საფრანგეთის მეორე ელიტარული დივიზიონის, პრო დ2-ის კლუბები - „ბიარიცი“, „ბურგუენი“ და „ნარბონი“, რანგით მესამე დივიზიონში, ფედერალ 1-ში დააქვეითეს.
ეს გადაწყვეტილება DNACG-ის 26 მაისის შეხვედრაზე მიიღეს, მიზეზი კი, რა თქმა უნდა ფინანსური პრობლემებია.
სამივე კლუბს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის და საწინააღმდეგო არგუმენტების წარდგენისთვის 10-დღიანი ვადა ეძლევათ, მერე კი, აღარაფერი შეიცვლება. გასული სეზონი „ბიარიცმა“ მე-8, „ბურგუენმა“ მე-9, ხოლო „ნარბონმა“ მე-11 ადგილზე დაასრულეს. ამ გუნდებიდან ქართველი ლეგიონერები მხოლოდ „ნარბონს“ ყავს - ტარიელ რატიანიძე, ასტამურ იოსელიანი და შაკო ოდიშარია.
10-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ცნობილი გახდება საბოლოო გადაწყვეტილება და ისიც, თუ დაქვეითების შემთხვევაში პრო დ2-ში ამ გუნდებს ვინები ჩაანაცვლებენ. კანდიდატთა შორის ქართველების „მასიც“ უნდა იყოს, რომელიც ფედერალ 1-ის ნახევარფინალში დამარცხდა.
ლადო გოგოლაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია