ბორჯღალოსნები

17:40 | 7.06.2016 | ნანახია 3355 - ჯერ

ბორჯღალოსანთა შეკრება აპიაში

ბორჯღალოსნები 4 ივნისიდან აპიაში იმყოფებიან, სადაც 11 ივნისს, სამოას წინააღმდედ ივნისის პირველი ტესტისთვის ემზადებიან. პირველი რამდენიმე დღე ნაკრებმა გრძელი, სამ დღიანი მგზავრობის შემდეგ აქტიურ აღდგენას დაუთმო.

ბორჯღალოსნების თავკაცის, მილტონ ჰეიგის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო ასევე მენტალურად ნარების ყველა მოთამაშის ერთ სისტემაზე მოყვანა, ვინაიდან ბევრმა საფრანგეთში გრძელი და დამღლელი სეზონი გაიარა და ყველა თავ-თავიანთ კლუბში სხვა და სხვა სტრატეგიებსა და სისტემას იყენებდა.

ნაკრები მწყობრში მალე ჩადგა და შეეგუა დიდ ტენიანობას. სავარჯიშოდ კი ჩვენი საწვრთნელო შტაბის თქმით იდეალური ამინდია. გამოძახებულთაგან 5 პრო დე 2-ის მორაგბე უკვე დაიძრა სამოასკენ და გუნდს მწყობრში სავარაუდოდ პარასკევიდან შეუერთდებიან.

"განსაკუთრებულად კარგად და თბილად გვიმასპინძლეს აპიაში. შედარებით ადვილადაც გავიარეთ აღდგენა და მივეჩვიეთ დროის საკმაოდ დიდ სხვაობას. ყველას ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული, რომ აპიაში სამოასთან რკენა ურთულესი იქნება, მაგრამ ჩვენ მოვამზადეთ გეგმა იმისათვის, რომ მომავალ შაბათს ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინოთ და ვიმუშაოთ საჩვენო შედეგისათვის " განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

თბილი დახვედრა და მასპინძლობა ვახსენეთ, რაც ნადვილად ხაზგასასმელია, ვინაიდან აპიაში ჩვენ ნაკრებს დიდი სითბოთი და პატივისცემით ებყრობიან. ბორჯღალოსნების საპატივცემულოდ გამართულ საღამოზე სამოას პრემიერ-მინისტრი, ტაულიეპა საილელე მალიელეგაომ განაცხადა:

„საერთაშორისო ტესტ მატჩები პროფესიულ ერაში ჩვენსკენ დიდ იშვიათობას წარმაოდგენს. ჩვენც ხელიდან არ ვუშვებთ შესაძლებლობას დავტკბეთ თამაშის სხვა და სხვა სტილით. ბოლოს როდესაც ჩვენი ნაკრებები ერკინენ, ჩვენ დავთმეთ შეხვედრა ბევრად ძლიერ საქართველოსთან. თქვენი გუნდი განაგრძობს წინსვლას მსოფლიო რეტინგში და სამოაზე წინაა, რაც არაა შემთხვევითობა, არამედ სრულად დამსახურებულია! შესაბამისად შაბათს ძალიან საინტერესო სანახაობა გველის.“

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნები წელს პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ოფიციალურად ჩაებნენ ზაფხულის ტესტების სერიაში. წელს გასვლაზე სამ ტესტს ვთამაშობთ - სამოას, ტონგასა და ფიჯის წინააღმდეგ.

მატჩების განრიგი საქართველო დროით:

სამოა - საქართველო 11/06/16, 06:00 სთ. აპია, სამოა

საქართველო - ტონგა 18/06/16, 04:45 სთ. სუვა, ფიჯი

ფიჯი - საქართველო 24/06/16, 07:00 სთ. სუვა, ფიჯი

პირდაპირი რეპორტაჟები

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს სამივე ტესტის პირდაპირ რეპორტაჟს. სამოას მატჩის ტრანსლაციის საკითხი პრაქტიკულად მოგვარებულია, ფიჯელებთან კი, მოლაპარაკება მიმდინარეობს.

www.rugby.ge


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:59 | 08.06.2016
buratino (480)

მომკალით და მაშფოთებს ის საკითხი რომ აღნიშნულ ტესტებზე 3-ვე თამაში არ წავაგოთ. რაც არ უნდა იძახოთ რომ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანიაო, ბოლო-ბოლო რეიტინგზე ახდენს გავლენას. თანაც, ბოლო წლებში დაგროვილი რეპუტაციის გაფლანგვის პერსპექტივას ვუფრთხი, მით უმეტეს გუშინ უკვე ერთი ასეთი ფაქტი გვაქვს (20 წლამდელების სასტიკ მარცხს ვგულისხმობ და ნურავინ მეტყვის რომ ეს ხომ მსოფლიო ჩემიონი ზელანდია იყოო)

10:52 | 08.06.2016
maxo_65 (458)

რას ერჩოდნენ ამ გვერდს..

19:22 | 07.06.2016
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით

0.144056