საფრანგეთი პრო დ2

15:43 | 29.05.2016 | ნანახია 2333 - ჯერ

„ორიაკი“ ფინალშია

ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის „ორიაკი“ პრო დ2-ის პლეი ოფის ფინალშია და მეტოქეს ელის.

ქართული ოთხეულის გუნდმა ტოპ 14-ში ასასვლელ ნახევარფინალში ბექა გორგაძის „მონ-დე-მარსანი“ 28:13 დაამარცხა. ტრადიციულად, „ორიაკი“ საკუთარ მოედანზე ძლიერად თამაშობს და გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იყო. ანგარიში მე-19 წუთზე გაიხსნა, როდესაც მასპინძლებმა კარგი მოლი დააყენეს, რომელშიც დათუნაშვილიც იყო ჩართული და ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა.

ამის შემდეგ სამხრეთელების ჯერი დადგა. თავი ჯერ „მონ-დე-მარსანის“ ფიჯელმა უკანახაზელებმა გამოიჩინეს, ვილიკისა სალავამ ლელო 25-ე წუთზე, კონტრშეტევაზე გაიტანა, ხოლო სავენაკა ტოკულამ მიზანს 29-ე წუთზე უწია. გარდასახვები არაზუსტი იყო და სტუმრები მხოლოდ 3 ქულით დაწინაურდნენ, 3 წუთში კი, ლელო „ორიაკის“ ზელანდიელმა ლეგიონერმა ჯეკ მაკპემ მიითვალა და თავისიანებს ლიდერობა დაუბრუნა. შესვენებამდე პეტიტჯანმა გარდასახვა, ჯარიმა და არეკნი გაიტანა - 20:10.

მეორე ტაიმი უფრო ჩაკეტილი გამოდგა. 49-ე და 53-ე წუთებზე დამრტყმელებმა ჯარიმები გაცვალეს, 74-ეზე კი, „ორიაკმა“ მესამე ლელო გაიტანა და ბრძოლა დაასრულა. აქ თავი შარიქაძემ გამოიჩინა, რომელმაც 5-მეტრიან ზოლთან მიიღო ბურთი, ძლიერად დაარტყა და ლელომდე სანტიმეტრები დააკლდა, თუმცა მომდევნო ორი სწრაფის მიძალების შემდეგ, ჩათვლის მოედანს ადრიენ პელისე მიწვდა.

სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების შუამარბმა შარიქაძემ; მოედანზე პირველივე წუთებიდან იყო დათუნაშვილი და ის 67-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გორგაძე თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო.

ამრიგად, „ორიაკი“ 4 ივნისს ტოპ 14-ში ამსვლელ გადამწყვეტ მატჩში ითამაშებს. მისი მეტოქე დღეს გაირკვევა. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ანტონ ფეიქრიშვილის „ბეიონი“ „კოლომიეს“ ეთამაშება. ქართველი ბურჯი თადარიგშია.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:40 | 30.05.2016
georgiano11 (8)

RUGBY.2015-2016 - ProD2 - Semi-final 2 - Bayonne v Colomiers

torrent

0?'>https://www.facebook.com/671088999638850/photos/a.673179716096445.1073741826.671088999638850/1044554075625672/?type=3&theater':'>https://www.facebook.com/671088999638850/photos/a.673179716096445.1073741826.671088999638850/1044554075625672/?type=3&theater'))

19:39 | 30.05.2016
georgiano11 (8)

RUGBY.2015-2016 - ProD2 - Semi-final 1 - Aurillac v Mont-de-Marsan


0?'>https://www.facebook.com/671088999638850/photos/a.673179716096445.1073741826.671088999638850/1044552905625789/?type=3&theater':'>https://www.facebook.com/671088999638850/photos/a.673179716096445.1073741826.671088999638850/1044552905625789/?type=3&theater'))

20:35 | 29.05.2016
deqstera (86)

10-15 ნომრებიც თუ წამოვლენ ისეთები თუნდაც პრო დ2-ში რო ითამაშონ კარგი იქნება...

16:02 | 29.05.2016
DataN24 (215)

ვა კაია ძალიან მინდა გადავიდნენ შარიქაძისთვის კარგი იქნება ტოპ 14 ცუდის რომ მჭედლიძე გამოვარდა იმედია მალე დაბუნდება აჟენიც და უკანახაზელებიც გვეყოლება ტოპ ლიგაში მომავალ წელს ვასკაც დაემატება და ნელნელა მომრავლდებიან

0.083156