სტატიები

13:26 | 1.04.2016 | ნანახია 2771 - ჯერ

„მსოფლიო რაგბი“ კუნძულელებს არ ენდობა

„მსოფლიო რაგბი“ წელს გადაწყვეტილებების მიღების მაგიდასთან რამდენიმე ახალ ქვეყანას მიიწვევს და მათ ხმის უფლებას მიანიჭებს, მაგრამ ამ სიაში ვერ მოხვდებიან წყნარი ოკეანის ქვეყნები.

რაგბის მმართველების გადაწყვეტილებით, ასეთ უფლებას ორი ისეთი ქვეყანა მიიღებს, რომელთაც გასულ ორ მსოფლიო თასზე საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახეს. საბჭოში ხმის მიღების კანდიდატები საქართველო, რუმინეთი, კანადა, აშშ და იაპონია არიან.

წყნარი ოკეანეთის წარმომადგენლები კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ და უარი ამითაა განპირობებული. მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი საკითხია დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება და მინიმუმ ხუთი წლის ფინანსურად გამართული მუშაობა. სამოას, რომელმაც რეფორმირება შარშან დაიწყო, დიდი ხანია კორუფციაში სდებენ ბრალს და ამან პიკს 2014 წელს მიაღწია. დიდი ფინანსური გარღვევა აღმოუჩინეს ტონგას, რომელიც ვალებშია ჩაფლული, ორი სასამართლო დავა ჰქონდა და ანგარიშები გაუყინეს.

„მოცემული მომენტისთვის წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან კრიტერიუმებს ვერცერთი აკმაყოფილებს. ფიჯისთან, ტონგასთან და სამოასთან აქტიურად ვმუშაობთ, რათა მათ რაც შეიძლება მალე შეძლონ მოთხოვნების დაკმაყოფილება“ - ამბობს უილ გლენვრაითი, რომელიც „მსოფლიო რაგბიში“ აზიისა და ოკეანეთის რეგიონს კურირებს.

ასეთ სიტუაციაში, ამ სამ ქვეყანას ერთადერთი ხმის უფლება დარჩება ისეთი საკითხების გადაწყვეტისას, რომელიც დაგეგმარებას და შემოსავლების განაწილებას ეხება. ამ დროს სხვა ქვეყნები სწრაფი ტემპებით განაგრძობენ პროგრესირებას და სულ მალე ხმის უფლებითაც დასაჩუქრდებიან.

„საქმე მხოლოდ ტონგას კი არა, წყნარი ოკეანის სამივე ქვეყანას ეხება. მათ უნდა შეიგნონ, რომ საქართველოსთან, კანადასთან, რუმინეთთან და რუსეთთან, რომლებიც ბრწყინვალედ მუშაობენ, კონკურენცია აქვთ თითოეული დოლარისთვის. „მსოფლიო რაგბის“ მყარი გარანტიები უნდა ჰქონდეს, რათა განვითარებად ქვეყნებში ინვესტიცია მოახდინოს“ - ამბობს ახალი ზელანდიის მოთამაშეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი რობ ნიკოლი.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:15 | 01.04.2016
RC BAGRATI KUTAISI (10)

ეს ღრუსეთი რა შუაშია?

14:03 | 01.04.2016
ukleba (77)

რუსეთი რა შუაშია : D D მე მგონი მაინც უფრო მეტად ჩვენ და ამერიკას მოგვცემენ ხმას. თუ პოლიტიკა ჩაერია მაშინ ამერიკას და რუსეთს. აქვე იაპონიაც არ დაგვავიწყდეს

0.075624