ტოპ 14

10:11 | 28.05.2016 | ნანახია 1755 - ჯერ

„ტულონმა“ ვეტერანი ფრანგი გაიფორმა

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას და კოტე მიქაუტაძის „ტულონმა“ საფრანგეთის ნაკრების ყოფილ მორაგბესთან, ვეტერან უკანახაზელ ვინსენ კლერთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

35 წლის მორაგბის კარიერა 1998 წელს „გრენობლში დაიწყო და ოთხი წლის შემდეგ „ტულუზში“ გადავიდა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში კლერმა 14 წელიწადი გაატარა და 300-ზე მეტი თამაში ჩაატარა. ამ პერიოდში მან სამჯერ მოიგო ტოპ 14 და ამდენჯერვე გახდა „ჰაინეკენის თასის“ გამარჯვებული.

ვენსანის ანგარიშზე 67 სანაკრებო კეპია და ორ მსოფლიო თასზე ითამაშა - 2007 და 2011 წლებში. მან სამჯერ მოიგო ევროპის ექვსი ერი (2004, 2007 და 2010 წლებში) და დღემდე ევროთასების საუკეთესო მელელოვეა - 36.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078394