ტესტ-მატჩები

17:15 | 6.06.2016 | ნანახია 4950 - ჯერ

„დიდი გამოცდილება ოკეანეთში“

საქართველოს ნაკრები ოკეანეთის ტურნეზე 2 ივნისს არასრული შემადგენლობით გაემგზავრა (ფრანგულ კლუბებში მოთამაშე მორაგბეთა ნაწილი გუნდს 8 ივნისს შეუერთდება). გუშინწინ „ბორჯღალოსნები“ სამოაში დაბინავდნენ და მათ სწორედ ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ ექნებათ 11 ივნისს პირველი ტესტ-მატჩი.

Observer-ის სამოურმა გამოცემამ საქართველოს ნაკრების მენეჯერ ირაკლი ხუნდაძის შეფასებები გამოაქვეყნა. მისი აზრით, წყნარი ოკეანეთის კუნძულებზე გამართულ ტურნეში „ბორჯღალოსნები“ დიდ გამოცდილებას მიიღებენ:

„ძალიან ბედნიერები ვართ აქ ყოფნით. 1999 წლის შემდეგ, საქართველოს ნაკრები პირველად იმყოფება პოლინეზიაში, მაშინ ჩვენ ტონგას ნაკრებს ვეთამაშეთ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ეს ტურნე საქართველოს ნაკრებს დიდ გამოცდილებას შესძენს, იმედი გვაქვს სამოასთან კარგი შეხვედრა გამოვა“.

ხუნდაძემ კომენტარი კუნძულზე არსებულ კლიმატზეც გააკეთა:

„ტემპერატურა ზაფხულში საქართველოში არსებულ ტემპერატურისგან დიდად არ განსხვავდება. 30-40 გრადუს სითბოს მიჩვეულები ვართ და ეს თამაშის დროს პრობლემა არ იქნება. მაგრამ ტენიანობა უფრო მაღალია ვიდრე ჩვენთან, რამაც შესაძლოა სუნთქვის პრობლემები გამოიწვიოს, მაგრამ იმედია ბიჭები მალე გაივლიან ადაპტაციას. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო სამოელებს ბრწყინვალე მასპინძლობისთვის, ყველასგან დადებით დამოკიდებულებას ვგრძნობთ“.

სამოასთან შეხვედრის შემდეგ „ბორჯღალოსნები“ 18 ივნისს ტონგას შეხვდებიან, მატჩი ფიჯიში გაიმართება. ტურნეს ბოლო მატჩი კი 24 ივნისს იგივე „ეიენზი სტედიუმზე“ ფიჯისთან შედგება.

უჩა გოგიძე


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:44 | 09.06.2016
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !

23:05 | 06.06.2016
ogafa (407)

წარმატებები

0.109301