საფრანგეთი პრო დ2

18:47 | 29.05.2016 | ნანახია 2141 - ჯერ

პრო დ2-ის ქართული ფინალი

მომავალი სეზონიდან საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში ქართველი ლეგიონერების გუნდების რაოდენობა გაიზრდება.

მართალია უმაღლეს დივიზიონს „ოიონასთან“ ერთად თამაზ მჭედლიძისა და გიორგი თეთრაშვილის „აჟენი“ დაემშვიდობა, რომლის შემადგენლობაშიც მომავალ სეზონში ვახტანგ ახობაძეც ითამაშებს, მაგრამ ელიტა ერთში ქართველთა ორი გუნდი დაწინაურდება. ერთი დიდი ხანია ცნობილია - ზაზა ნავროზაშვილისა და გიორგი ჯავახიას „ლიონი“, რომელმაც პრო დ2 მოიგო, ხოლო მეორე 4 ივნისს გაირკვევა. ამ დღეს, გადამწყვეტ მატჩში ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის „ორიაკი“ ანტონ ფეიქრიშვილის „ბეიონს“ ეთამაშება.

უკვე ვწერდით, რომ „ორიაკმა“ „მონ-დე-მარსანი“ 28:13 დაამარცხა, დღეს კი, მეორე ნახევარფინალში „ბეიონმა“ „კოლომიეს“ 28:16 აჯობა. თავიდანვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრების ბურჯი ფეიქრიშვილი თადარიგში იყო და თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო.

ბასკებმა წარმატებას მეორე ტაიმში მიაღწიეს. პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. 23 წუთში მარტინ ბუსტოს მოიანომ სამი, ხოლო დავიდ სკრელამ ერთი ჯარიმა გაიტანა, მერე სკრელამ 3 წუთის ინტერვალით ჯარიმა და არეკნი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა, ხოლო 38-ე წუთზე „კოლომიეს“ ლელო კვლავ სკრელამ გარდასახა. გაწითლებულ დროზე მასპინძელთა არგენტინელმა ფულბეკმა მორიგი 3 ქულა მიითვალა და ტაიმი 12:16 დასრულდა.

მატჩის განახლებიდან 10 წუთში მოიანომ ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, ხოლო 57-ე წუთზე „ბეიონმა“ თავისი ლელო დადო. თავი ზელანდიელმა გარემარბმა კადე პოკიმ გამოიჩინა და მოიანო კვლავ ზუსტი იყო. 65-ე და 76-ე წუთებზე მოიანომ კიდევ ორი ჯარიმა შეასრულა და ბასკების ფინალში გასვლაში უდიდესი როლი ითამაშა. გადამწყვეტი მატჩი ტულუზში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ რეგულარული გათამაშება „ბეიონმა“ მეორე, ხოლო „ორიაკმა“ მესამე ადგილზე დაასრულა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:12 | 30.05.2016
zangura (109)

გადამწყვეტი მატჩი ტულუზში ანუ ნეიტრალურ მოედანზე იმართება?

10:45 | 30.05.2016
DataN24 (215)

პრაქტიკულად ყველა თამასი გამორჩეული იყო წელს თაზო და იმედია ვინმე დაიმატებს ტოპ 14 დან კუნძულელებთან გამოგვადგება ასეთი ძლიერი უკანახაზელი რომელსაც მესამე ხაზელის აღნაგობააქვს

19:43 | 29.05.2016
deqstera (86)

მიუხედავად იმისა რომ დიდ პატივს ვცემ ანტონ ფეიქრიშვილს, მაინც მინდა რომ ტოპ 14ში შარიქაძის გუნდი გადავიდეს, შერკინების მოთამაშეების პრობლემა არასდროს გვქონია და სურვილის შემთხვევაში ფეიქრიშვილიც თავისუფლად შეძლებს ტოპ 14-ის გუნდში გადასვლას, ნაკრებისთვის კი ძალიან კარგი იქნება ხაზის მოთამაშეები თუ ითამაშებენ საფრანგეთის მთავარ დივიზიონში!!

მჭედლიძეს საკმაოდ დიდი პროგრესი ჰქონდა ტოპ 14ში გადასვლის მერე და იმედი მაქვს ანალოგიურად გააგრძელებს პროგრესირებას შარიქაძეც, პლიუს ცუდი არიქნება თუ მჭედლიძეს რომელიმე ტოპ 14ის გუნდი დაიმატებს!!

20:34 | 29.05.2016
Kala94 (151)

ზუსტად მაგას ვფიქრობ მეც.. ჯერ ერთი ორიაკში 4 ჩვენიანი თამაშობს და მერეც მეორე ფეიქრიშვილს თავისუფლად შეუძლია რომელიმე გრანდში თამაში.. განსაკუთრებით ამ ერთა თასის მერე.. მჭედლიძე აუცილებლად უნდა აიყვანოს რომელიმე გუნდმა.. გრენობლი, პო, კასტრი, ბრივი, ლიონი.. ნადმვილად გამოადგება ამ გუნდებს..

21:35 | 29.05.2016
deqstera (86)

გვერდზე გაცილებით გამოცდილი ჯობია ყავდეთ თორე ორიაკმა რო აიყვანოს და ერთ გუნდში მიიღონ შარიქაძე-მჭედლიძემ პრაქტიკა არც ეგ იქნება ცუდი, სანაკრებოდ უკეთ შეთამაშდებოდნენ...

22:03 | 29.05.2016
Kala94 (151)

ვნახოთ ვნახოთ იმედია უფრო ბევრნი ვიქნებით მომავალ ტოპ 14 ში..

0.078198