ზე-18

22:14 | 30.05.2016 | ნანახია 1514 - ჯერ

ერერა ორი კვირით დაისაჯა

არგენტინული „იაგუარესის“ ბურჯი რამირო ერერა „კინგსთან“ გამართულ მატჩში წესების უხეშად დარღვევისთვის ორი კვირითაა დისკვალიფიცირებული.

„სანზარის“ სადისციპლინო ოფიცერ მაიკლ ჰერონის განმარტებით, 27 წლის არგენტინელმა 10,4 პუნქტი დაარღვია, რომელიც მოლსა და რაქში ჩართვისა და მოქმედების წესს განსაზღვრავს.

ერერამ „კინგსთან“ წაგებულ მატჩში (22:29) უხეშობისთვის წითელი ბარათიც მიიღო. მას მეტოქისთვის თავის არეში განზრახ დარტყმის მიყენებაში ედება ბრალი. ერერას მხოლდო ერთი მატჩის გამოტოვება მოუწევს, რომელიც 11 ივნისს არგენტინასა და იტალის ნაკრებებს შორის შედგება.

„გათვალისწინებით იმისა, რომ წესების დარღვევას მორაგბის დაზიანება არ მოჰყოლია და ერერას მხრიდან ეს პირველი ქმედება იყო, მას სასჯელი შეუმცირდა“ - აცხადებს „სანზარის“ სადისციპლინო ოფიცერ მაიკლ ჰერონი.

უნდა აღინიშნოს, რომ „იაგუარესის“ მორაგბეები დისციპლინაში ცალსახად მოიკოჭლებენ, მსაჯებს არგენტინელი მოთამაშეების გასინბინება თითქმის ყველა მატჩში უწევთ, ბოლო რაუნდში კი, „კინგსთან“ მატჩში „იაგუარებმა“ ორი წითელი და ერთი ყვითელი ბარათი მიიღეს.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.067602