„სუპერ რაგბისთვის“ მზადების დასკვნით ეტაპზე სამხრეთ აფრიკულმა ფრანშიზმა ამხანაგურ მატჩში ფრანგული „ტულონი“ დაამარცხა, მაგრამ დიდი დანაკლისი განიცადა.
„ზვიგენების“ კაპიტანმა და მთავარმა დამრტყმელმა პატრიკ ლემბიმ მხარი დაიზიანა. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ტრავმა სერიოზულია და ლემბის მკურნალობას დაახლოებით თვენახევარი დაჭირდება.
„სუპერ რაგბის“ პირველ ტურში „შარქსი“ 27 თებერვალს „კინგსს“ ეთამაშება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია