იტალიის ნაკრებს ივნისის ტესტ-მატჩებში 26 წლის ჰავბეკი ედუარდო გორი უკაპიტნებს. ინფორმაცია „აძურის“ ახალმა თავკაცმა კონორ ოშიმ გააჟღერა.
მოგეხსენებათ, იტალიის ნაკრების კაპიტნად სერჯიო პარისე ითვლება, თუმცა ოშიმ ამერიკულ ტურნეში 32 წლის მესამეხაზელი არ იახლა.
ედუარდო გორი ეროვნულ ნაკრებში 2010 წლიდან გამოდის და 50 კეპი აქვს მოხვეჭილი. იტალიური „ტრევიზოს“ მორაგბეს კაპიტნობა სამ მატჩში მოუწევს - 11 ივნისს არგენტინის, 19 ივნისს აშშ-ს და 25 ივნისს კანადის ნაკრების წინააღმდეგ. იტალიელები ყველა მატჩს სტუმრად გამართავენ.
„მინდა მადლობა გადავუხდაო სამწვრთნელო შტაბს ასეთი ნდობისთვის, ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა საკუთარი ქვეყანა სამ მატჩში წარვადგინო. ყველაფერს გავაკეთებ, რათა ღირსეულად შევასრულო ეს როლი“ - აცხადებს ედუარდო გორი.
„აძურის“ მთავარ მწვრთნელ კონორ ოშის გორის ეიმედება:
„ედუარდო ჯერ ახალგაზრდაა, თუმცა უკვე მოახერხა 50 მატჩის ჩატარება ნაკრებში. იგი იტალიაში პატივსაცემ ადამიანად ითვლება, მჯერა თავს გაართმევს დაკისრებულ მოვალეობას“.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია