ორი კვირის წინ ვწერდით, რომ სამეგრელოში სტარტი აიღო რეგიონალურმა ჩემპიონატმა 7-კაცა რაგბიში და ეროვნულ საუნჯე ლელო-ბურთში.
5 ივნისს აბაშაში ამ გათამაშებების მეორე ტურის თამაშები გაიმართა „ა“ ჯგუფში. 7-კაცაში სენაკი უდანაკარგოდ მიდის და ორი კვირის წინ მარტვილის დამარცხების შემდეგ, მასპინძელ აბაშასაც მოუგო - 32:0. ამჯერად სენაკელებმა ლელო-ბურთშიც იყოჩაღეს და ამავე მეტოქეს 9:0 აჯობეს. მეორე წყვილში, მარტვილმა ხობს 7-კაცაში 15:5 მოუგო, თუმცა ლელო-ბურთი ხობელებმა უკეთ ითამაშეს და რევანში აიღეს - 8:4.
ტურნირი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს რაგბის კავშირისა და საქართველოს ლელო-ბურთის ფედერაციის შეთანხმებით ტარდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია