ევროპის სერია

13:01 | 4.06.2016 | ნანახია 3943 - ჯერ

ბრიტანეთთან ცოტა დაგვაკლდა

საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა დიდი ბრიტანეთის პირველ გუნდს პირველ ტაიმში ბურთი დაუმალა და დამსახურებულადაც დაწინაურდა, მაგრამ ერთი უზუსტობა საპასუხო ლელოდ დაუჯდა. მეორე ტაიმშიც დიდი ბრძოლა იყო, თუმცა მეტოქემ მალევე რომ მოიპოვა უპირატესობა, ის ხელიდან აღარ გაუშვა და 17:7 იმარჯვა.

საწყისი 6 წუთი თამაში ბრიტანელების ნახევარზე მიმდინარეობდა და ბურთს რა თქმა უნდა ქართველები აკონტროლებდნენ. ლელოც უნდა დადებულიყო, როდესაც დავით ლოსაბერიძე სამმა მცველმა ვერ შეაჩერა და მერე მეთ ჯენიმ ირბინა მაგრამ დასკვნით ფაზაში ლოსაბერიძეზე პასი ოდნავ არაზუსტი იყო. მე-3 წუთზე ლელო მაინც დაიდო, დერეფნის შემდეგ შეტევა მარცხენა ფლანგზე გაიშალა, რამაზ ხარაზიშვილი მბოჭავს გაექცა და მამუკა ნინიძემ კიდიდან არეკნი გაიტანა - 7:0.

შესვენებამდე წუთზე ნაკლები რჩებოდა, საქართველო კვლავ უტევდა, მაგრამ მეტოქის ნახევარზე ბურთი დაიკარგა და სწრაფი კონტრშრტევა ლელოთი დასრულდა. გარდასახვა არზუსტი იყო, თუმცა მეორე ნახევარი დაიწყო თუ არა, ბრიტანეთმა ლელო ცენტრში დადო და 12:7 დაწინაურდა. ანგარიში მატჩის ბოლომდე აღარ შეცვლილა, ბოლოს მეტოქემ ერთი ლელოც დადო და 17:7 იმარჯვა.

ტურნირისთვის თვალის მიდევნება კი, შემდეგ მისამართებზეა შესაძლებელი:

http://www.dailymotion.com/video/x4dh3u7_160604-7s-grand-prix-series-moscow-2016-day-1_sport

http://rugbyeurope.tv/en/content/160604-7s-grand-prix-series-moscow-2016-day-1

7-კაცას შემადგენლობა ევროპის გრან-პრის სერიების მოსკოვის ეტაპზე: ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, თბილისი), მამუკა ნინიძე (ჯიქი, გორი), ნიკა გიგაური (არმაზი, თბილისი), ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები, ბოლნისი), დავით ლოსაბერიძე (აია, ქუთაისი), ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი), რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი, გორი), მეთ ჯენი (ოქსფორდი, ინგლისი), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი, გორი), იოსებ კიკვაძე (აია, ქუთაისი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია, თბილისი).

სამწვრთნელო შტაბი: კახაბერ ალანია (მწვრთნელი), ზაზა ლეჟავა (მწვრთნელი), ალექსანდრე ნიჟარაძე (მენეჯერი), ვახტანგ წიკლაური (ექიმი), გიორგი სვანიძე (ფიზიო).

ევროპის გრან პრი. I ეტაპი

რუსეთი. მოსკოვი. 4 ივნისი

A ჯგუფი

საფრანგეთი - პოლონეთი 29:12

პორტუგალია - დიდი ბრიტანეთი2 7:14

საფრანგეთი

პორტუგალია

დიდი ბრიტანეთი2

პოლონეთი

B ჯგუფი

ესპანეთი - იტალია 35:0

გერმანია - ბელგია 35:12

ესპანეთი

გერმანია

ბელგია

იტალია

C ჯგუფი

დიდი ბრიტანეთი1 - საქართველო 17:7

რუსეთი - ლიტვა 40:0

დიდი ბრიტანეთი1

რუსეთი

ლიტვა

საქართველო

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

რუსეთი - საქართველო (15:50 თბ.დრ.)

ლიტვა - საქართველო (17:44 თბ.დრ.)

5 ივნისი. პლეი ოფები

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074647