ისევე, როგორც ინგლისის ნაკრები, 29 მაისს „თვიქენჰემზე“ უელსი ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეტლანდმა ის 23 მორაგბე შეარჩია, რომლითაც ივნისის ტესტ-მატჩების სერიას დაიწყებს.
„დრაკონების“ კაპიტანმა სემ უორბარტონმა აღდგენა ვერ მოასწრო და თამაშს გამოტოვებს. სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდნენ როს მორიარტი, ჰალამ ეიმოსა და სკოტ უილიამსი, რომელსაც ნაკრებში დიდი ხანია აღარ უთამაშია. ინგლისის ჩემპიონატის ფინალსა და ფრანგულ კლუბებში გამოსვლის გამო უელსს ლუკ ჩარტერისი, ჯონათან დევისი და ტომას ფრენსისი დააკლდება. განაცხადში ვერ მოხვდნენ გარეთ დევისი და ბრედლი დევისი.
უელსის ნაკრებს დენ ლიდიეიტი უკაპიტნებს, რომელიც გუნდს წლევანდელი ექვსი ერის დასკვნით ტურში, იტალიასთან სარეკორდო სხვაობით მოგებულ მატჩში (67:14) კაპიტნობდა.
„მომავალი სერიის წინ, ეს უმნიშვნელოვანესი თამაშია. ახალ ზელანდიაში გამგზავრებამდე საჭიროა, რომ უკეთ მოვემზადოთ და ამ კუთხით ინგლისთან ჯახი მნიშვნელოვანია. მომავალ კვირეებში გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. დენმა ბოლო თამაშში ღირსეულად გვიკაპიტნა და ის ამ ნდობას ამჯერადაც იმსახურებდა“ - განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გეტლანდმა.
თამაში 29 მაისს თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.
უელსის ნაკრები ინგლისის წინააღმდეგ: 15. ლიამ უილიამსი, 14. ჯორჯ ნორთი, 13. სკოტ უილიამსი, 12. ჯეიმი რობერტსი, 11. ჰალამ ეიმოსი, 10. დენ ბიგარი, 9. რის უები; 1. რობ ევანსი, 2. სკოტ ბოლდუინი, 3. სამსონ ლი, 4. ჯეიკ ბოლი, 5. ალუნ ვუნ ჯონსი, 6. როს მორიარტი, 7. დენ ლიდიეიტი (კაპ.), 8. ტაულუპე ფალეტაუ.
სათადარიგოები: 16. კრისტიან დეისი, 17. გეთინ ჯენკინსი, 18. როდრი ჯონსი, 19. ჯოშ ტერნბული, 20. ჯეიმს კინგი, 21. ლოიდ უილიამსი, 22. რის პრისტლენდი, 23. ფარეთ ენსკომბი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია