ევროპის სერია

19:41 | 4.06.2016 | ნანახია 4661 - ჯერ

7-კაცა თასის მეოთხედფინალშია

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრის პირველ, მოსკოვის ეტაპზე, ჯგუფში სამი თამაშიდან ორი მცირედით წააგო, ერთი ასევე მცირედით მოიგო და თასის მეოთხედფინალში მესამე ადგილით გავიდა.

დიდი ბრიტანეთი1-ის და რუსეთის ნაკრებებთან მოგებული პირველი ტაიმების შემდეგ, კახა ალანიას შეგირდები 7:17 და 5:12 დამარცხდნენ. შედეგად, ლიტვასთან მატჩი ჯგუფიდან გასვლის კუთხით გადამწყვეტი იყო. ნებისმიერი სხვაობით მოგება, საქართველოს ნაკრებს ორიდან ერთ-ერთ საუკეთესო მესამეადგილოსნად აქცევდა.

დასკვნით მატჩში ქართველებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ცდებოდა მეტოქეც. არასანახაობრივი შეხვედრის პირველი ტაიმი ფაქტობრივად სახიფათო მომენტების გარეშე სრულდებოდა, როდესაც დერეფნიდან შეტევის შემდეგ იოსებ კიკვაძემ ხაზი გაჭრა და ლელო ძელებსშუა დაამიწა, ხოლო მამუკა ნინიძემ არეკნი გაიტანა. მეორე ტაიმი პირველისგან არაფრით განსხვავდებოდა, ერთი ეგაა, რომ ლელო საერთოდ არ გასულა და საქართველომ 7:0 იმარჯვა.

პირველ დღეს თუ შევაჯამებთ, გუნდმა სამივე თამაში დაცვით სტილში ჩაატარა, შეტევაში კი, ნაკლები იყო ფანტაზია და ინდივიდუალიზმი. სწორედ ამის შედეგია, რომ საქართველოს ნაკრებმა სამ თამაშში მხოლოდ 3 ლელო გაიტანა. შედეგად, ლელოებით ვაჯობეთ მხოლოდ ლიტვას, რომელსაც ქულაც არ აუღია და იტალიას, ხოლო ჯგუფში ბოლო ადგილზე გასულმა პოლონეთმა 4 ლელო გაიტანა.

ხვალ, თასის მეოთხედფინალში, საქართველოს ნაკრები დიდი ბრიტანეთი2-ს ეთამაშება, რომელმაც სამ თამაშში დადო 12 ლელო და გაუშვა 3. ამ გუნდმა პორტუგალია 14:7, საფრანგეთი 36:7 და პოლონეთი 28:7 დაამარცხა.

7-კაცას შემადგენლობა ევროპის გრან-პრის სერიების მოსკოვის ეტაპზე: ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, თბილისი), მამუკა ნინიძე (ჯიქი, გორი), ნიკა გიგაური (არმაზი, თბილისი), ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები, ბოლნისი), დავით ლოსაბერიძე (აია, ქუთაისი), ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი), რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი, გორი), მეთ ჯენი (ოქსფორდი, ინგლისი), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი, გორი), იოსებ კიკვაძე (აია, ქუთაისი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია, თბილისი).

სამწვრთნელო შტაბი: კახაბერ ალანია (მწვრთნელი), ზაზა ლეჟავა (მწვრთნელი), ალექსანდრე ნიჟარაძე (მენეჯერი), ვახტანგ წიკლაური (ექიმი), გიორგი სვანიძე (ფიზიო).

ევროპის გრან პრი. I ეტაპი

რუსეთი. მოსკოვი. 4 ივნისი

A ჯგუფი

საფრანგეთი - პოლონეთი 29:12

პორტუგალია - დიდი ბრიტანეთი2 7:14

საფრანგეთი - დიდი ბრიტანეთი2 7:36

პორტუგალია - პოლონეთი 14:7

საფრანგეთი - პორტუგალია 14:12

დიდი ბრიტანეთი2 - პოლონეთი 28:7

1.

დიდი ბრიტანეთი 2

3

3

0

0

78:21

9

2.

საფრანგეთი

3

2

0

1

50:60

7

3.

პორტუგალია

3

1

0

2

33:35

5

4.

პოლონეთი

3

0

0

3

26:71

3

B ჯგუფი

ესპანეთი - იტალია 35:0

გერმანია - ბელგია 35:12

ესპანეთი - ბელგია 19:0

გერმანია - იტალია 19:0

ესპანეთი - გერმანია 0:5

ბელგია - იტალია 29:7

1.

გერმანია

3

3

0

0

59:12

9

2.

ესპანეთი

3

2

0

1

54:5

7

3.

ბელგია

3

1

0

2

41:61

5

4.

იტალია

3

0

0

3

7:83

3

C ჯგუფი

დიდი ბრიტანეთი1 - საქართველო 17:7

რუსეთი - ლიტვა 40:0

დიდი ბრიტანეთი1 - ლიტვა 42:0

რუსეთი - საქართველო 12:5

დიდი ბრიტანეთი1 - რუსეთი 17:12

ლიტვა - საქართველო 0:7

1.

დიდი ბრიტანეთი 1

3

3

0

0

76:19

9

2.

რუსეთი

3

2

0

1

64:22

7

3.

საქართველო

3

1

0

2

19:29

5

4.

ლიტვა

3

0

0

3

0:89

3

5 ივნისი. პლეი ოფები

ნახევარფინალები IX-XII ადგილებისთვის

ბელგია - ლიტვა

პოლონეთი - იტალია

თასის მეოთხედფინალები

დიდი ბრიტანეთი2 - საქართველო [11:00 თბ.დრ.]

დიდი ბრიტანეთი1 - პორტუგალია

გერმანია - საფრანგეთი

ესპანეთი - რუსეთი

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083819