ევროპის სერია

0:57 | 4.06.2016 | ნანახია 3099 - ჯერ

დღეს 7-კაცა იწყებს [+სთრიმი]

დღეს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში 2016 წლის 7-კაცა რაგბის ევროპის გრან პრის პირველი ეტაპი იწყება.

საქართველოს ნაკრები უკვე მოსკოვშია და 4 ივნისს ჯგუფური ეტაპის სამივე თამაშს გამართავს, ხვალიდან კი, პლეი ოფებში გადაერთვება. მიზეზთა გამო გრან პრის პირველ ეტაპზე უძლიერესი შემადგენლობით გამგზავრება ვერ მოხერხდა, თუმცა 7-კაცა ისეთი სპორტია, წარმატების იმედი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გქონდეს.

გრან პრი სამი ეტაპისგან შედგება და მოსკოვის შემდეგ, ივლისში ორი დასკვნითი ეტაპი იქნება - 9-10 ივლისს ინგლისში, ექსეტერში და 16-17 ივლისს პოლონეთში, გდანსკში. თითოეულ ეტაპზე დაკავებული ადგილების მიხედვით, გუნდებს ქულები ენიჭებათ და სამი ეტაპის შემდეგ საერთო ცხრილი შედგება, სადაც საუკეთესო მაჩვენებლის მქონე გუნდი ევროპის ჩემპიონად გამოცხადდება.

საქართველოს ნაკრების მიზანი ევროპის გრან პრიდან ჰონკონგის ტურნირის საგზურის მოპოვებაა. წელიწადში ერთხელ, ჰონკონგში ტარდება მსოფლიო სერიის შესარჩევი ტურნირი და იქ მოსახვედრად საჭიროა, რომ კახა ალანიას შეგირდებმა მსოფლიო სერიის მონაწილე ევროპული გუნდების შემდეგ პირველი, ან მეორე ადგილი დაიკავონ. ევროპის გრან პრის 12 მონაწილე გუნდიდან მსოფლიო სერიაზე საფრანგეთი, ინგლისი, უელსი, რუსეთი და პორტუგალია თამაშობენ.

რადგან წლევანდელი სეზონი ოლიმპიადისაა, ევროპის გრან პრიზე ინგლისისა და უელსის ნაცვლად დიდი ბრიტანეთის ორი გაერთიანებული ნაკრები თამაშობს. მოსკოვში ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მეტოქეები სწორედ ბრიტანეთი 1, მსოფლიო სერიის მონაწილე, მასპინძელი რუსეთი და ლიტვა იქნებიან. სულ 12 გუნდი სამ ჯგუფშია გადანაწილებული, პირველი დღე ჯგუფური ეტაპისაა და საკვალიფიკაციო ხასიათს ატარებს. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასულები, ასევე ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი მეორე დღეს თასისთვის, მეოთხედფინალებში ითამაშებენ, ხოლო ჯგუფის ნაბოლარები და ერთიც უარესი მესამეადგილოსანი IX-XII ადგილებს გაითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპს ბრიტანელებთან მატჩით გახსნის, მერე რუსეთს ეთამაშება, ხოლო დღის ბოლო მატჩს ლიტვასთან გამართავს და ამის შემდეგ პლეი ოფში ქართველთა ბადე და პირველი მეტოქეც გაირკვევა. ქვევით მოცემულია საქართველოს ნაკრების მატჩების დრო, ტურნირისთვის თვალის მიდევნება კი, შემდეგ მისამართებზეა შესაძლებელი:

http://www.dailymotion.com/video/x4dh3u7_160604-7s-grand-prix-series-moscow-2016-day-1_sport

http://rugbyeurope.tv/en/content/160604-7s-grand-prix-series-moscow-2016-day-1

7-კაცას შემადგენლობა ევროპის გრან-პრის სერიების მოსკოვის ეტაპისთვის: ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, თბილისი), მამუკა ნინიძე (ჯიქი, გორი), ნიკა გიგაური (არმაზი, თბილისი), ალექსანდრე ხუციშვილი (ყოჩები, ბოლნისი), დავით ლოსაბერიძე (აია, ქუთაისი), ლევან გოგოლაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), ბიძინა სამხარაძე (ბაია მარე, რუმინეთი), რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი, გორი), მეთ ჯენი (ოქსფორდი, ინგლისი), რევაზ ჯინჯიხაძე (ჯიქი, გორი), იოსებ კიკვაძე (აია, ქუთაისი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია, თბილისი).

სამწვრთნელო შტაბი: კახაბერ ალანია (მწვრთნელი), ზაზა ლეჟავა (მწვრთნელი), ალექსანდრე ნიჟარაძე (მენეჯერი), ვახტანგ წიკლაური (ექიმი), გიორგი სვანიძე (ფიზიო).

A ჯგუფი

საფრანგეთი

პორტუგალია

დიდი ბრიტანეთი 2

პოლონეთი

B ჯგუფი

ესპანეთი

გერმანია

ბელგია

იტალია

C ჯგუფი

დიდი ბრიტანეთი 1

რუსეთი

ლიტვა

საქართველო

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

4 ივნისი

დიდი ბრიტანეთი 1 - საქართველო (12:28 თბ.დრ.)

რუსეთი - საქართველო (15:50 თბ.დრ.)

ლიტვა - საქართველო (17:44 თბ.დრ.)

5 ივნისი. პლეი ოფები

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:49 | 04.06.2016
mindia (74)

დალაგებული თამაში გვაკლდა.

12:33 | 04.06.2016
→ LELOS← (98)

მოკლედ რუსმა კომენტატორმა აქო და ადიდა საერთოდ ქართული რაგბი სასიამოვნო იყო ძაან.

12:49 | 04.06.2016
mindia (74)

რუსი კომენტატორით სად უყურე?

12:51 | 04.06.2016
→ LELOS← (98)

მატჩ იგრა-ზე მიდის პირდაპირები

16:19 | 04.06.2016
mindia (74)

მადლობ, არ ვიცოდი.

11:12 | 04.06.2016
maxo_65 (458)

7-კაცას განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი რაგბისთვის..წარმატებები ბიჭებს

10:55 | 04.06.2016
mindia (74)

ნერვები მეშლება შვიდკაცაში რომ ვართ მსოფლიო სერიაში, იმედია გამოსწორდება ეგ, მაგრამ რთული იქნება რა თქმა უნდა.

10:52 | 04.06.2016
→ LELOS← (98)

წარმატებები ბიჭებს.

0.084537