ევროპის სერია

11:35 | 5.06.2016 | ნანახია 2118 - ჯერ

ბრიტანეთთან უშანსოდ

საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები ევროპის გრან პრის პირველი ეტაპის მეორე სათამაშო დღეს, თასის მეოთხედფინალში დიდი ბრიტანეთი2-თან უშანსოდ დამარცხდა - 0:36.

კახა ალანიას შეგირდებს მოგების შანსი თითქმის არც ჰქონდათ, თუმცა გუშინ ჩატარებული მატჩების შემდეგ, ბრიტანელებს თითქოს უბრძოლველად დავნებდით. ძალიან ბევრჯერ დაიკარგა ბურთი და ბრიტანელებმაც ყველა მათგანი ლელოდ აქციეს. საქართველოს ნაკრებს ქულის აღების შანსი არ ჰქონია, მეტოქემ კი, თითო ტაიმში 3-3 ლელო დადო.

ვინ იქნება ქართველთა მეტოქე V-VIII ადგილების ნახევარფინალში მოგვიანებით გაირკვევა.

7-კაცას შემადგენლობა ევროპის გრან-პრის სერიების მოსკოვის ეტაპზე: ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, თბილისი), მამუკა ნინიძე (ჯიქი, გორი), ნიკა გიგაური (არმაზი, თბილისი), ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები, ბოლნისი), დავით ლოსაბერიძე (აია, ქუთაისი), ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი), რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი, გორი), მეთ ჯენი (ოქსფორდი, ინგლისი), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი, გორი), იოსებ კიკვაძე (აია, ქუთაისი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია, თბილისი).

სამწვრთნელო შტაბი: კახაბერ ალანია (მწვრთნელი), ზაზა ლეჟავა (მწვრთნელი), ალექსანდრე ნიჟარაძე (მენეჯერი), ვახტანგ წიკლაური (ექიმი), გიორგი სვანიძე (ფიზიო).

ევროპის გრან პრი. I ეტაპი

რუსეთი. მოსკოვი. 5 ივნისი. პლეი ოფები

თასის მეოთხედფინალები

დიდი ბრიტანეთი2 - საქართველო 36:0

დიდი ბრიტანეთი1 - პორტუგალია

გერმანია - საფრანგეთი

ესპანეთი - რუსეთი

ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის

ბელგია - ლიტვა

პოლონეთი - იტალია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081346