მართალია ევროტურნირების - ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის ორგანიზატორებს 2016/2017 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის თარიღი ოფიციალურად ჯერ არ გაუჟღერებიათ, მაგრამ პრესაში ინფორმაციამ მაინც გაჟონა.
თითოეულ ტურნირში 20-20 გუნდი იღებს მონაწილეობას და ისინი ხუთ ოთხ-ოთხგუნდა ჯგუფში 29 ივნისს გადანაწილდებიან.
ჩემპიონთა თასზე 7 ფრანგული, 6 ინგლისური, 4 ირლანდიური და თითო-თითო შოტლანდიური, უელსური და იტალიური კლუბი ითამაშებენ. მათი სრული სია ასეთია - „სარასენსი“, „ექსეტერი“, „უოსპსი“, „ლესტერი“, „ნორთჰემპტონი“, სეილ შარქსი“ (ყველა ინგლისი), „კლერმონი“, „ტულონი“, „მონპელიე“, „რასინგი“, „ტულუზი“, „ბორდო“, „კასტრი“ (ყველა საფრანგეთი), „ლენსტერი“, „კონახტი“, „ოლსტერი“, „მანსტერი“ (ყველა ირლანდია), „გლაზგო“ (შოტლანდია), „სკარლეტსი“ (უელსი), „ძებრე“ (იტალია);
მეორე დონის ჩელენჯ ქაფზე საფრანგეთს 7, ინგლისს 6, უელსს 3, ხოლო იტალიას, შოტლანდიას, რუმინეთს და რუსეთს თითო-თითო წარმომადგენელი ეყოლება. კლუბების სრული სია ასე გამოიყურე - „ჰარლექუინსი“, „გლოსტერი“, „ბათი“, „ვუსტერი“, „ნიუკასლი“, „ბრისტოლი“ (ყველა ინგლისი), „ბრივი“, „ლა როშელი“, „გრენობლი“, „პო“, „სტად ფრანსე“, „ლიონი“, პრო დ2-ის პლეი ოფის გამარჯვებული (ყველა საფრანგეთი), „კარდიფი“, „ოსპრეიზი“, „ნიუპორტი“ (ყველა უელსი), „ედინბურგი“ (შოტლანდია), „ბენეტონი“ (იტალია), „ტიმიშოარა-სარასენსი“ (რუმინეთი), „ენისეი“ (რუსეთი).
ჯერჯერობით უცნობია რამდენი გუნდი ითამაშებს რანგით მესამე, ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ტურნირში და რა სისტემით ჩატარდება ეს გათამაშება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია