6 ერი

19:50 | 4.06.2016 | ნანახია 4673 - ჯერ

ექვსი ერი მთავარი სპონსორის გარეშე რჩება

შოტლანდიის სამეფო ბანკი ექვსი ერის გათამაშებას აღარ დააფინანსებს, ამის შესახებ ორივე ორგანიზაციის მესვეურებმა გადაწყვეტილება დღეს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

წლების მანძილზე ბანკი ტურნირის მთავარ სპონსორად ითვლებოდა, იგი 2017 წლის გათამაშებასაც დააფინანსებს და მას შემდეგ რაგბის ისტორიაში ყველაზე ცნობილი ბიზნესპარტნიორობის ამბავიც დასრულდება. შოტლანდიის სამეფო ბანკმა ექვსი ერის დაფინანსება 2003 წლიდან დაიწყო, მჭიდროდ თანამშრომლობადა ტურნირის საბჭოსთან და მონაწილე ქვეყნების ფედერაციებთან.

ექვსი ერის აღმასრულებელი მდივანი ჯონ ფიენი ახალი სპონსორის მოძიებაზე ფიქრობს:

„ბუნებრივია, ყველა კარგ კავშირს ოდესღაც აქვს დასასრული. თანამშრომლობა ორივე ორგანიზაციისთვის სასარგებლო იყო, ახლა ჩვენ უნდა ვეცადოთ, ახალი მთავარი სპონსორი მოვძებნოთ, რომელთან ერთადაც 15-წლიან წარმატებას გავაგრძელებთ“.

შოტლანდიის სამეფო ბანკის მარკეტინგის ოფიცერმა დევიდ ველდონმა კი, თანამშრომლობის გაწყვეტის მიზეზებზე ისაუბრა:

„ეს იყო წარმატებული პროექტი, რომელმაც ჩვენს ბიზნესს დიდი სარგებელი მოუტანა. თუმცა, ახლა ბანკმა შეცვალა თავისი სტრატეგია და გვსურს განსხვავებული პროფილის წარმომადგენლებთან დავიჭიროთ საქმე. ცნობილია, რომ ჩვენ აქცენტს ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთზე ვაკეთებთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, 2017 წლისთვის თანამშრომლობა შეგვეწყვიტა. ბედნიერები ვართ, რომ ტურნირის განვითარებაში წვლილი შევიტანეთ“.

ექვსი ერის თავკაცებმა ახალი პარტნიორის ძებნა უკვე დაიწყეს, სავარაუდოდ, ეს პროცესი რამდენიმე თვე გასტანს და შემდეგ გამოცხადდება თუ ვინ გახდება ტურნირის მთავარი სპონსორი 2018 წლის სეზონიდან.

უჩა გოგიძე


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:47 | 05.06.2016
dinamo222 (692)

დედა ეხვნებათ ? კიდევ იყელყელაონ ფუჭი თავთავივიით ! DD

23:38 | 04.06.2016
→ LELOS← (98)

საჭირო იყო ვლილებები 6 ერში და სპონსორები თანახმანი არ იყვნენ ახალმა პრეზიდენტმა კიდე თქვა აუცილებლად იქნება ცვლილებებიო და ალბათ ეს არის ერთერთი მიზეზი.ძაან კარგია ალბათ გადათამაშება იქნება აუიცილებლად ბოლოადგილოსანთან მაგრამ როდიდან ეგ არის საკითხავი.

23:30 | 04.06.2016
ogafa (407)

ღუ მიგვიღეს იქნებ ......

21:27 | 04.06.2016
federer (17) (469)

შეიძლება უკეტესიც დარცეს ჩვენთვის ეს ამბავიი
ახლა ბიძოს უნდა დაეჩალიჩოს ჩვენი ფედერაცია და შეიძლება ამ საქმის სასიკეთოდ მოგვარება, თან ბიძოს ევასება რაგბი და რა იცი იქნებ იკისროს

20:27 | 04.06.2016
qomagi (248)

მიგვიღეთ 6 ერზე და ბიძინა დაგაფინანსებთ

0.078912