ტესტ-მატჩები

17:28 | 7.06.2016 | ნანახია 1516 - ჯერ

ნოვემ ჯერ მხოლოდ 17 შეარჩია

საფრანგეთის ტოპ 14-ში ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ექვსი მოწინავე კლუბი საჩემპიონო პლეი ოფებისთვის ემზადება და ამან ქვეყნის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს ივნისის ტესტ-მატჩებისთვის პრობლემები შეუქმნა.

„ლე ბლეს“ მთავარმა მწვრთნელმა გი ნოვემ, არგენტინული ტურნესთვის ჯერ მხოლოდ 17 მოთამაშე გამოიძახა. კიდევ 11 მორაგბეს ფრანგი სპეციალისტი კვირის განმავლობაში შეარჩევს. რადგან საფრანგეთის ნაკრებს არგენტინელებთან თამაშები 18 და 25 ივნისს ელის, სავარაუდოდ, არჩევანი იმ კლუბების მოთამაშეებზე შეჩერდება, რომლებიც საჩემპიონო რბოლას პლეი ოფების პირველი ეტაპიდან გამოეთიშებიან.

მანამდე შერჩეულ მოთამაშეთა შორის რამდენიმე დებიუტანტია. მათ შორის არიან „ლა როშელის“ ფლანკერი კევინ გურდონი, „სტად ფრანსეს“ კვაჭი რემი ბონფილსი და „ბორდოს“ სამეული - ჟულიენ ლე დევედე, ჟულიენ რეი და ბაპტის სერინი. არგენტინაში ფრანგების მგეზავები ჟიულ პლისონი და ფრანსუა ტრინ-დუკი იქნებიან.

საფრანგეთის ნაკრებში გამოძახებული არიან:

მორკინალები: უინი ატონიო, ჯეფერსონ პოირო, რაბა სლიმანი, რემი ბონფილსი, ვილემ დემოტე, ჟულიენ ლე დევედე, ლოან გუჟონი, კევინ გურდონი, რაფაელ ლაკაფია;

უკანა ხაზი: ბაპტის სერინი, ჟიულ პლისონი, ფრანსუა ტრინ-დუკი, ჯონათან დენტი, ჟიულ რეი, ჯიბრილ კამარა, ხავიერ მინოტი, უგო ბონევალი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08016