერ

შეფასებები და მოლოდინები

20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 0:55 მარცხის შემდეგ, განვლილი შეხვედრა „უმცროსი ბორჯღალოსნების“ მწვრთნელმა ლადო კილასონიამ შეაფასა და 11 ივნისს უელსთან გასამართ მატჩსაც შეეხო.

„ცივ გონებაზე შეიძლება უკვე გარკვეული დასკვნების გამოტანა. პირველ რიგში ეს იყო ჩვენი ნაკრების პირველი გამოცდილება ასეთი სწრაფი თამაშის. სამწუხაროდ ამ სისწრაფეს ალღო მალე ვერ ავუღეთ და სანამ ავუღეთ, დავისაჯეთ ანგარიშში დიდი სხვაობით. შემდეგ იყო მომენტები, სადაც რამდენიმე ადგილას ნორმალურად დავიცავით თავი - თითქოს შევეჩვიეთ, მაგრამ ეს არ იყო პერმანენტული და ორგანიზებული“ - განაცხადა ნამატჩევს 20-წლამდელთა მწვრთნელმა ლადო კილასონიამ.

მატჩის შეფასებისას მან ასევე დასძინა: „შემდეგ იყო ინდივიდუალური ამოხტომები, დაცვის ხაზის დარღვევა, მარტო ასვლა. ამის გამო რათქმაუნდა იქვე ვისჯებოდით. ასეთი თამაშები ჩვენთვის სასურველია და თუ ჩვენ წელიწადში ბევრი თამაში გვექნება ესეთ გუნდებთან, ჩვენ ბევრად მეტად გავიზრდებით და საბოლოო ჯამში შევძლებთ მეტ-ნაკლებად ადაპტაციას ასეთ ტემპთან. ეს ტემპი ჩვენთვის ძალიან უცხოა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ეს იყო ყველაზე სწრაფი თამაში მთელს კარიერაში.

განსაკუთრებით ცუდი მხარე იყო ინდივიდუალური ბოჭვები - ერთი-ერთზე გვჯაბნიდნენ და ეგრევ სწრაფ ბურთს იღებდნენ, რის შემდეგაც ზელანდიის წინააღმდეგ თავის დაცვა ძალიან ძნელია. ისინი ძალიან კარგად თამაშობდნენ ხელით და ყველა პასი სწორი იყო, რაც ასევე ძალიან ართულებს დაცვას. ამის გარდა ჩვენ შეტევით ტაქტიკაში ადგილი ქონდა ნაჩქარევ და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. ამ თამაშზე ძალიან ბევრი რამ არ გამოგვივიდა, თუმცა ამაში საშინელებას ვერ ვხედავ - დიდი ხნის შემდეგ გუნდმა პირველი თამაში ჩაატარა, თან ზელანდიის წინააღმდეგ - დავმარცხდით მწარედ! მაგრამ ეს იქნება გაკვეთილი და უფრო მეტი მოტივაციის წყარო“.

მეორე ტურში მოტივირებულ უელსთან

„პირველ რიგში დღეს აღდგენა გვექნება და შევუდგებით ჩვენი თამაშის ვიდეო ანალიზს, ამის შემდეგ კი, უელსი-ირლანდიის თამაშს განვიხილავთ და დავსახავთ გეგმას, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ უელსისთვის. ყოველთვის ძნელია ეთამაშო კარგ გუნდს, რომელმაც წინა, მოსაგები თამაში წააგო. იგებდა 17:0 და წააგო 25:26.

„ამის გამო, ასეთი დონის გუნდი აუცილებლად გაასმაგებული ძალითა და მოტივაციით ეცდება ის გააკეთოს, რაც წინა თამაშში არ გამოუვიდა. ეს იქნება ძალიან რთული თამაში დიდ გუნდთან, სადაც გაზრდის ასევე დიდი შესაძლებლობა გვექნება. ჩვენი მიზანი: ჩვენი სათამაშო პოტენციალის უკეთ წარმოჩენა! ჩვენი სათამაშო ტაქტიკის, როგორც დაცვაში, ასევე შეტევასა და დარტყმა-ჩახურვაში“.

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:51 | 08.06.2016
dinamo222 (692)

ამას პლიუს მსოფლიო რაგბის მამების უხილავი ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ გავიხსენოთ არგენტინასთან როგორ გაგვიგდეს გორგოძე უსამართლოდ და ამის მერე მოიშალა გუნდი !იგივე ნამიბიასთან არნახული უნამუსობა ! ცოტაადრე 18 წლამდელების ფინალში საფრანგეთთან და ასე შემდეგ !ამ თამაშშიც ისე ეხმარებოდნენ მსაჯები ზელანდიას თითქოს დაუხმარებლად ვერ მოგვიგებდნენ @@

19:47 | 08.06.2016
dinamo222 (692)

აქ ბევრი სალაპარაკო არაფერია შევხვდით გუნდს რომელიც ჩვენზე 3-4 თავით მაღლა დგას და რომ იტყვიან თავს ზემოთ ძალაც არაა ალბათ მინიმუმ 15-20 წელი დაგვჭირდება მაგათ ისე რომ ვეტამაშოთ რომ ასეთი ანგარიშით აღარ წავაგოოთ !

19:33 | 08.06.2016
არჩილ სოხუმელი (484)

პირველ მატჩში ახალ ზელანდიელებთან ბევრი ფაქტორი იმოქმედებდა - გამოუცდელობა, დაძაბულობა, ... მგონია ქვედა დივიზიონის სხვა გუნდები 100-ზე მეტი ქულით წააგებდნენ

18:52 | 08.06.2016
გზავნილი (81)

სანამ მსოფლიო დამთავრდება აქ კრიტიკა მიუღებელია... მწვრთნელების და ფედერაციის ბოსტანში ჩემი კენჭი...

ჩვენი ლომები ისედაც მძიმე წნეხის ქვეშ არიან, მათ მხოლოდ თანადგომას და მხურვალე მხარდაჭერას ვუცხადებთ.

რაგბის ღმერთებთან თამაში მორჩა, არლა მხოლოდ მიწიერებთან გვიწევს თამაში. არც ერთი მათგანი დაუმარცხებელი არაა, საკმაოდ აქვთ ხვრელები დაცვაში ორივე გუნდს... მთავარია ბიჭები ფსიქოლოგიურად არ დამარცხდნენ როგორც ზელანდიასთან. ალბათ შაბათს ისევ წვიმაში მოგვიწევს თამაში და მწვრთნელებმა იქნებ შესაბამისი ტაქტიკა დაგეგმონ...

16:19 | 08.06.2016
BEERTRANCE (1073)

იმედია უკეთ ვითამაშებთ უელსთან.

0.087925