ტოპ 14

17:45 | 31.05.2016 | ნანახია 3093 - ჯერ

კასტროჯოვანი უმუშევარი დარჩა

პარიზული „რასინგის“ ხელმძღვანელობამ იტალიელ ბურჯ მარტინ კასტროჯოვანის ლას ვეგასში ფეხბურთელებთან ერთად გასეირნება არ აპატია და მასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ 24 აპრილს ფრანგულ კლუბს ჩემპიონთა თასის ნახევარფინალური მატჩი ჰქონდა ლესტერში, ადგილობრივ „თაიგერსთან“. განაცხადში შეყვანილი 23 მოთამაშის გარდა, თანაგუნდელების მხარდასაჭერად ინგლისში პრაქტიკულად კლუბის ყველა წევრი გაემგზავრა. მათ შორის არ იყო იტალიელი ბურჯი.

კასტროჯოვანი კლუბის ხელმძღვანელობას იმ მოტივით დაეთხოვა, რომ ოჯახური პრობლემების გამო არგენტინაში აპირებდა გამგზავრებას, თუმცა, რამდენიმე დღეში შვედურ გამოცემაში გამოჩნდა ფოტო, სადაც 34 წლის მორაგბე პსჟ-ს ფეხბურთელებთან, მათ შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად ლას ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროში ერთობა. სწორედ ეს გახდა კასტროჯოვანის კლუბიდან მოკვეთის საბაბი, თუმცა მორაგბე გარკვეულ უზუსტობებზე აპელირებს:

„პრესაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. თანაგუნდელებთან ერთად „ლესტერთან“ მატჩისთვის მთელი მონდომებით ვემზადებოდი და უკანასკნელ მომენტში მითხრეს, რომ განაცხადში არ ვიქნებოდი და ინგლისში არ მივდიოდი. ამან გული დამწყვიტა. სულ სხვა დასასრულზე ვოცნებობდი... სამწუხაროდ, ახლა ვეღარაფერს შევცვლი“ - თქვა იტალიელმა.

ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას კასტროჯოვანი, რომლის ანგარიშზეც 119 სანაკრებო მატჩია.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:14 | 31.05.2016
tamasho (88)

ღლენისეიში წავიდეს

0.148241