ფრანგული „ტულონის“ ინგლისელი მესამეხაზელი სტეფონ ერმიტეიჯი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს. კარიერის გასაგრძელებლად მას სამი ვარიანტი აქვს.
უკვე ცნობილია, რომ 30 წლის მორაგბის დამატება ინგლისურ „უოსპს“ სურს, რომელიც ახალი სეზონის წინ სერიოზულად ძლიერდება. ეს ვარიანტი სტეფონისთვის საინტერესოა, რადგან ამ შემთხვევაში ინგლისის ნაკრებიდანაც ექნება მიწვევის მიღების შანსი.
თუმცა, ახლა მას საფრანგეთში დარჩენის შანსი გაუჩნდა და „პოსგან“ და „ლიონისგან“ ოფიციალური შეთავაზებები მიიღო.
ერმიტეიჯი „ტულონში“ 2011 წელს „ლონდონ აირიშიდან“ გადავიდა და ფრანგული გრანდის მაისურით 129 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 24 ლელოა, სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი და მისი წინამორნედი „ჰაინეკენის თასი“, ერთხელ კი, ტოპ 14-ის გამარჯვებული გახდა. 2014 წელს ინგლისელი ევროპის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ქვეყნის ეროვნული გუნდის კვართით სტეფონს 5 თამაში აქვს ჩატარებული.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია