საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებისა და თბილისის „ლოკომოტივის“ პირველხაზელი ჯემალ შათირიშვილი კარიერას საფრანგეთში, ტოპ 14-ის კლუბ „ლა როშელის“ ესპუართა გუნდში გააგრძელებს.
ამა წლის მარტში 18-წლამდელთა ნაკრებმა ლისაბონში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და ფინალში საფრანგეთთან დამარცხდა. ახალგაზრდა ბურჯმა სამივე შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და როგორც ჩანს, ფრანგ სკაუტებს თავი მოაწონა. შედეგად, „ლა როშელის“ ოფიციალურ საიტზე კლუბში განხორციელებული ცვლილებები რომ გამოქვეყნდა, შათირიშვილი ახალგაზრდა შენაძენთა შორის მოხვდა. ის პირველი მორაგბეა, რომელიც ამ ფორმაციის 18-წლამდელთა ნაკრებიდან საფრანგეთში წავიდა.
კლუბის მიერ გამოქვეყნებულ სიაში კიდევ ორი ქართველია. „ლა როშელთან“ კონტრაქატი გაახანგრძლივა ვეტერანმა „ბორჯღალოსანმა“ აქვსენტი გიორგაძემ, რომელიც ამ გუნდში შერკინების მწვრთნელად გასულ სეზონშიც მუშაობდა. სამწუხაროდ, წამსვლელთა სიაშია ბურჯი გაგი ბაზაძე, რომელიც გუნდში ამ სეზონში მივიდა და ტოპ 14-ის 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ჩელენჯ ქაფზე 5-ჯერ ითამაშა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგარია ! რა მარტივად მიდიან ჩვენი ბიჭები ელიტ ლიგაში .. წარმატებები ჯემალს !
წარმატებები..როდის იქნება ჩვენი უკანახაზელებიც ასეთი მოთხოვნადი გახდებიან..