ტესტ-მატჩები

22:41 | 3.06.2016 | ნანახია 1335 - ჯერ

ვერბარტონი „ოლ ბლექსთან“ დაბრუნდება

უელსის ნაკრების კაპიტანი სემ ვერბარტონი ტრავმის შემდეგ მოედანს ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩში დაუბრუნდება.

მესამეხაზელმა მხრის ტრავმა აპრილის ბოლოს მიიღო და ერთი კვირის წინ ინგლისის ნაკრებთან წაგებულ მატჩშიც (13:27) ვერ მიიღო მონაწილეობა. იგი „დრაკონების“ ერთ-ერთი ლიდერია და მის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონებთან შებმა ნამდვილად გაუჭირდებათ.

უელსის ნაკრებს „ოლ ბლექსთან“ პირველი მატჩისას ბურჯი პოლ ჯეიმსი დააკლდებათ, თუმცა ბრიტანელთა თავკაცი უორენ გეტლანდი იმედოვნებს, რომ ის დანარჩენ ორ მატჩში შეძლებს თამაშს.

შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრები ახალ ზელანდიაში ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ სამ მატჩს გამართავს - 11, 18 და 25 ივნისს.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.079814