საქართველოს ნაკრების შუამარბი მერაბ შარიქაძე ჯანმრთელადაა და 11 ივნისს აპიაში სამოას ნაკრების წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.
პრო დ2-ის ფინალში შარიქაძის „ორიაკი“ „ბეიონთან“ 16:21 დამარცხდა. იმ მატჩის დებიუტში 22 წლის ქართველს წარბი გაუსკდა, მოედანი დროებით დატოვა და ჭრილობის გაკერვის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. „ბუკა“ მოედანზე 70-ე წუთამდე იყო.
დღეს ტოპ 14-ის დასკვნითი ტურია, რომელშიც ქართველი ლეგიონერებიც მიიღებენ მონაწილეობას. ამის შემდეგ ისინი, ასევე პრო დ2-ის ფინალისტი გუნდების ლეგიონერები, გეზს სამოასკენ აიღებენ. მგზავრობა გადაჯდომებით ორი დღეს გასტანს, კუნძულს 8 ივნისს ეწვევიან და შესაბამისად, 11-ში თამაშიც შეეძლებათ.
შეგახსენებთ, საქართველოსა და სამოას ტესტ-მატჩი 11 ივნისს, თბილისის დროით გამთენიის 6 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელე-რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს. 2013 წლის ნოემბერში „ბორჯღალოსნებმა“ სამოა თბილისში, „მიხეილ მესხზე“ 16:15 დაამარცხეს და მაშინ გადამწყვეტი ლელო შარიქაძემ დადო.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ორ დღეში ოცწლამდელების მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, ეროვნული პირველ თამაშს 11 ში იწყებენ.
ჩასვლას კი ასწრებენ ჩვენი ბიჭები, მაგრამ დასვენებას, აღდგენას და შეთამაშებას დარჩენილ 2 დღეში როგორ მოასწრებენ, ეს არის საკითხავი. წარმატებები ჩვენს ლომებს!!!