ტესტ-მატჩები

11:55 | 1.06.2016 | ნანახია 1891 - ჯერ

არგენტინის 28-კაციანი შემადგენლობა

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანიელ ურკადემ 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელთა მეშვეობითაც ივნისის ტესტ-მატჩებში იტალიის და საფრანგეთის დამარცხებას ეცდება.

„პუმებს“ აგუსტინ კრევი უკაპიტნებს და დისკვალიფიკაციის გამო ერთბაშად სამი მორაგბე დააკლდება - რამირო ერერა, ტომას ლავანინი და ლეონარდო სენატორე. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ემილიანო ბოფელი.

გამოძახებულთა შორისაა ავსტრალიური „ბრამბისის“ 9 ნომერი ტომას კუბელი, რომელიც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრისთვის კონკურენციას მარტინ ლანდახოს გაუწევს. 28-კაციან განაცხადში არავინაა ევროპული კლუბებიდან.

არგენტინის ნაკრები 11 ივნისს იტალიას, ხოლო 18 და 25 ივნისს საფრანგეთის ნაკრებს უმასპინძლებს. ურკადემ არჩევანი შემდეგ მოთამაშეებზე შეაჩერა:

მორკინალები: სანტიაგო გარსია ბოთა, ფაკუნდო ჯიჯენა, ფაკუნდო ბოში, აგუსტინ კრევი, ხულიან მონტოია, ენრიკე პირეტო, ნაუელ ტეტაზ ჩაპარო, მატიას ალემანო, გუიდო პეტი, ხუან მანუელ ლეგიზამონი, ტომას ლეძანა, პაბლო მატერა, ხავიერ ორტეგა დესიო, ფაკუნდო ისა;

უკანა ხაზი: გონსალო ბერტრანი, ტომას კუბელი, მარტინ ლანდახო, ხუან მარტინ ერნანდესი, ნიკოლას სანჩესი, ხერონიმო დე ლა ფუენტე, სანტიაგო გონსალეს იგლესიასი, მატიას მორონი, მატიას ორლანდო, სანტიაგო კორდერო, ლუკას გონსალეს ამოროსინო, მანუელ მონტერო, რამირო მოიანო, ხოაკინ ტუკულეტი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08368