ბორჯღალოსნები

12:00 | 2.06.2016 | ნანახია 5525 - ჯერ

„ბორჯღალოსნები“ კუნძულებზე გაემგზავრნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრები, პირველად 27-წლიანი არსებობის განმავლობაში წყნარი ოკეანის კუნძულებზე ტესტ-მატჩების სერიის გასამართად გაემგზავრა.

„ბორჯღალოსნებს“ კუნძულელებთან სამი მატჩი ელით - 11 ივნისს სამოასთან, 18 ივნისს ტონგასთან და 24 ივნისს ფიჯისთან. მართალია თამაში სამია, მაგრამ დისლოკაციის ადგილი ორი იქნება - ქართველები ჯერ სამოას ეწვევიან, იქიდან ფიჯიზე გადაინაცვლებენ და ტონგას და ფიჯის იქ დაუპირისპირდებიან.

ტრადიციულად, ივნისში ვერცერთი ევროპული გუნდი ვერ ახერხებს საუკეთესო კრებულის თავმოყრას და გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ წელს გუნდი წინა წლებთან შედარებით ივნისში საუკეთესო შემადგენლობით ითამაშებს. ეს ლოგიკურიცაა, ჩერჩილის, ბუქარესტის და თბილისის თასებისგან განსხვავებით, ეს ბევრად უფრო წონადი ტესტებია და რეპუტაციას, რომელიც ჩვენმა გუნდმა წლების განმავლობაში აგროვა, გაფრთხილება უნდა.

საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონში გადამწყვეტი თამაშების სერია ჯერაც რომ არ დაწყებულა, მილტონ ჰეიგი ვიტო კოლელიშვილს, მიხეილ ნარიაშვილს, დუდუ ქუბრიაშვილს, მამუკა გორგოძეს, კოტე მიქაუტაძეს და ლევან ჩილაჩავას მოისაკლისებს. პრო დ2-ში საქმე არ მოუმთავრებიათ ანტონ ფეიქრიშვილს, მერაბ შარიქაძეს და ნიკოლოზ ხატიაშვილს, თუმცა მათი ფინალი 4 ივნისსაა დანიშნული და გუნდს პირდაპირ კუნძულებზე შეუერთდებიან.

მსგავსი მარშრუტით კიდევ რამდენიმე მოთამაშე ისარგებლებს და გუნდი სრული შემადგენლობით სამოაზე, ორშაბათიდან შეიკრიბება. თბილისიდან კუნძულებზე ქართული, ბრიტანული და რუსული, ასევე ფედერალ 1-ის კლუბებში მოთამაშე მორაგბეები და პრო დ2-იდან ლაშა ლომიძე გაემგზავრნენ.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სამივე მატჩის რეპორტაჟს გეგმავს. სამოასთან ჯახის პირდაპირი რეპორტაჟის საკითხი პრაქტიკულად მოგვარებულია, ფიჯელებთან კი, მოლაპარაკება მიმდინარეობს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისი ტესტ-მატჩებზე

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

უკანა ხაზი [ბექები]

15

მერაბ კვირიკაშვილი

მონლიუსონ [სფრ ფედ2]

1983

92

14ლ 126გ 126ჯ 3ა [709 ქ] 4სბ

15

ბექა წიკლაური

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1989

24

4ლ 11გ 15ჯ 2ა [93 ქ]

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

55

7ლ 2სბ

გიორგი ფრუიძე

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1994

8

ანზორ სიჭინავა

აკადემია [საქ დ 10]

1995

0

:

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

92

18ლ [4 კაპ] 2სბ

მერაბ შარიქაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

41

8ლ [1 კაპ]

თამაზ მჭედლიძე

აჟენ [სფრ ტოპ 14 >> პრო დ2]

1993

39

6ლ

10

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

67

4ლ 37გ 25ჯ 3ა [178 ქ] 2სბ

10

ლაშა ხმალაძე

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1988

44

6ლ 4გ [38 ქ]

10

რევაზ ჯინჭველაშვილი

ქუთაისის აია [საქ დ 10]

1995

2

:

9

გიორგი ბეგაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10]

1986

45

2სბ

9

ვაჟა ხუციშვილი

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1993

20

:

შერკინება [ფორვარდები]

1

ზურაბ ჟვანია

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1991

23

8ლ 2სბ

1

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

21

2ლ

2

შალვა მამუკაშვილი

გლაზგო [შტლ პრო 12]

1990

40

3ლ

2

ჯაბა ბრეგვაძე

ვუსთერ [ინგ პრემ]

1987

34

ლ 2სბ

3

ანტონ ფეიქრიშვილი

ბეიონ [სფრ პრო დ2]

1987

21

5ლ 2სბ

3

ირაკლი მირცხულავა

ტარბ [სფრ პრო დ2]

1988

8

:

3

ნიკა ხატიაშვილი

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1992

2

სბ

2ხ

გიორგი ჩხაიძე

ლილ [სფრ ფედ1]

1981

91

10ლ [1 კაპ] 6სბ

2ხ

გიორგი ნემსაძე

ტარბ [სფრ პრო დ2]

1984

59

12ლ 4სბ

2ხ

ნოდარ ჭეიშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1990

1

:

3ხ

შალვა სუთიაშვილი

ანგულემ [სფრ ფედ1]

1984

57

2ლ [12 კაპ] 3სბ

3ხ

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

27

5ლ სბ

3ხ

ლაშა ლომიძე

ბეზიე [სფრ პრო დ2]

1992

20

5ლ სბ

3ხ

ბექა ბიწაძე

შონბრი [სფრ ფედ1]

1991

15

3ლ

3ხ

საბა შუბითიძე

აკადემია [საქ დ 10]

1994

5

:

3ხ

გიორგი მჭედლიშვილი

გორის ჯიქი [საქ დ 10]

1993

0

:


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:38 | 04.06.2016
qomagi (248)

ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თამაშები და დიდი მადლობა მსოფლიო რაგბს ამ საჩუქრისთვის. ამ ეტაპზე კი მართლაც ნაკლებად უნდა ვიფიქროთ რეიტინგზე და მეტი განვითარებაზე. თუ ასეთ თამაშებზე უარს ვიტყვით რეიტინგის გამო, განვითარებას შევწყვიტავთ და როცა წინ არ მიდიხარ, მიდიხარ უკან. ასე რომ სჯობს განვვითარდეთ, ვისწავლოთ ასეთ ძლიერ გუნდებთან მოგება და მერე ასმაგად ავინაზღაურებთ რეიტინგში დაკარგულ ქულებს.

00:25 | 03.06.2016
deqstera (86)

რად გვინდა მაშინ 6 ერში შესვლა?? ხო წინასწარ ცხადია რომ ამ ეტაპზე ერთადერთი იტალიასთან გვაქვს შანსი, დანარჩენები კი აშკარა ფავორიტები იქნებიან და დიდი შანსია რომ რეიტინგში უკან დავიხიოთ... მოდი უარი ვთქვათ მაშინ შემდგომ განვითარებაზე და შევინარჩუნოთ ეს რეიტინგი!!

00:24 | 03.06.2016
deqstera (86)

tamasho
წინასწარ რომ იცოდე რომ ნაკრები სამივე თამაშს წააგებს და რეიტინგში დაქვეითდება უარს იტყოდი ამ ტურნირზე წასვლაზე??
ანუ შენთვის რეიტინგი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ძლიერ გუნდებთან მიღებული გამოცდილება??

22:06 | 02.06.2016
DataN24 (215)

ამ ეტაპზე მიღებული გამოცდილება ფასდაუდებელი იქნება მთავარია ღირსეულად გამოვაჩინოთ თავი მსოფლიო რაგბის წინაშე რეიტინგში მნიშვნელოვანია რათქმაუნდა მაგრამ ახლა მთავარი თამაშის ხარისხია და მოპოვებული სახელი უნდა დავიცვათ არაფრით არუნდა წავაგოთ დიდი ანგარიშით 1 თამაშის მოგებით არ ვიქნები მე პირადად უკმაყოფილო თუ მეტი იქნება მთლად უკეთესი

21:21 | 02.06.2016
tamasho (88)

როგორ თუ რეიტინგი არ გაინტერესებთ მაშინ დავჯდეთ სადღაც 50 ე ადგილზე და წავაგებთ თუ მოვიგებთ მშვიდად მაინც ვიქნებით- რა საჭიროა რეიტინგი ან რაგბი ჩვენი თამაშიაოოოოოოოო

20:53 | 02.06.2016
deqstera (86)

კაკოვინი-ბრეგვაძე-ფეიქრიშვილი
ჩხაიძე-ნემსაძე
თხილაიშვილი-სუთიაშვილი-ლომიძე
ბეგაძე-ხმალაძე
მჭედლიძე-შარიქაძე-კაჭარავა-ფრუიძე
მეკო

ზამენიდან: ასიაშვილი, მამუკაშვილი, თოდუა, მალაღურა
უბრალოდ 2-3ე ხაზში 20წლამდელის ბიჭები რო იყვნენ უკეთესი იქნებოდა, რომ არა ახალგაზრდული მსოფლიო...

10:48 | 03.06.2016
jora84 (183)

კაკოვინი საერთოდ არ მიდის კუნძულზე ))
პ.ს. ისე რომ იცოდე რაგბში ყველა ცვლილებას იყენებს მწვრთნელი, განსაკუთრებით პირველ ხაზში

20:51 | 02.06.2016
deqstera (86)

dinamo222
ძალიან კარგია რომ გვათამაშებენ ამ დონის ნაკრებებთან და როგორც buratino-მ გითხრა ჩვენი ნება არარის როდის გაიმართება ეს მატჩები, რაც შეეხება შესუსტებულ შემადგენლობას ამ მატჩებში ძირითადად ხაზი უნდა დაიხვეწოს და ხაზის ყველა მოთამაშე შეკრებაზეა!!
აი რეიტინგი კი სიმართლე გითხრა მაგრად არმაინტერესებს, მთავარია გუნდი მსოფლიოსთვის მოემზადოს კარგად და 2-3საფეხურით თუნდაც უკან რომ ვიყოთ მსოფლიოზე ნაჩვენები შედეგი განსაზღვრავს ყველაფერს!!

მე პირადად გული დამწყდა მიქაუტაძე-გორგაძე-ლობჟანიძეზე, რადგან ახალგაზრდები არიან და კარგი იქნებოდა კუნზულებზე მიეღოთ გამოცდილება!

21:14 | 02.06.2016
tamasho (88)

შენ მგონი არც ფეხბურთის რეიტინგი გაინტერესებს ნამდვილად

00:22 | 03.06.2016
deqstera (86)

მოდი მაშინ შენ თქვი რა არის პრიორიტეტული?? ვეთამაშოთ მაშინ მარტო ერთა თასის გუნდებს და შევინარჩუნოთ ეს რეიტინგი! ჯობია გუნდი ძლიერ გუნდებთან თამაშით განვითარდეს თუნდაც რეიტინგში უკან დახევით ვიდრე რეიტინგი მარტო ერთა თასის გუნდებთან თამაშით შევინარჩუნოთ!

16:00 | 02.06.2016
buratino (480)

dinamo222

ეს ტესტები კარგა ხანია რაც დაიგეგმა, თანაც "მსოფლიო რაგბი"-ს მიერ! ზოგადად, არც მე მხიბლავს შესუსტებული შემადგენლობით თამაში მაგრამ, ჯერ ერთი, არც ისე შესუსტებულია ჩვენი შემადგენლობა (ერთადერთი ლობჟანიძეზე დამწყდა გული) და, მეორეც, ამით შანსი ეძლევა იმ მოთამაშეებსაც ვინც ნაკრების ხვალინდელ დღეს წარმოადგენენ (გორგაძე, ფრუიძე, სიჭინავა და ა.შ.). მთავარია, ბოლომდე ვიბრძოლოთ და მინიმუმ ერთი თამაში მოვიგოთ რადგან ეს ტესტები რეიტინგზეც აისახება და წლობით მოპოვებულ ავტორიტეტს გაფრთხილება უნდა! ისე კი, როგორც ვიცი, არც კუძულელები არიან ოპტიმალური შემადგენლობით

15:16 | 02.06.2016
→ LELOS← (98)

წარმატებები ბიჭებს!!!! აი პირდაპირი რომ იქნება ეგ ხომ საერთოდ მაგარია.

15:14 | 02.06.2016
dinamo222 (692)

რომელმა იდიოტმა დაგეგმა ივნისში ეს თამაშები ? არ იცოდნენ რომ ნახევარი გუნდი არ ეყოლებოდათ ? @@ ეხლა ეთამაშონ თითქმის ა ნაკრებით და სამიდან ერთი თამაში მაინც თუ მოვიგეთ მადლობლები უნდა ვიყოთ @@@

13:20 | 02.06.2016
tamasho (88)

წელს პაციფიკის თასი აღარ იქნება? თუ

13:46 | 02.06.2016
jora84 (183)

არც წელს იქნება და არც მომავალ წელს

12:08 | 02.06.2016
DataN24 (215)

ვა პირდაპირს ამბავი ძალიან გამიხარდა

0.08904