ტოპ 14

13:42 | 30.05.2016 | ნანახია 6456 - ჯერ

ხუთი ქართველი ცენტრალურ მატჩში და შეუდარებელი მჭედლიძე

საფრანგეთის ტოპ 14-ის XXV ტურის ცენტრალურ მატჩში, რომელშიც „მონპელიე“ „ტულონს“ მასპინძლობდა, ორივე გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად ხუთმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა.

მასპინძელთა შორის 72 წუთი ითამაშა მიხეილ ნარიაშვილმა, ხოლო ქუბრიაშვილი 54-ე წუთზე შეცვალეს; სტუმართა შორის სრულად გაისარჯა მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე, ამ თამაშში მესამე ხაზში დააბრუნეს და 72-ე წუთზე შეცვალეს მამუკა გორგოძე, ხოლო ჩილაჩავამ 58 წუთი ითამაშა.

დებიუტში ორი ლელო გავიდა. ანგარიში „მონპელიემ“ გახსნა, რომელმაც სტუმართა წითელ ზოლში რამდენიმე დარტყმა განახორციელა და ორჯერ ნარიაშვილი მიეძალა, მერე გორგოძემ მომხვდური ადგილზე გააშეშა, თუმცა ბურთი მასპინძლებს დარჩათ და ივალდიმ ლელო დაამიწა. „ტულონმა“ სწრაფი შეტევით უპასუხა და ორ წუთში ფიჯელი ტუისოვა მარჯვენა ფლანგიდან ლელოში შევიდა, თუმცა პელისეს გარდასახვა არაზუსტი იყო.

თამაში, რომელიც „მონპელიეს“ მთელი რიგი მოთამაშეებისთვის გაცილებისა იყო, მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. მასპინძლები თავს კარგად იცავდნენ, სტუმრებს შეცდომები მოსდიოდათ და ამით „მონპელიე“ სარგებლობდა. მე-16 წუთზე მაა ნონუმ ბურთი შეტევაში დაკარგა და „ტულონმა“ სწრაფ კონტრშეტევაზე მეორე ლელო გაუშვა. კატრაკილისმა ამჯერადაც გარდასახა და მერე ჯარიმაც გაიტანა, რაზეც ორიოდე წუთში პელისემაც ჯარიმით უპასუხა - 17:8.

ასეთი დასაწყისის შემდეგ გუნდები ოდნავ დამშვიდდნენ და ანგარიში 33-ე წუთზე შეიცვალა. სტეინმა შორიდან ჯარიმა გაიტანა, ხოლო ზედ შესვენების წინ „ტულონის“ ბურჯმა ხავიერ ჩოკიმ შუამარბივით ითამაშა, ლელოდან 35 მეტრში ხაზი გაჭრა, ორი მბოჭავი ჩამოიშორა, 28 კმ/სთ განავითარა და ჩათვლის მოედნამდე ირბინა - 20:15. თამაში რომ განახლდა პელისემ ჯარიმით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ 52-ე წუთზე ჯეიმს ოკონორმა ფეხით გადაკიდებული ბურთი ვერ აიღო, მას ტიმოსი ნაგუსა დაეუფლა და დუბლი შეასრულა. ამის შემდეგ გუნდებმა ქულები ჯარიმებით აგროვეს, „მონპელიემ“ 36:21 იმარჯვა და წინა ტურში დაკარგული მეორე ადგილი დაიბრუნა, ხოლო „ტულონი“ მეოთხემდე დაქვეითდა.

რაც შეეხება ქართველი ლეგიონერების პირად სტატისტიკას, ნარიაშვილმა ბურთი სულ ორჯერ მიიღო, მაგრამ უზარმაზარი შავი სამუშაო შეასრულა; დაცვაში 12 ბოჭვა მიითვალა და 2 გაუცუდდა, ორჯერ კი, დაჯარიმდა. ქუბრიაშვილმა ერთხელ შეუტია და 2 მეტრით წინ წაიწია, 3 ბოჭვა შეასრულა და 2 გაუცუდდა. ნარიაშვილის მსგავსად, ის კარგად იდგა შერკინებაში და დიდი მოცულობის შავი სამუშაო შეასრულა.

სტუმართა შორის მიქაუტაძემ 6-ჯერ შეუტია და 11 მეტრი მოიგო, 4 პასი გააკეთა, ერთხელ მბოჭავს დაუსხლტა და ერთი ოფლოუდი გაახერხა; დაცვაში მან 1 ბოჭვა შეასრულა და ორჯერ თერნოვერი გაახერხა. გორგოძემ 9 შეტევით 26 მეტრი იარა, 4 პასი გააკეთა, ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა, 2-ჯერ მბოჭავს დაუსხლტა, ერთი ოფლოუდი შეასრულა და ერთხელ მეტოქის დერეფანი მოიგო; მის ანგარიშზე 2 ბოჭვა და 1 თერნოვერია. ძირითადად შავი სამუშაო ასრულა ჩილაჩავამ.

ტურის კიდევ ერთ ცენტრალურ მატჩში ვასილ კაკოვინის „ტულუზმა“ ლიდერი, დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის „კლერმონი“ 22:11 დაამარცხა. ზირაქაშვილმა ერთი კვირის წინ, ვარჯიშზე კისრის ტრავმა მიიღო, განაცხადში არ იყო კაკოვინიც, ხოლო კოლელიშვილმა პირველიდან 67-ე წუთამდე ითამაშა. მან 3 შეტევით 4 მეტრი მოიგო, ორი მბოჭავი ჩამოიშორა და ორი პასი გააკეთა, ხოლო დაცვაში 7 ბოჭვა შეასრულა და 2 გაუცუდდა.

თამაში სტუმრებისთვის კარგად დაიწყო და ბროკ ჯეიმსის ადრეულ ჯარიმას მე-18 წუთზე ლელო მოყვა - 0:8. მაგრამ შესვენებამდე მასპინძლებმა ორი საპასუხო ლელო დადეს. ლუკ მაკალისტერს გარდასახვები გაუცუდდა, თუმცა ერთი ჯარიმა გაიტანა, რაზეც ჯეიმსმა ზედ შესვენების წინ ასევე ერთი ჯარიმით უპასუხა - 13:11. მეორე ტაიმში მხოლოდ 3 ჯარიმა გავიდა და სამივე „ტულუზმა“ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ტულუზელთა ოთხივე ჯარიმა სხვადასხვა მორაგბის ანგარიშზეა - მაკალისტერი, ბეზი, ფრიტცი და დუსაინი. თამაში „ტულუზმა“ 22:11 მოიგო და პლეი ოფში თამაში ოფიციალურად დაიბევა, ხოლო „კლერმონმა“ მარცხის მიუხედავად პირველი პოზიცია შეინარჩუნა.

პლეი ოფში თამაში დაიბევა დავით ხინჩაგიშვილის „რასინგმა“, რომელმაც სტუმრად ლექსო ყაულაშვილისა და გაგი ბაზაძის „ლა როშელი“ 30:14 დაამარცხა. მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ყაულაშვილმა მიიღო. ის შეცვლაზე 52-ე წუთზე შევიდა, 3 ბოჭვა შეასრულა, ორი გაუცუდდა და ერთხელ დაჯარიმდა. პარიზელებმა პირველ ტაიმში ორი ლელო გაიტანეს და 20:9 დაწინაურდნენ. „ლა როშელმა“ 46-ე წუთზე შეძლო ერთი საპასუხო ლელოს დადება და ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ამის შემდეგ ქულები მხოლოდ „რასინგმა“ აგროვა.

საქართველოს ნაკრების გარემარბმა თამაზ მჭედლიძემ ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში მე-15 მატჩი ჩაატარა და მეექვსე ლელო გაიტანა, რაც ქართველ ლეგიონერთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. სამწუხაროდ, მისი და გიორგი თეთრაშვილის „აჟენი“ სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენარჩუნების შანსი დიდი ხანია დაკარგა. რეგულარული პირველობის ბოლოსწინა ტურში, „აჟენი“ პარიზში ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის „სტად ფრანსეს“ ეთამაშა და ბოლო წუთზე გაშვებული ჯარიმით 26:28 დამარცხდა.

პირველ ტაიმში გუნდებმა ორ-ორი ლელო გაიტანეს. მჭედლიძემ ბურთი 24-ე წუთზე წუთზე დაამიწა და გუნდი 14:7 დააწინაურა, თუმცა სტუმრებმა ტაიმი 14:15 დათმეს და 54-ე წუთისთვის 14:25 ჩამორჩნენ. „აჟენმა“ 69-ე და 72-ე წუთებზე კიდევ ორი ლელო დადო, მეორე გარდასახვა არაზუსტი იყო და 26:25 დაწინაურდა, თუმცა გაწითლებულ დროზე ჯარიმა გაუშვა.

მჭედლიშვილმა სრულად ითამაშა, 4-ჯერ შეუტია და ბურთით 13 მეტრი იარა, ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა და 5 მბოჭავს დაუსხლტა. მის ანგარიშზე 5 ბოჭვაა. თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო ბურჯი თეთრაშვილი, 2 შეტევით 2 მეტრი მოიგო და ერთი პასი გააკეთა, 5 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ დაჯარიმდა.

კარლენ ასიეშვილისა და გიორგი ჟღენტის „ბრივი“ „ბორდოს“ ეწვია და 7:34 დამარცხდა. ასიეშვილი შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა და 5 მიძალებით 8 მეტრი იარა, 3 ბოჭვა შეასრულა და ერთი გაუცუდდა. პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლმა „ბორდომ“ ტაიმი 17:7 მოიგო, დასკვნით 15 წუთში კიდევ ორი ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.

გიორგი ნაცარაშვილის „პომ“ „გრენობლს“ ქართველი ლეგიონერის გარეშე უმასპინძლა და 29:12 დაამარცხა. გიორგი ვეფხვაძის „ოიონა“ „კასტრს“ დაუხვდა და 20:25 დამარცხდა. ვეფხვაძემ შეცვლაზე 66-ე წუთიდან ითამაშა.

ამრიგად, ტოპ 14-ის საჩემპიონო პლეი ოფში თამაში უკვე დაბევებული აქვს ხუთ გუნდს და სასიხარულოა, რომ ხუთივე ქართველი ლეგიონერებისაა. დასკვნით ტურში უნდა გაირკვეს, ვინ იქნება პლეი ოფის მეექვსე მონაწილე, არაქართული გუნდი და ასევე, როგორ დაწყვილდებიან გუნდები პლეი ოფებში.

საფრანგეთი. ტოპ 14. XXV ტური

ლა როშელი - რასინგი 14:30

ბორდო - ბრივი 34:7

სტად ფრანსე - აჟენი 28:26

პო - გრენობლი 29:12

ოიონა - კასტრი 20:25

ტულუზი - კლერმონი 22:11

მონპელიე - ტულონი 36:21

1.

კლერმონი

25

17

1

7

678:423

83

13

2.

მონპელიე

25

18

0

7

698:529

81

9

3.

რასინგი

25

17

1

7

574:497

77

17

4.

ტულონი

25

15

0

10

720:443

77

7

5.

ტულუზი

25

15

2

8

627:379

74

10

6.

კასტრი

25

14

0

11

615:482

67

11

7.

ბორდო

25

14

2

9

549:459

67

7

8.

ბრივი

25

12

1

12

494:535

57

7

9.

ლა როშელი

25

11

0

14

545:599

54

10

10.

გრენობლი

25

10

0

15

591:726

47

7

11.

პო

25

10

1

14

410:629

46

4

12.

სტად ფრანსე

25

9

0

16

529:596

41

5

13.

ოიონა

25

5

0

20

410:824

23

3

14.

აჟენი

25

4

0

21

508:827

22

6

XXVI (ბოლო) ტური. 5 ივნისი

გრენობლი - ტულუზი, ტულონი - ბორდო, რასინგი - მონპელიე, ბრივი - პო, აჟენი - ოიონა, კლერმონი - ლა როშელი, კასტრი - სტად ფრანსე

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:22 | 30.05.2016
geogoli (367)

წარმოიდგინეთ ტურის ცენტრალურ შეხვედრას 5 ქართველი იწყებს ძირითად შემადგენლობაში. ძალიან დაფასდა ქართული შერკინება. მთავარია უკანა ხაზმა აუბას მხარი, რასაც წელს გადასარევად ახერხებს თაზო მჭედლიძე და იმედია მომავალ წელსაც ექნება ტოპ 14-ში თამაშის შანსი. ძალიან გამეხარდება თუ შარიქაძეც დაემატება ტოპ 14-ს. ვასკას საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ბრივში იქნება. მოკლედ ქართული რაგბი წინ დიდი ნაბიჯებით მიიწევს.
ივნისის ტესტებზე კიდევ საოცარ ფორმაში მყოფი თაზო და კაჭი გვეყოლება, პლიუს ტრადიციულად მაგრად მოასპარეზე შარიქაძე. წამოვიღებთ ერთ თამაშს მაინც კუნძულებიდან

0.124671