დღეს მანჩესტერის ლორდ მერის რეზიდენციაში მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა. გახსნის ღნოისძიებაზე მონაწილე ნაკრებების კაპიტნების ოფიციალური ფოტოსესია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მსოფლიო რაგბის რაგბის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ინგლისის ლეგენდარული 8 ნომერი ბილ ბომონდი, მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი დირექტორი ბრედ გოსფერი და ინგლისის რაგბის კავშირის პრეზიდენტი, ინგლისისა და ბრიტანელი ლომების ვეტერანი ბურჯი, ჯეისონ ლეონარდი.
ცერემონიის დასრულების შემდეგ კაპიტნებმა კომენტარები გააკეთეს. - „მოუთბენლად ველით პირველ მატჩს, ეს ჩემთვის და ბიჭებისთვის დიდი გამოცდილება იქნება და ერთი სული გვაქ როდის ვეთამაშებით საქართველოს და გულის სიღრმეში გვჯერა, რომ თასს სახლში წავირებთ.“ განაცხადა ლენი აპისაიმ, ახალი ზელანდიის კაპიტანმა, რომელსაც ტურნირის პირველ სამატჩო დღეს, 7 ივნისს ვუპირისპირდებით.
უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანმა, ვასილ ლობჟანიძემ კი განაცხადა: „რათქმაუნდა ჩვენთვის ეს განსაკუთრებული რამ არის, რადგან პირველად ვიღებთ ამ ტურნირში მონაწილეობას. ყველაფერს ვიზამთ იმისათვის, რომ უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს დავუმტკიცოთ, რომ ელიტაში ყოფნას ვიმსახურებთ. ჩვენი ბიჭებიც დააგროვებენ მსოფლიოს საუკეთესოებთან თამაშის გამოცდილებას, რაც მთლიანობაში ქართულ რაგბს წაადგება.“
დღესვე 20-წლამდელებმა რაგბის კლუბ ვიდნესს მიაშურეს, სადაც ჩვენი ნაკრები ვარჯიშობს, მაგრამ ამჯერად ჩვენმა მასპინძლემა კლუბმა, ჩვენ საპატივცემულოდ მიღების ცერემონია გამართა. ღონისძიებაზე სიტყვით ბილ ბომონდი გამოვიდა, რომელმაც ქართული რაგბის ბოლო დროინდელ წარმატებებზე, განვლილ მსოფლიო თასზე და 20-წლამდელების პროგრესზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს თიბისი ბანკი და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლი მეორე არხზე შემოგვთავაზებენ.
ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი:
7 ივნისი - ახ. ზელანდია - საქართველო, 22:45 სთ. ეი ჯეი ბელ სთედიუმი;
11 ივნისი - უელსი - საქართველო, 18:45 სთ. მან. სითის აკადემიის სტადიონი;
15 ივნისი - ირლანდია - საქართველო, 20:30 სთ. მან. სითის აკადემიის სტადიონი;
საქართველოს რაგბის კავშირი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიდით, ბიჭებო! სიმართლე რომ ვთქვა, სასწაულებს არ ველი რადგან ამ დონეზე საქართველო მაინც დებიუტანტია. თუმცა მე მჯერა რომ ჩვენი ვაჟკაცები ძალ-ღონეს არ დაზოგავენ და იქნებ რომელიმე გრანდი გუნდი გავამწაროთ. ნებისმიერ შემტხვევაში, ეს დიდი სკოლა და გამოცდილება იქნება, რაც აგრერიგად გამოადგება ჩვენს მთავარ გუნდში სამომავლოდ მიწვეულ ახალგაზრდებს
წარმატებები
ის იაპონელი სუფთა ყურებიანია
ის იაპონელი როგორ უყურებსწს ლობჟანიძეეს ხო არ ეკურკურება ? DD
წარმატებები ლომებო, გაახარეთ საქართველო!!! ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!!!