ტესტ-მატჩები

10:41 | 2.04.2016 | ნანახია 1229 - ჯერ

შოთა თევზაძე ბუქარესტის ერთა თასზე იმსაჯებს

ქართველი მსაჯები საერთაშორისო დონეზე სულ უფრო მეტი ნდობით სარგებლობენ და უფრო და უფრო მაღალი დონის თამაშებს სჯიან.

ევროპული ფანჯარა ნიკა ამაშუკელმა და შოთა თევზაძემ ერთობლივად გაჭრეს და ორივე წარმატებით აგრძელებს საქმიანობას. რა თქმა უნდა ახლა არ ვსაუბრობთ იმ ამაზრზენ შემთხვევაზე, რაც ერთი კვირის წინ ფოთში ამაშუკელთან დაკავშირებით მოხდა - საუბარია იმ ტურნირებზე, სადაც ქართველ მსაჯებს იწვევენ.

ცოტა ხნის წინ თევზაძე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იყო მიწვეული, სადაც მესამე ადგილისთვის მატჩიც იმსაჯა, ახლა კი, მას „მსოფლიო რაგბის“ მიერ ორგანიზებულ ტურნირზე, „ბუქარესტის ერთა თასზე“ უხმეს. ტურნირი ტრადიციულია და მეათედ ტარდება. წელს მას რუმინეთი 9-იდან 18 ივნისამდე უმასპინძლებს და მონაწილეობას რუმინეთის, ნამიბიის, ესპანეთის და ურუგვაის ეროვნული ნაკრებები, ასევე არგენტინის „იაგურები“ და „მზარდი იტალია“ მიიღებენ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08871