საფრანგეთის ელიტურ დივიზიონში მარტში 4 ტურის შეხვედრები ჩატარდა.
ტრამვა მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა „ტულონის“ მესამე ხაზელი მამუკა გორგოძე, რომელმაც 2 თამაში ძირითადში დაიწყო და სრულად ითამაშა. „გრენობლთან“ შეხვედრაში ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. „გორგოძილამ“ მარტში 160 წუთი ითამაშა.
მომდევნო ტურში, „რასინგ -92“-თან შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, ტურის სიმბოლურში მოხვდა „მონპელიეს“ ბურჯი დავით ქუბრიაშვილი. ამ შეხვედრის გარდა მან „აჟენთან“ მატჩშიც მიიღო მონაწილეობდა და ჯამში 97 წუთი დაუგროვდა.
მარტში ლეგიონერთა ერთადერთი ლელო „აჟენის“ გარემარბა თაზო მჭედლიძემ „მონპელიესთან“ შეხვედრაში მიითვალა. ის ამ თამაშში სათადარიგო იყო, „რასინგ-92“-თან კი ძირითადში ითამაშა და მსაჯმა ჩხუბის გამო სინბინით დასაჯა. ჯამში 2 თამაში, 87 წუთი, 1 ლელო და 1 სინბინი.
თაზოს თანაგუნდელს, ბურჯ გიორგი თეთრაშვილს, როგორც სასტარტო შემადგენლობის მოთამაშეს, ტოპ-14 ში დებიუტი ჰქონდა („რასინგ -92“-თან). გიორგიმ კიდევ ერთი შეხვედრა „კასტრთან“ ჩაატარა, რომელშიც მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა და საბოლოოდ ჯამში 102 წუთი დაჰყო მოედანზე.
მამუკა გორგოძის შემდეგ საუკეთესო დრო „მონპელიეს“ ბურჯ მიხეილ ნარიაშვილს აქვს - 144 წუთი. მან ორი შეხვედრა დაიწყო ძირითადში, ერთში კი შეცვლაზე შევიდა.
ორი შეხვედრა დაიწყო ძირითადში და 134 წუთი ითამაშა „ტულონის“ მეორე ხაზელმა კონსანტინე მიქაუტაძემ.
მისვე თანაგუნდელი ლევან ჩილაჩავა ერთხელ იყო ძირითადში და ერთხელ ჩაერთო შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან - 93 წუთი, ხოლო „სამედიცინო ჯოკერი“, კვაჭი იური ნატრიაშვილი 2-ჯერ იყო სათადაროგო და ჯამში 52 წუთი ითამაშა.
„ბრივის“ ქართველი ლეგიონერებიდან სამი თამაში (ერთი სასტარტო, ორი მარქაფა) ჩაატარა ვეტერანმა ბურჯმა გოდერძი შველიძემ, მან მოედანზე 74 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების ბურჯმა კარლენ ასიეშვილმა თითო ძირითადით და სათადაროგოთი 83 წუთი „მოაგროვა“. ბურჯი გიორგი ჟღენტი კი ორივეჯერ სათადარიგო იყო და 41 წუთი ითამაშა. „კლერმონთან“ შეხვედრაში მსაჯმა ის სინბინით დასაჯა.
„სტად ფრანსეს“ შემადგენლობას დაუბრუნდა ბურჯი ზურაბ ჟვანია, რომელიც „პოსთან“ სათადარიგო იყო, ხოლო „ტულუზთან“ ძირითადი. ორივე თამაშში თავის სტილს არ უღალტა და ბურჯისთვის არადამახასითებელი თვისებებით გულშემატკივრები გაახალისა, ჯამში კი, 88 წუთი ითამაშა.
ზურას მსგავსად ერთხელ იყვნენ ძირითადში და ერთხელ სათადარიგო „ლა როშელის“ ბურჯი გაგი ბაზაძე, რომელმაც მოედანზე 69 წუთი დაყო და „რასინგ 92“-ის ბურჯი დავით ხინჩაგაშვილი (83 წუთი).
თითო თამაში ჩაატარეს „პოს“ ბურჯმა გიორგი ნაცარაშვილმა და „ტულუზის“ ბურჯმა ვასილ კაკოვინმა, შესაბამისად 52 და 40 წუთი.
მარტის თვის სტატისტიკა:
მამუკა გორგოძე - 160 წუთი (2/0)
მიხეილ ნარიაშვილი - 144 წუთი (2/1)
კონსტანტინე მიქაუტაძე - 134 წუთი (2/0)
გიორგი თეთრაშვილი - 102 წუთი (1/1), 1 სინბინი
დავით ქუბრიაშვილი - 97 წუთი (1/1)
ლევან ჩილაჩავა - 93 წუთი (1/1)
კარლენ ასიეშვილი - 89 წუთი(1/1)
ზურაბ ჟვანია - 88 წუთი(1/1)
თამაზ მჭედლიძე - 87წუთი (1/1), 1 ლელო, 1 სინბინი
დავით ხინჩაგაშვილი - 83წუთი (1/1)
გოდერძი შველიძე - 74 წუთი (1/2)
გაგი ბაზაძე - 69 წუთი (1/1)
გიორგი ნაცარაშვილი - 52 წუთი (1/0)
იური ნატრიაშვილი - 52 წუთი (0/2)
გიორგი ჟღენტი - 41 წუთი (0/2), 1 სინბინი
ვასილ კაკოვინი - 40 წუთი (1/0)
ტოპ-14 სრული ლეგიონი (ძირთადი გუნდი+ესპუარები):
აჟენ: თამაზ მჭედლიძე (ფრთა), გიორგი თეთრაშვილი(ბურჯი), გიორგი მარგველანი* (ბურჯი);
ბრივ: გიორგი ჟღენტი, კარლენ ასიეშვილი, გოდერძი შველიძე (სამივე ბურჯი), გიორგი ცუცქირიძე* (მესამე ხაზი);
კლერმონ: დავით ზირაქაშვილი (ბურჯი), ვიქტორ კოლელიშვილი (ფლანკერი), ბექა კაკაბაძე* (ბურჯი), ნიკა სვიმონიშვილი* (ბურჯი), ნიკა ნეფარიძე* (ბურჯი), ოთარ გიორგაძე* (მეორე ხაზი), თორნიკე ზოიძე* (მესამე ხაზი);
ლა როშელ: გაგი ბაზაძე, ლექსო ყაულაშვილი (ორივე ბურჯი);
მონპელიე: მიხელ ნარიაშვილი, დავით ქუბრიაშვილი (ორივე ბურჯი);
ოიონაქსი: გიორგი ვეფხვაძე* (ბურჯი);
პო: გიორგი ნაცარაშვილი (ბურჯი);
რასინგ-92: დავით ხინჩაგაშვილი (ბურჯი);
სტად ფრანსე: ზურაბ ჟვანია(ბურჯი), გიორგი მელიქიძე* (ბურჯი), დავით პაპავაძე* (მესამე ხაზი);
ტულუზ: ვასილ კაკოვინი (ბურჯი);
ტულონ: იური ნატრიაშვილი (კვაჭი), ლევან ჩილაჩავა (ბურჯი), კონსანტინე მიქაუტაძე (ბურჯი), მამუკა გორგოძე (მესამე ხაზი), ბადრი ალხაზიშვილი* (კვაჭი);
შენიშნა: მოთამშის გვარის ბოლოს * მიუთითებს იმაზე, რომ ეს მოთამაშე ესპუარების გუნდშია.
გიორგი ბეჭვაია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია