ზე-18

20:03 | 3.06.2016 | ნანახია 1319 - ჯერ

კეპუ სუპერ რაგბის უბრუნდება

ავსტრალიის ნაკრებისა და ფრანგული „ბორდოს“ ბურჯი სეკოპე კეპუ სამშობლოში ბრუნდება. იგი „ვარატასთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

30 წლის კეპუ „ვოლაბების“ ძირითადი შემადგენლობის წევრად ითვლება და ივნისის ტესტ-მატჩებისთვის 39-კაციან სიაშიც მოხვდა. სეკოპე „ვარატასის“ ღირსებას ადრეც იცავდა, ტოპ 14-ში გადასვლამდე შვიდი წლის განმავლობაში - 2008-15 წლებში. „ვარატასის“ მაისურით მან სუპერ რაგბის 96 მატჩი გამართა.

კეპუს ახალი გუნდის თავკაცი დერილ გიბსონი, „ვარატასი“ ვებგვერდთან საუბრისას ბურჯის დაბრუნებით კმაყოფილებას გამოთქვამს:

„მოხარული ვარ, რომ კეპუს ჩვენს გუნდში ისევ ვეგებებით. ის ძალიან გაგვაძლიერებს და თავდასხმის პოტენციალს გაზრდის. დარწმუნებული ვარ, მან დიდი გამოცდილება მიიღო საფრანგეთში, სადაც შერკინების ნამდვილი კულტურაა. ახალგაზრდა ბურჯებს ტომ რობერტსონსა და მეტ სანდელს მის გვერდით თამაში ნამდვილად წაადგებათ“.

2014 წელს „ვარატასის“ მიერ სუპერ რაგბის მოგებაში უდიდესი წვლილი სწორედ სეკოპე კეპუმ შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ „ვარატასი“ კეპუს გარდა კიდევ რამდენიმე მორაგბეს იბრუნებს - დაანონსებულია ტაქეე ნაიარავოროს, უიკლიფ მაფუსა და ჯედ ჰოლოუეის სიდნეის კლუბში თამაში.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083041