ტესტ-მატჩები

13:20 | 6.06.2016 | ნანახია 2011 - ჯერ

კოლუმბი, თუ ედი ჯონსი

ინგლისის ნაკრების თავკაცი ედი ჯონსი თვლის, რომ „ვარდებს“ ავსტრალიურ ტურნეში დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად პირველი მატჩის მოგება მართებს.

ინგლისის ნაკრები „ვოლაბებთან“ სამ ტესტ-მატჩს გამართავს და პირველი შეხვედრა ბრისბენში 11 ივნისს შედგება.

„პირველი ტესტის მოგება აუცილებელია, ამით სამმატჩიან სერიაში გუნდი დიდ ფსიქოლოგიურ უპირატესობას მიიღებს. აქ ჩამოვედით, რათა ჩვენი შესაძლებლობები გამოვავლინოთ და გამარჯვებას მივაღწიოდ. თუმცა, თუ ამას ვერ შევძლებთ ეს არ იქნება ტრაგედია, შინ დავბრუნდებით და უკეთ მოვემზადებით“ - განუცხადა ედი ჯონსმა Association Sport-ს.

მისი აზრით, ინგლისის ნაკრების მოთამაშეებს გუნდის ისტორიაში ახალი სიტყვის თქმის საშუალება აქვთ:

„მოთამაშეებმა იციან, რომ მათ აქვთ რაღაც განსხვავებული. იმისათვის, რომ ისტორიაში ჩავეწეროთ, მაყურებელს ახალი რამ უნდა შევთავაზოთ. კოლუმბი სახლში რომ დარჩენილიყო და რისკზე არ წასულიყო, ამერიკას ვერ აღმოაჩენდა. დაახლოებით ასეთ ვითარებაში ვართ“.

უჩა გოგიძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:43 | 06.06.2016
გუბერნატორი (11)

ედი თავის გასამართლებლად მოემზადე გირჩევ..

0.084422