გუშინ ღამით საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა უმაღლესი დონის რაგბი შეიგრძნო. მანჩესტერში, მსოფლიოს ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში, მოქმედმა ჩემპიონმა ახალმა ზელანდიამ კარგი გაკვეთილი ჩაგვიტარა და 9 უპასუხო ლელოთი 55:0 იმარჯვა.
ქართველმა 20-წლამდელებმა ამ თამაშში შეიგრძნეს ის სისწრაფეები, რასაც ელიტური რაგბი ქვია და სწორედ სისწრაფეების ნაკლებობა იყო, რამაც ასეთი შედეგი გამოიწვია. ზელანდიელები სწრაფად შლიდნენ ბურთს და ხაზი ვერ ასწრებდა გადაწყობას. ეს იყო ფასდაუდებელი გამოცდილება ჩვენი ხაზის მოთამაშეებისთვის, რომლებმაც უკვე იციან, თუ რა დონეზე გასვლაა საჭირო იმისათვის, რომ დიდი რაგბი ითამაშო.
იყო კარგი მომენტებიც. „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ ორჯერ, ტაიმში თითოჯერ შეძლეს დაახლოებით 20-20 წუთით მეტოქის შეტევის ტალღების მოგერიება. გარდა ამისა, მათ არ დაეწუნებოდათ სითამამე შეტევაში და ჩვენმა ფორვარდებმა რამდენჯერმე კარგი დარტყმა მიაყენეს მსოფლიოს ჩემპიონებს და მეტოქეს თავად ჩაუტარეს გაკვეთილი შერკინებაში. აქ მოწინააღმდეგეს წონაში საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ქართველთა ტექნიკა და ჯანი ზელანდიელებს უმეტეს შემთხვევაში უკან დახევას აიძულებდა.
„უმცროსმა ოლ ბლექსმა“ კარგი დაცვა ითამაშა და ესეც ერთი გაკვეთილი უნდა იყოს. ფორვარდები თამამად უტევდნენ, თუმცა მსოფლიოს ჩემპიონები ხშირ შემთხვევაში ბოჭვის დროს ბურთში ჩაჯდომასაც ახერხებდნენ და ორთაბრძოლებიც მათ სასარგებლოდ სრულდებოდა. ქართველები მაგრად მოიკოჭლებდნენ დისციპლინაში, ხშირად ჯარიმდებოდნენ და შედეგად, ორჯერ დაისაჯნენ სინბინით. არ ვარგოდა დერეფანი, რის გამოც რამდენჯერმე დაიკარგა ბურთი და შეტევის კარგი პლაცდარმი. საქართველოს ნაკრებს ნამდვილად ჰქონდა ქულის აღების შესაძლებლობა და რამდენჯერმე გასატან პოზიციაზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, თუმცა ეს თამაში სავარჯიშო ხასიათს ატარებდა და ბიჭებმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ქულების აღებას ლელოზე თამაში არჩიეს. სამწუხაროდ, ეს მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.
ზელანდიამ სადებიუტო 10 წუთში ორი და დასკვნით 15 წუთში 3 ლელო დადო, რის შემდეგაც ტაიმი 31:0 მოიგო. შესვენების შემდეგ კიდევ ოთხი ლელო გავიდა, აქედან ორი მატჩის ბოლო 10 წუთში, როდესაც იმ დღეს შერკინების შემკვრელად მოთამაშე ოთარ გიორგაძე სინბინში იმყოფებოდა. პირველი ტაიმის მიწურულს სინბინში შუამარბი სანდრო ილურიძე გაუშვეს.
პირველი რაუნდის ბოლო მატჩში იტალიამ ინგლისს პირველ ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ ორი ლელო გაუშვა, რის შემდეგაც 3:17 ჩამორჩა. მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, მასპინძლებმა კიდევ 5 ლელო მიითვალეს და 48:10 იმარჯვეს.
2016 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი 20-წლამდე მორაგბეთა შორის
ინგლისი. მანჩესტერი. პირველი რაუნდი
A ჯგუფი
უელსი - ირლანდია 25:26
ახალი ზელანდია - საქართველო 55:0
1. | ახალი ზელანდია | 1 | 1 | 0 | 0 | 55:0 | 5 | 1 |
2. | ირლანდია | 1 | 1 | 0 | 0 | 26:25 | 4 | 0 |
3. | უელსი | 1 | 0 | 0 | 1 | 25:26 | 2 | 2 |
4. | საქართველო | 1 | 0 | 0 | 1 | 0:55 | 0 | 0 |
11 ივნისი
ახალი ზელანდია - ირლანდია
უელსი - საქართველო
B ჯგუფი
ავსტრალია - შოტლანდია 10:15
ინგლისი - იტალია 48:10
1. | ინგლისი | 1 | 1 | 0 | 0 | 48:10 | 5 | 1 |
2. | შოტლანდია | 1 | 1 | 0 | 0 | 15:10 | 4 | 0 |
3. | ავსტრალია | 1 | 0 | 0 | 1 | 10:15 | 1 | 1 |
4. | იტალია | 1 | 0 | 0 | 1 | 10:48 | 0 | 0 |
11 ივნისი
ავსტრალია - იტალია
ინგლისი - შოტლანდია
C ჯგუფი
საფრანგეთი - არგენტინა 15:24
სამხრეთ აფრიკა - იაპონია 59:19
1. | სამხრეთ აფრიკა | 1 | 1 | 0 | 0 | 59:19 | 5 | 1 |
2. | არგენტინა | 1 | 1 | 0 | 0 | 24:15 | 4 | 0 |
3. | საფრანგეთი | 1 | 0 | 0 | 1 | 15:24 | 0 | 0 |
4. | იაპონია | 1 | 0 | 0 | 1 | 19:59 | 0 | 0 |
11 ივნისი
საფრანგეთი - იაპონია
სამხრეთ აფრიკა - არგენტინა
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მთავარი არის დაინახეს საკუთარი ნაკლი ბიჭებმა, ეხლა მთავარი არის ამ ნაკლის გამოსწორებაზე იმუშაონ საკუთარ კლუბებს რომ დაუბრუნდებიან(ის მაინც შეიძლება რო სპრინტში მოუმატო და ყველა მეტოქესთან არწააგო გაქცევა)!!
ჯგუფში გამარჯვებას კი ნამდვილად არავინ ითხოვდა ამ ბიჭებისგან მითუმეტეს ზელანდიასთან!!
არაუშავს ბიჭებო ! სადებიუტო მსოფლიოზე მახსოვს ჩვენი პირველი ნაკრების პირველი შეხვედრა და იმის მერე რაც ხდება ყველა ვხედავთ.. ამიტომ მეტი მონდომება და შედეგიც დაიდება (ამ დონეზე თორე შედეგი დადებული რომ გვაქვს ფაქტია) ! წარმატებები აბა ლომებო !
maxo_65 - გეთანხმები, 1 თამაშის მოგებას მეც დადებით შედეგად მივიჩნევ. უნდა დავიმსახუროთ შემდეგ მსოფლიოზე ადგილი თამაშით და არა მასპინძლის სტატუსით. რაც შეეხება ზელანდიას, ამ გუნდს ჩვენი უფროსი ბორჯღალოსნები ჯანით თუ დაჯაბნიან თორემ ისე მათაც შეიძლება გაუჭირდეთ მოგება. სასწაულად თამაშობდნენ რაქებში და რეალური სალელოვე შანსი არ მოუციათ.
თუმცა რამდენიმეჯერ გამოჩნდა, რომ კარგი ბიჭები გვყავს შერკინებაში და "ჩვეულებრივ მოკვდავებს" მათი შეჩერება წესით უნდა გაუჭირდეთ. იტალიას შევხვდებით დიდი ალბათობით და აი იქ უნდა ვაჩვენოთ შესაძლებლობების მაქსიმუმი
გვქონდა 1-2 კაი შანსი მაგრამ, სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ..არა უშავს მართლა ძალიან დიდი გაკვეთილი იყო..ახლა ნახეს ნამდვილი რაგბი რას ნიშნავს..ფილმი "პირველი მერცხალი" გამახსენდა...
პირადად ჩემთვის დადებითი შედეგი იქნება ტურნირზე ერთი მატჩის მოგება...
გეთანხმები მაგრამ ძნელი იქნება!!! ბოლო ადგილისთვის ბრძოლა ალბათ იტალია ან იაპონიასტან თან თუ გავითვალისწინებთ ჩვენ დასაკარგი არაფერი არ გვაქვს 2017-ში მასპინძლები ვართ.
ძალიან კარგი ანალიზია, მთლიანად ვეთანხმები..სისიწრაფეები და სისწრაფეები, აი რაზე გვაქვს მთელი ყურადღება გადასატანი..უკანა ხაზსაც მეტი მართებს..იმაში მაინც ვარ ამაყი შერკინებამ რა დღეშიც ჩააგდო მეტოქე..ჩემი სუბიექტური აზრით მსაჯმაც ცოტა იმაიმუნა..მეორე სიმბინი არ გვეკუთნოდა..ზელანდიელებიც შეეძლო გაესინბინებინა შერკინების ჩაქცევის გამო, ასევე ბურთის არასწორი შეგდების გამოც...არა უშავს, კარგი გაკვეთილია...ისე ჩემი კიდევ ერთი სუბიექტური აზრით, შარშანდელი ალაფის მომგები გუნდი Gაცილებით ძლიერი იყო ამ გუნდთან შედარებით...
სიკვდილის ჯგუფი მოგვიწია მანდამაინც. მწარე გაკვეთილი მივიღეთ.
იმედია შემდგომ თამაშებში ხარვეზები გამოსწორდება.
ძალიან მწარე გაკვეთილი მივიღეთ და იმედია გაკვეთილი იქნება და შემდეგ თამაშებს მოვიგებთ, მაგრამ არ იქნება იოლიი.
ყველაზე ძლიერ ჯგუფში ვართ მე მგონიი
ვენაცვალე ბოჭებს!!! მათი იმედი მაქვს და თავის სეცდომებს რომ გამოასწორებენ დარწმუნებული ვარ!!!
თუ ძმა ხარ არ გეწყინოს მაგრამ რა გაძლევს იმის საფუძველს რომ ირლანდიასთან ან მითუმეტეს უელსთან მოგება მოვთხოვოთ ბიჭებს!!! ეს პირველი წელია და ესეთი ანგარიშები იქნება, თან თუ შეატყვეთ ბიჭები ანგარიშზე არ თამაშობდნენ თორე მინიმუმ 12 ქულა იყო საჯაიმოებიდან. ვიყოთ რეალისტები და ფეხბურთის ეიფორიიდან და მაქსიმალიზმიდან გამოვიდეთ!