ევროპის სერია

16:46 | 4.06.2016 | ნანახია 2723 - ჯერ

7-კაცას ერთი ტაიმი

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრის პირველ, მოსკოვის ეტაპზე, დიდი ბრიტანეთი 1-ის მსგავსად, პირველი ტაიმი მასპინძელ რუსეთსაც მოუგო, მაგრამ მეორე 7-წუთიან მონაკვეთში მეტოქის შეცდომები ვერ გამოიყენა, საპასუხოდ თავადაც შეცდომები დაუშვა და მოსაგები თამაში 5:12 დათმო.

შეგახსენებთ, კახა ალანიას შეგირდები დიდ ბრიტანეთთან 6 წუთი დომინირებდნენ და 7:0 იგებდნენ, როდესაც კონტრშეტევაზე ლელო მიიღეს და ტაიმი 7:5 მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარის დასაწყისში და მიწურულს ლელოები გაუშვეს და 7:17 დამარცხდნენ.

პირველი და მეორე რაუნდის შეხვედრებს შორის შესვენებისას, მოსკოვში გაზაფხულის წვიმამ ჩამოასხა. რამდენიმე თამაში თავსხმაში გაიმართა, მერე წვიმა შეწყდა და გამოიდარა, თუმცა მოედანი სველი იყო. საქართველოს და რუსეთის ნებისმიერ დონეზე დაპირისპირება განსაკუთრებული მოვლენა რომაა, მსოფლიო სერიის მონაწილე რუსეთი, თუნდაც საკუთარ მოედანზე თამაშის პირობებში, უპირობო ფავორიტად ვერ ჩაითვლებოდა და თამაშიდან გამომდინარე, არც იყო.

საწყის წუთებში ქართველებმა თავი კარგად დაიცვეს და სწრაფი ლელო არ გაუშვეს, ხოლო 3 წუთის შემდეგ იოსებ კიკვაძემ ხაზი გაჭრა, მასპინძლები ზედიზედ 22-ჯერ დაჯარიმდნენ და საქართველოს ნაკრებმა ლელოდან 5 მეტრში დერეფანი მოიგო, ბურთი მარცხნივ ჩათამაშდა და ლელოში ლევან გოგოლაშვილი შეიჭრა. მამუკა ნინიძეს რთული პოზიციიდან გარდასახვა გაუცუდდა. შესვენებამდე სალელოვე შეტევის შანსი კიდევ იყო, მაგრამ 22-ის ხაზთან შერკინების გათამაშების შემდეგ ბურთი პირდაპირ აუტში გაიგზავნა.

მეორე ტაიმში იყო ორმხრივი შეტევები, რუსებმა ჯერ ფეხით ჩაკიდეს და მეტოქეს ლელოს დადება რევაზ ჯინჯიხაძემ არ დაანება, მერე მარჯვნივ გაშალეს იერიში და თითქოს ლელოსგან ვეღარაფერი გვიხსნიდა, მაგრამ გოგოლაშვილმა და კიკვაძემ შეუძლებელი შეძლეს. თუმცა, შეცდომებს არაფერი ეშველა, ორჯერ საკუთარ ლელოში დავამიწეთ ბურთი და მეტოქეს შანსი ვუბოძეთ, რომელთაგან მეორე მასპინძლებმა ლელოდ აქციეს - 5:5.

ბოლო შეტევა საქართველოსი იყო, მაგრამ ჩვენი ნახევრიდან გასვლა ვერ მოხერხდა, პირიქით, ბურთი დაიკარგა და კონტრშეტევაზე ლელო მივიღეთ, ხოლო არეკნი, რომელიც ძელის გავლით გავიდა, უკვე გაწითლებულ დროზე შესრულდა და რუსეთმა 12:5 იმარჯვა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ქართველები ლიტვას ეთამაშებიან და თუ მეტოქეს დიდი სხვაობით დაამარცხებენ, საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით ხვალ თასის მეოთხედფინალში ითამაშებენ.

ტურნირისთვის თვალის მიდევნება კი, შემდეგ მისამართებზეა შესაძლებელი:

http://www.dailymotion.com/video/x4dh3u7_160604-7s-grand-prix-series-moscow-2016-day-1_sport

http://rugbyeurope.tv/en/content/160604-7s-grand-prix-series-moscow-2016-day-1

7-კაცას შემადგენლობა ევროპის გრან-პრის სერიების მოსკოვის ეტაპზე: ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, თბილისი), მამუკა ნინიძე (ჯიქი, გორი), ნიკა გიგაური (არმაზი, თბილისი), ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები, ბოლნისი), დავით ლოსაბერიძე (აია, ქუთაისი), ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი), რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი, გორი), მეთ ჯენი (ოქსფორდი, ინგლისი), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი, გორი), იოსებ კიკვაძე (აია, ქუთაისი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია, თბილისი).

სამწვრთნელო შტაბი: კახაბერ ალანია (მწვრთნელი), ზაზა ლეჟავა (მწვრთნელი), ალექსანდრე ნიჟარაძე (მენეჯერი), ვახტანგ წიკლაური (ექიმი), გიორგი სვანიძე (ფიზიო).

ევროპის გრან პრი. I ეტაპი

რუსეთი. მოსკოვი. 4 ივნისი

A ჯგუფი

საფრანგეთი - პოლონეთი 29:12

პორტუგალია - დიდი ბრიტანეთი2 7:14

საფრანგეთი - დიდი ბრიტანეთი2 7:36

პორტუგალია - პოლონეთი 14:7

1.

დიდი ბრიტანეთი 2

2

2

0

0

50:14

6

2.

პორტუგალია

2

1

0

1

21:21

4

3.

საფრანგეთი

2

1

0

1

36:48

4

4.

პოლონეთი

2

0

0

2

19:43

2

B ჯგუფი

ესპანეთი - იტალია 35:0

გერმანია - ბელგია 35:12

ესპანეთი - ბელგია 19:0

გერმანია - იტალია 19:0

1.

ესპანეთი

2

2

0

0

54:0

6

2.

გერმანია

2

2

0

0

54:12

6

3.

ბელგია

2

0

0

2

12:54

2

4.

იტალია

2

0

0

2

0:54

2

C ჯგუფი

დიდი ბრიტანეთი1 - საქართველო 17:7

რუსეთი - ლიტვა 40:0

დიდი ბრიტანეთი1 - ლიტვა 42:0

რუსეთი - საქართველო 12:5

1.

დიდი ბრიტანეთი 1

2

2

0

0

59:7

6

2.

რუსეთი

2

2

0

0

52:5

6

3.

საქართველო

2

0

0

2

12:29

2

4.

ლიტვა

2

0

0

2

0:82

2

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

ლიტვა - საქართველო (18:44 თბ.დრ.)

5 ივნისი. პლეი ოფები

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:23 | 04.06.2016
qomagi (248)

7 კაცას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს, არ შეიძლება ასე. აუცილებლად გვჭირდება უცხოელი მწვრთნელი, შეიძლება რომ ჰეიგის დახმარებით და ნაცნობობით კუნძულელი ან ზელანდიელი მწვრთნელი ჩამოვიყვანოთ, რომელიც 7 კაცასაც მიხედავს და ეროვნულის ხაზის მოთამაშეებსაც.
უნდა ჩამოყალიბდეს 7 კაცას მოთამაშეების ბირთვი, რომლებიც კონკრეტულად 7 კაცაზე იქნებიან ორიენტირებულნი და აღარ იქნება მერე საუბარი, რომ ზოგიერთი მორაგბე ეროვნულს დაუთმეს, ზოგი ასაკობრივს და ა.შ.თან 7 კაცა ოლიმპიური სახეობაა და არ გვაწყენდა იქ ჩვენი ნაკრების მოხვედრა

17:09 | 04.06.2016
mindia (74)

რაგბი 7-შიც გვინდა ალბათ უცხოელი მწვრთნელი. ძალიან დაულაგებელი თამაშია, არა და ორივეჯერ შეგვეძლო მოგება.

0.089409